პოლიტიკა

editor

იზიუმის მასობრივ სამარხში ნაპოვნი იმ ცხედრების 99%-ს რომლის ექსპერტიზაც ჩატარდა, ძალადობრივი სიკვდილის ნიშნები აქვს

ხარკოვის ოლქში, რუსი ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ ქალაქ იზიუმში აღმოჩენილი მასობრივი სამარხიდან ექსჰუმირებული ცხედრების 99%-ს ძალადობრივი სიკვდილის ნიშნები აქვს. ამის შესახებ ხარკოვის სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ სინეგუბოვმა ტელეგრამარხში დაწერა. სინეგუბოვის ცნობით, რამდენიმე ცხედარს ხელები ზურგს უკან აქვს შეკრული, ერთ ადამიანს კი, კისერზე თოკი ქონდა მობმული. „აშკარაა, რომ ეს ადამიანი აწამეს და სიკვდილით …

ნახვა »

ჯო ბაიდენი ვლადიმერ პუტინს აფრთხილებს

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით, მან რუსი დიქტატორი ვლადიმერ პუტინი უფრო სერიოზული შედეგების შესახებ გააფრთხილა, თუ რუსეთი ბირთვულ იარაღს გამოიყენებდა. ამის შესახებ ბაიდენმა CBS-თან ინტერვიუში განაცხადა. ამერიკელი ლიდერის თქმით, მან პირადად გააფრთხილა პუტინი ამ ნაბიჯის შესახებ. “ნუ გააკეთებთ ამას. ნუ გააკეთებთ ამას. ეს შეცვლის ომის სახეს და აქცევს ისეთ რამედ, რაც …

ნახვა »

მედიის ცნობით, ერდოღანი და პუტინი შეთანხმდნენ, რომ ანკარა რუსული გაზის 25 პროცენტს რუბლებში შეისყიდის

„შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ სამიტზე თურქეთის და რუსეთის პრეზიდენტებმა ბუნებრივი აირისა და უკრაინული მარცვლეულის საკითხები განიხილეს. გავრცელებული ცნობით, რეჯეფ თაიფ ერდოღანი და ვლადიმერ პუტინი შეთანხმდნენ, რომ ანკარა რუსული გაზის 25 პროცენტს რუბლებში შეისყიდის. „საკითხი შეთანხმებულია, ამ მიმართულებით მუშაობა ჩვენი შეთანხმებების შესაბამისად წარიმართება. ჩვენ მზად ვართ, მნიშვნელოვნად გავზარდოთ ჩვენი მიწოდება თურქეთში ყველა მიმართულებით, …

ნახვა »

იზიუმიში აღმოჩენილი მასობრივი სასაფლაო

უკრაინაში რუსეთის ძალების მიერ ჩადენილი ომის დანაშაულებისა და სისასტიკეების მორიგი კვალი – იზიუმში მასობრივი სასაფლაო აღმოაჩინეს. არსებული ცნობებით, სამარხში 440-ზე მეტი ცხედარი იყო, რომელთა შორის არიან სამოქალაქო პირები. როგორც სააგენტო „როიტერი“ აღნიშნავს, გათავისუფლებულ იზიუმის მასობრივ სამარხში აღმოჩენილი ცხედრების რაოდენობა თუ დადასტურდება, ეს იქნება ბალკანეთის 90-იანი წლების ომების შემდეგ ევროპაში აღმოჩენილი …

ნახვა »

შალვა პაპუაშვილმა გენერალური აუდიტორის პოსტზე ასარჩევად პარლამენტს ცოტნე ყავლაშვილის კანდიდატურა წარუდგინა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გენერალური აუდიტორის კანდიდატად ცოტნე ყავლაშვილი წარადგინა. ამის შესახებ პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, გენერალური აუდიტორის არჩევასთან დაკავშირებით კენჭისყრა მომავალ კვირას გაიმართება. „საქართველოს კონსტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, გენერალური აუდიტორის კანდიდატურის დასახელება წარმოადგენს პარლამენტის თავმჯდომარის ექსკლუზიურ უფლებამოსილებას, რომლის ფარგლებშიც პარლამენტს გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე ასარჩევად წარვუდგენ ცოტნე …

ნახვა »

პრეზიდენტმა გუდაურში სამაშველო ოპერაციისას დაღუპულები მედლით „სამოქალაქო თავდადებისათვის“ დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 29 ივლისს გუდაურში, სამაშველო ოპერაციისას დაღუპული ეკიპაჟის წევრები, პროფესიული მოვალეობის შესრულებისას გამოვლენილი უმაღლესი სამოქალაქო პასუხისმგებლობისათვის, სამაგალითო, თავგანწირული ქმედებისათვის, მედლით „სამოქალაქო თავდადებისათვის“ დააჯილდოვა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. დაჯილდოების ცერემონია დღეს ორბელიანების სასახლეში გაიმართა და მას შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, …

ნახვა »

მოსახლეობის 56% მიიჩნევს, რომ საქართველოში არაა ისეთი პარტია, რომელიც მის ინტერესებს გამოხატავს

NDI-ის საზოგადოებრივი აზრის  ბოლო კვლევის თანახმად, გამოკითხული ახალგაზრდების 65% ამბობს, რომ მათ ინტერესს არცერთი პოლიტიკური პარტია არ წარმოადგენს.  ამავე კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 56% მიიჩნევს, რომ საქართველოში არაა ისეთი პარტია, რომელიც მის ინტერესებს გამოხატავს. 39% ამბობს, რომ საქართველოში არსებობს პარტია, რომელიც მათ ინტერესებს გამოხატავს. ცნობისთვის, კვლევა ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველოს მიერ. …

ნახვა »

კვლევის მიხედვით, პრემიერის საქმიანობას „კარგად“ 28%, ხოლო „ცუდად“ 35% აფასებს – გაზრდილია პრეზიდენტის საქმიანობის ნეგატიური შეფასების მაჩვენებელი

პრეზიდენტის საქმიანობის ნეგატიური შეფასების მაჩვენებელი გაიზარდა, – ამის შესახებ NDI-ის კვლევაშია აღნიშნული. კვლევის თანახმად, კითხვაზე: როგორ შეაფასებდით შემდეგი ინსტიტუტების საქმიანობას? – გამოკითხული მოსახლეობიდან პრეზიდენტის საქმიანობას 12% – კარგად, 43%-საშუალოდ, 40%-ცუდად აფასებს. 5%-მა პასუხი არ იცის. ინფორმაციისთვის, 2022 წლის მარტში, პრეზიდენტის საქმიანობას გამოკითხული მოსახლეობის 24% – კარგად, 42%-საშუალოდ, 24%-ცუდად აფასებდა. პასუხი …

ნახვა »

NDI – მოსახლეობის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე არც მმართველი პარტია და არც არჩეული ოპოზიციური პარტიები მოქმედებენ

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის – NDI-ს კვლევის თანახმად, მოსახლეობის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე არც მმართველი პარტია და არც არჩეული ოპოზიციური პარტიები მოქმედებენ. ამავე კვლევაში აღნიშნულია, რომ 14 პროცენტითაა გაზრდილი მათი რიცხვი, ვინც მიიჩნევს, რომ ოპოზიციური პარტიები ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე არ მოქმედებენ. კვლევის თანახმად, მოსაზრებას, რომ „მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ხალხისა …

ნახვა »

აშშ-მა კადიროვს და მის ოჯახს სანქციები დაუწესა

შეერთებულმა შტატებმა ჩეჩნეთის ლიდერს, რამზან კადიროვს და მის ოჯახს, სანქციები დაუწესა. ინფორმაციას ამერიკის სახაზინო დეპარტამენტი აქვეყნებს. ე.წ. „შავ სიაში“ შეიყვანეს კიდევ 44 ფიზიკური და 32 იურიდიული პირი, მათ შორის, ბავშვთა ომბუდსმენი, მარია ლვოვა-ბელოვა და რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე, მაქსიმ ორეშკინი.

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია