პოლიტიკა

editor

Bloomberg – რუსეთმა მინიმუმ 1 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის უკრაინული მარცვლეული მოიპარა

რუსეთმა მინიმუმ 1 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის უკრაინული მარცვლეული მოიპარა. ინფორმაციას ამის შესახებ Bloomberg NASA-ს კვლევის შედეგებზე დაყრდნობით ავრცელებს. „უკრაინამ დაკარგა, როგორც მინიმუმ, 1 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ხორბალი, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში მოიკრიფა”, – წერს Bloomberg. აღსანიშნავია, რომ კვლევა ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ჩატარდა, რომელმაც სატელიტური გამოსახულებები გააანალიზა და …

ნახვა »

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ღმრთისმშობლის ტაძრად მიყვანებას აღნიშნავს

4 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 12 საუფლო დღესასწაულთაგან ერთ-ერთს, ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ტაძრად მიყვანებას აღნიშნავს. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასა და მის მრევლს ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულს ულოცავს. „მშობლებმა, ღვთისადმი მიცემული აღთქმის თანახმად, სამი წლის მარიამი იერუსალიმის ტაძარში მიიყვანეს. მარიამი ტაძარში დამკვიდრდა, სრულწლოვანმა ქალწულების აღთქმა დადო …

ნახვა »

უკრაინაში კიდევ ხუთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

დღეს უკრაინაში 5 ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ინფორმაციას მათი თანამებრძოლები ავრცელებენ. უკრაინაში საქართველოს საელჩო დეტალებს არკვევს. გავრცელებული ინფორმაციით, 5-ვე ქართველი ბახმუტთან რუსეთის მხრიდან საარტილერიო იერიშს შეეწირა. დონეცკის ოლქის ქალაქი ბახმუტი დღეს საბრძოლო მოქმედებების ეპიცენტრია. ოკუპანტები, რომ ბახმუტის ალყაში მოქცევასა და მის ხელში ჩაგდებას გეგმავენ, ეს ინფორმაცია ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ დილიდან გაავრცელა. ბახმუტი დონეცკის რეგიონის და დონბასის სტრატეგიული წერტილია.

ნახვა »

დეოლიგარქიზაციის კანონი ვენეციის კომისიაში; თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკა – გადაცემა “აქტუალური თემა”

მმართველმა გუნდა გადაწყვიტა დეოლიგარქიზაციის შესახებ მომზადებული კანონპროექტი ვენეციის კომისიაში გაგზავნოს თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკა – განხორციელებული პროექტები, გამოწვევები და გეგმები

ნახვა »

ეუთო-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფი საქართველოს მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებს

ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, – ამის შესახებ ეუთო-ს საქართველოს მეგობართა ჯგუფის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. განცხადება გავრცელებულია ბულგარეთის, კანადის, ჩეხეთის რესპუბლიკის, დანიის, ესტონეთის, ფინეთის, ისლანდიის, ირლანდიის, ლატვიის, ლიეტუვის, ნორვეგიის, პოლონეთის, რუმინეთის, სლოვაკეთის, შვედეთის, უკრაინის, გაერთიანებული სამეფოს და აშშ-ის სახელით. მასში დაგმობილია, საქართველოს წინააღმდეგ …

ნახვა »

კრემლი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის დონბასში ვიზიტს აანონსებს

 კრემლი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის დონბასში ვიზიტს აანონსებს. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. თუმცა, პესკოვს ოკუპირებულ ტერიტორიებზე პუტინის ჩასვლის დეტალები და თარიღები არ დაუკონკრეტებია.  პესკოვის თქმით, რუსეთის ფედერაციაში “მობილიზაცია დასრულებულია” და რუსეთის ხელისუფლება ნებისმიერი დამატებითი ინფორმაციის გავრცელებას არ გეგმავს.

ნახვა »

ქართული ოცნების ოფისთან სააკაშვილის მხარდასაჭერი აქცია-მსვლელობა მიმდინარეობს

“თავისუფლება მიშას” – ამ ლოზუნგით ქართული ოცნების ოფისთან საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერი აქცია-მსვლელობა მიმდინარეობს. სააკაშვილის მხარდასაჭერი აქციის მონაწილეები ორბელიანის მოედნიდან ქართული ოცნების ოფისისკენ მსვლელობით მიემართებიან. სოლიდარობის აქცია 15:00 საათზე დაიწყო. დღევანდელი აქცია-მსვლელობა ორგანიზებულია “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი თავმჯდომარეობის კანდიდატის, ლევან ხაბეიშვილის მიერ. “ეს არ არის პოლიტიკური აქცია, ეს არ არის პარტიული აქცია, ეს …

ნახვა »

დღეს საქართველოს ჩემპიონი გაირკვევა – ბოლო ტურში ბათუმის „დინამოს“ მატჩზე მაყურებელს დასწრების უფლება დართეს

ბათუმის „დინამომ“ გაავრცელა განცხადება და ცნობილი გახდა, რომ ეროვნული ლიგის ბოლო ტურში გუნდის თამაშს მაყურებელი მაინც დაესწრება, კლუბის დასჯის მიუხედავად. „ძვირფასო გულშემატკივრებო, გაცნობებთ, რომ კლუბმა საფეხბურთო დავების განმხილველ ტრიბუნალში გაასაჩივრა წინა საშინაო მატჩის შემდეგ გამოტანილი დისციპლინარული სანქციები.  ტრიბუნალმა იხელმძღვანელა კლუბის მიერ მოთხოვნილი უზრუნველყოფის შუამდგომლობით და გამოტანილი დადგენილებით განაჩენის განხილვამდე შეაჩერა აღნიშნული …

ნახვა »

„ინდიანა ჯონსის“ მეხუთე ნაწილის – „ბედის ციფერბლატის“ პირველი თიზერ-თრეილერი გამოქვეყნდა

„ინდიანა ჯონსის“ მეხუთე ნაწილის – „ბედის ციფერბლატის“ პირველი თიზერ-თრეილერი გამოქვეყნდა. როგორც ცნობილია, ლეგენდარული არქეოლოგის როლს კვლავ ჰარისონ ფორდი დაუბრუნდა. მასთან ერთად ფილმში ფიბი უოლერ-ბრიჯი, ანტონიო ბანდერასი, ჯონ რის-დევისი, შონეტ რენი ვილსონი და მადს მიკელსენი ითამაშებენ. სურათის რეჟისორი ჯეიმს მენგოლდია. ფილმი ეკრანებზე 2023 წლის 30 ივნისს გამოვა.  

ნახვა »

მსახიობი ნუგზარ შარია 81 წლის ასაკში გარდაიცვალა

 თეატრისა და კინოს მსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი ნუგზარ შარია 81 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას შემოქმედებითი კავშირი „საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ ავრცელებს.  ნუგზარ შარია არაერთი კინოროლით იყო ცნობილი, მათ შორის: „ხევისბერი გოჩა“, „პალიასტომი“, „აბესალომ და ეთერი“, „ენგურის ნაპირებზე“.  1970 წელს ნუგზარ შარია კუბაში გაემგზავრა და საბჭოთა კავშირში აღარ დაბრუნდა, შემდეგ პარიზში პოლიტიკური …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია