პოლიტიკა

editor

სატრანსპორტო საშუალების მართვის დარღვევებზე საკანონმდებლო რეგულაციები მკაცრდება

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატან ცვლილებებზე იმსჯელა. სატრანსპორტო საშუალების ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართვისთვის პირს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრება თუ სისხლში ეთანოლის შემცველობა 0,3 პრომილეზე მეტია და არ აღემატება 0,7 პრომილეს. პასუხისმგებლობა დაეკისრება ასევე იმ პირს, რომელიც სატრანსპორტო საშუალების მართვისას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ალკოჰოლური სიმთვრალის დასადგენად შემოწმებას …

ნახვა »

სალომე ზურაბიშვილმა EBRD-ის პრეზიდენტთან საქართველოსა და რეგიონის სტრატეგიული განვითარების პრიორიტეტები განიხილა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პრეზიდენტ ოდილ რენო-ბასოსთან საქართველოსა და რეგიონის სტრატეგიული განვითარების პრიორიტეტები განიხილა. პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ორბელიანების სასახლეში გამართული შეხვედრისას სალომე ზურაბიშვილმა ყურადღება გაამახვილა რამდენიმე მთავარ მიმართულებაზე, რომელთა განვითარებაშიც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი მნიშვნელოვან როლს ასრულებს, კერძოდ, ენერგეტიკული უსაფრთხოება, საქართველოს რეგიონული, მაკავშირებლის ფუნქციის გაძლიერება და …

ნახვა »

ევრობასკეტი 2022 – 1/2 ფინალის წყვილები და პლეი ოფის სრული განრიგი

ევრობასკეტი 2022-ზე დასრულდა მეოთხედფინალური ეტაპი და დაკომპლექტდა ნახევარფინალური წყვილები:   1/2 ფინალი 16 სექტემბერი 19:15 პოლონეთი – საფრანგეთი 22:30 გერმანია – ესპანეთი   18 სექტემბერი 19:15 მე-3 ადგილისთვის 22:30 ფინალი

ნახვა »

ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში ავარიაში მოყვა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში ავარიაში მოყვა. როგორც უკრაინული მედია წერს, უკრაინის დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილი უკრაინის პრეზიდენტის მანქანას და დაცვის მანქანებს შეეჯახა. ზელენსკის თანმხლებმა ექიმებმა მსუბუქი ავტომობილის მძღოლს სასწრაფო დახმარება გაუწიეს. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. უკრაინის პრეზიდენტი ექიმმა გასინჯა და თქვა, რომ მას სერიოზული დაზიანებები არ აღენიშნება. „ავტოსაგზაო შემთხვევის ყველა გარემოებას სამართალდამცავები …

ნახვა »

ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში ჩავიდა

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკომისიის პრეზიდენტი „ტვიტერში“ ავრცელებს. ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკისთან და დენის შმიგალთან რამდენიმე საკითხს განიხილავს. „კიევში, რუსეთის მიერ გაჩაღებული ომის დაწყებიდან მესამე ვიზიტი. ბევრი რამ შეიცვალა. უკრაინა ახლა ევროკავშირის წევრობის კანდიდატია. ვაპირებ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და დენის შმიგალთან განვიხილო ჩვენი ეკონომიკებისა და ხალხების დაახლოება უკრაინის გაწევრიანების გზაზე“, – წერს ურსულა …

ნახვა »

პარლამენტში სახალხო დამცველობის კანდიდატთა განაცხადების მიღება დაიწყო

სახალხო დამცველობის კანდიდატთა შერჩევის პროცესი დაიწყო. საკანონმდებლო ორგანოში განაცხადების მიღება 30 სექტემბრამდეა შესაძლებელი. ამ საკითხთან დაკავშირებით გამოქვეყნდა პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება. „გამოცხადდა განცხადებების მიღება სახალხო დამცველობის კანდიდატად წარდგენის მსურველთათვის.15 სექტემბრიდან 29 სექტემბრის ჩათვლით განცხადებები მიიღება ელექტრონულად: contact@parliament.ge ან მატერიალური სახით: თბილისი, რუსთაველის გამზირი №8ა.მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:ა) განცხადება, რომელშიც უნდა მიეთითოს: კანდიდატის სახელი და …

ნახვა »

სკოლებში სასწავლო წელი დაიწყო

საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო წელი დაიწყო. სწავლის დაწყების პირველ დღეს ყველა საჯარო სკოლაში საქართველოს ჰიმნი გაჟღერდა და დროშა აღიმართა. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ახალ სასწავლო წელს სკოლები მნიშვნელოვანი სიახლეებით ხვდებიან. ამასთან, განათლების სამინისტროს ცნობით, გაუმჯობესებული ეპიდვითარების გათვალისწინებით, სკოლებისთვის განახლებული რეკომენდაციები შემუშავდა. საქართველოს სკოლებში პირველიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით 632 726 მოსწავლე ისწავლის. 2022-2023 სასწავლო წლისთვის საქართველოს სკოლებში ქვეყნის …

ნახვა »

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, 7 ნოემბრის საქმის განხილვა გადაიდო

თბილისის საქალაქო სასამართლოში, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, 7 ნოემბრის საქმის განხილვა გადაიდო. დღევანდელ პროცესზევე სამი მოსამართლისგან შემდგარმა კოლეგიამ გადაწყვეტილება კლინიკა „ვივამედის“ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტის საფუძველზე მიიღო და განმარტა, რომ სააკაშვილს არ შეეძლო საკუთარ პროცესში მონაწილეობის მიღება. დღევანდელ პროცესზევე სასამართლომ ამავე საქმეში ორი ბრალდებულის, დავით კეზერაშვილისა და ზურაბ ადეიშვილის შეფარდებული …

ნახვა »

ვოლოდიმირ ზელენსკი დეოკუპირებულ იზიუმში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ხარკოვის ოლქის დეოკუპირებულ ქალაქ იზიუმში ჩავიდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია საჰაერო სადესანტო ბრიგადაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით, იზიუმში უკრაინის სახელმწიფო დროშა აღმართეს. „სადღესასწაულო ღონისძიებებში მონაწილეობა მიიღეს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა, უკრაინის შეიარაღებული ძალების და სხვა უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლებმა, რომლებმაც რამდენიმე დღის წინ …

ნახვა »

ბასილაშვილის ადვოკატი – ნელი დოროყაშვილი შურისძიების მოტივით შეპყრობილი ადამიანია – ასი ათასობით დოლარი აქვს გატანილი ნიკოლოზის ანგარიშებიდან

ნიკოლოზ ბასილაშვილს მასზე არ უძალადია არც ამერიკაში, არც საქართველოში და არც არსად. ნელი დოროყაშვილი არის შურისძიების მოტივით შეპყრობილი ადამიანი და ყველანაირად ცდილობს ბასილაშვილს გაუნადგუროს კარიერა. შურისძიება უნდა იმიტომ, რომ ბასილაშვილს ჰყავს სხვა რჩეული, – ამის შესახებ ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატმა ირმა ჭკადუამ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა. ის ასევე გამოეხმაურა დოროყაშვილის განცხადებას, …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია