პოლიტიკა

editor

ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა გადაწყვეტილებას უკრაინისა და საქართველოს უკანონოდ ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის მიერ გაცემული პასპორტების არაღიარების შესახებ

ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა გადაწყვეტილებას უკრაინისა და საქართველოს უკანონოდ ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის მიერ გაცემული პასპორტებისა და სხვა სამგზავრო დოკუმენტების არაღიარების შესახებ, – ინფორმაცია ევროპარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. მათივე ინფორმაციით, პარლამენტმა გადაწყვეტილება 531 ხმით 7-ის წინააღმდეგ დაამტკიცა, 34-მა ევროპარლამენტარმა კი კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა. „წინადადების თანახმად, კომისიამ უნდა გაიაროს კონსულტაცია ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან …

ნახვა »

Credit Suisse-მა 88,3 მლრდ დოლარი დაკარგა

შვეიცარულმა ბანკმა Credit Suisse-მა, რომელიც ფინანსურ პრობლემებს რესტრუქტურიზაციით აგვარებს, მიმდინარე კვარტლის პირველ კვირებში 88,3 მილიარდი დოლარი დაკარგა. თანხის ყველაზე დიდი გადინება ბანკის ძირითადი ქონების მართვის განყოფილებაში დაფიქსირდა, რომელმაც აქტივების 10% დაკარგა. დეპოზიტების მოცულობის შემცირების გამო ბანკი საპროცენტო შემოსავლის ნაწილს დაკარგავს. ამ ფონზე მოსალოდნელია, რომ მეოთხე კვარტალში Credit Suisse-ი 2008 წლის …

ნახვა »

ლუკაშენკო – ყველაფერი უკრაინის ხელშია – თუ მათ არ სურთ სიკვდილი, კონფლიქტი უნდა შეწყვიტონ

ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო უკრაინას მოუწოდებს, „შეწყვიტოს კონფლიქტი“ და აცხადებს, რომ ახლა ყველაფერი მის ხელშია. “ახლა ყველაფერი უკრაინის ხელშია. თუ მათ არ სურთ სიკვდილი, მეტიც, დიდი რაოდენობით ადამიანების, ეს უნდა შეწყვიტონ, რადგან შემდგომში უკრაინის სრული განადგურება იქნება”, – განაცხადა ლუკაშენკომ. მისი თქმით, უკრაინა შეიძლება არა მხოლოდ სახელმწიფოებრიობა დაკარგოს, არამედ მთლიანად …

ნახვა »

26 ნოემბრიდან ამინდი გაუარესდება – მოსალოდნელი პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26 ნოემბერს დღის ბოლოდან 27 ნოემბრის დღის ბოლომდე საქართველოში (ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში) მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. მათივე ცნობით, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვაა მოსალოდნელი, მაღალმთიან რეგიონებში თოვლი. “ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული …

ნახვა »

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა ირაკლი ღარიბაშვილს წერილით მიმართა – ჩვენი პარტნიორობა უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში ასეთი უმნიშვნელოვანესი არასდროს ყოფილა

გამოწვევებით სავსე პერიოდში, როდესაც დიპლომატიური ურთიერთობების განახლებიდან 30 წლის იუბილეს აღვნიშნავთ, ჩვენი პარტნიორობა უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში ასეთი უმნიშვნელოვანესი არასდროს ყოფილა, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისადმი მიწერილ წერილში აღნიშნავს, რომლის თარგმანსაც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. როგორც წერილშია აღნიშნული, გაერთიანებული სამეფო საქართველოს …

ნახვა »

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ განცხადებას ავრცელებს

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ტექნიკურ სამუშაოებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. კომპანიაში აღნიშნავენ, რომ ბახტრიონის სატუმბ სადგურზე გადაუდებელი სამუშაოები ხორციელდება, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ახლით იცვლება ჩამკეტ-მარებულირებელი ურდულები. მათივე განმარტებით, ასევე წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელი ტექნიკური სამუშაოები პარალელურად მიმდინარეობს ოთხ სხვადასხვა მისამართზე, რის გამოც 24 ნოემბერს დღის 12:00 საათიდან 25 ნოემბრის 18:00 საათამდე გარკვეულ ქუჩებს …

ნახვა »

ავღანეთში, თორმეტი ადამიანი საფეხბურთო სტადიონზე, ათასობით მაყურებლის წინაშე გაამათრახეს, მათ შორის სამი ქალია

ავღანეთში, თორმეტი ადამიანი საფეხბურთო სტადიონზე, ათასობით მაყურებლის წინაშე გაამათრახეს, მათ შორის სამი ქალია. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. როგორც მოძრაობა „თალიბანმა“ „ბიბისის“ განუმარტა, ისინი მრუშობის, ქურდობისა და ჰომოსექსუალური კავშირებისთვის დასაჯეს. „თალიბანის“ პრესსპიკერმა განაცხადა, რომ საჯაროდ დასჯის შემდეგ სამივე ქალი გაათავისუფლეს, მამაკაცებიდან კი ნაწილი დააპატიმრეს.

ნახვა »

უნგრეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, უკრაინისთვის ფინანსური დახმარების პაკეტში საკუთარი წვლილი შეიტანოს

 უნგრეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, უკრაინას ევროკავშირის მიერ დაგეგმილი 18 მილიარდამდე ევროს მოცულობის ფინანსური დახმარების პაკეტში საკუთარი წვლილი შეიტანოს და უკრაინას 187 მილიონი ევროს ფინანსური დახმარება გაუწიოს. მედიის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის მთავრობამ განაცხადა, რომ მზადაა უკრაინის მხარდაჭერის წილი გადაიხადოს, მაგრამ ურჩევნია, ეს გადახდა ორმხრივ საფუძველზე განახორციელოს და არა ევროკავშირის ერთობლივი …

ნახვა »

რუსეთში, კამჩატკის ნახევარკუნძულზე ვულკანი „შიველუჩი” ამოიფრქვა

 როგორც რუსული გამოცემა „იზვესტია” იუწყება,  რუსეთში, კამჩატკის ნახევარკუნძულზე ვულკანი „შიველუჩი” ამოიფრქვა. გამოცემის ინფორმაციით, ჯერ კიდევ 20 ნოემბერს გახდა ცნობილი, რომ ვულკანის ძლიერი ამოფრქვევა მოხდებოდა, რაზეც მეცნიერები საუბრობდნენ. „შიველუჩი” კამჩატკის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ვულკანია. მასთან უახლოესი დასახლებული პუნქტი კლიუჩი 50 კილომეტრის მანძილზე მდებარეობს, ხოლო ქალაქი პეტროპავლოვსკ-კამჩატსკი 450 კილომეტრის მანძილზე.

ნახვა »

სუს: ოკუპირებულ სოფელ არცევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ოკუპირებულ სოფელ არცევის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე. გააქტიურებულია ცხელი ხაზი. საოკუპაციო ძალის მიერ განხორციელებული ინციდენტის შესახებ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს. “ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა მექანიზმის გამოყენებით. საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია