ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ბაიდენი ზელენსკის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს დაჰპირდა, რომლის ღირებულება 625 მილიონ დოლარს შეადგენს. მასში დამატებითი იარაღი, საბრძოლო მასალა და აღჭურვილობა, მათ შორის „ჰაიმარსის“ სისტემები შედის. თეთრი სახლის ინფორმაციით, სატელეფონო საუბარში ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი, კამალა ჰარისიც მონაწილეობდა. საუბრის …
ნახვა »რუსეთის ფედერაციის საბჭომ უკრაინის ტერიტორიების უკანონო ანექსიის ე.წ. შეთანხმებები დაამტკიცა
რუსეთის ფედერაციის საბჭომ უკრაინის ტერიტორიების უკანონო ანექსიის ე.წ. შეთანხმებები დაამტკიცა. რუსეთის საკანონმდებლო ორგანოს ზედა პალატაში ხელი მოეწერა დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიეს და ხერსონის ოლქების რუსეთის ფედერაციის შეყვანის გადაწყვეტილებას. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა და რეგიონების სეპარატისტმა ლიდერებმა ამ ე.წ. შეთანხმებას 30 სექტემბერს კრემლში მოაწერეს ხელი. 2 ოქტომბერს რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ისინი ძირითადი კანონის შესაბამისად ცნო. …
ნახვა »რეჯეფ თაიფ ერდოღანი და ნიკოლ ფაშინიანი პრაღაში მოლაპარაკებებს გამართავენ
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი და სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ორი ქვეყნის ურთიერთობების ნორმალიზაციაზე პრაღაში მოლაპარაკებებს გამართავენ. ინფორმაციას თურქული გამოცემა „საბაჰი“ავრცელებს. თურქული მედიის ცნობით, ჩეხეთის დედაქალაქში თურქეთის პრეზიდენტთან შეხვედრის ინიციატორი სომხეთის პრემიერ-მინისტრია. 6-7 ოქტომბერს ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის პირველი შეხვედრა გაიმართება, რომლის ინიციატორი საფრნგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონია.
ნახვა »ირაკლი კობახიძე – დეოლიგარქიზაციის კანონის გარშემო კონსენსუსი თუ არ იქნება, კანონს არ მივიღებთ, ევროკავშირის ყოფილ ელჩსაც ნათქვამი აქვს, რომ ეს კანონი არ არის საჭირო
კანონის მიღების დროს ერთ-ერთი მთავარი პრინციპი არის ის, რომ არ შეიძლება, ის რომელიმე პიროვნებაზე იყოს მორგებული, როცა ხელისუფლებაში იყვნენ, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპს ფეხქვეშ თელავდნენ, ახლა იგივე მიდგომები აქვთ ოპოზიციიდან, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დეოლიგარქიზაციის შესახებ ოპოზიციის ნაწილის განცხადებების საპასუხოდ აღნიშნა. კობახიძის თქმით, დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს ოპოზიცია …
ნახვა »„პოსტივი“ ვიქტორ ჯაფარიძის მიერ წილების ყიდვაზე განცხადებას ავრცელებს – გადავწყვიტეთ, ღიად და აქტიურად დავუჭიროთ მხარი მოძრაობა „ხალხის ძალას“, არხი დღეიდან ხდება მოძრაობის მედიაპლატფორმა
ტელეკომპანია „პოსტივი“ განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ „პოსტივის“ გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება, ღიად და აქტიურად დაუჭიროს მხარი ახლად შექმნილ საზოგადოებრივ მოძრაობა „ხალხის ძალას“. მათივე განმარტებით, არხის რამდენიმე სახე უშუალოდ გახდა ორგანიზაციის წევრი. განცხადების თანახმად, არხს ჰყავს ახალი დამფუძნებელი, არხის საკონტროლო პაკეტი ეკუთვნის ვიქტორ ჯაფარიძეს, რომელთანაც სრული იდეოლოგიური თანხვედრა აქვთ. „ძვირფასო მეგობრებო, …
ნახვა »მოძრაობა „ხალხის ძალას“ კიდევ ხუთი დეპუტატი შეუერთდა
მოძრაობა „ხალხის ძალას“ „ქართული ოცნების“ კიდევ ხუთი დეპუტატი, ეკა სეფაშვილი, ვიქტორ ჯაფარიძე, დავით კაჭარავა, დაჩი ბერაია და ზაალ მიქელაძე შეუერთდა. ამის შესახებ დღევანდელ ბრიფინგზე მოძრაობის წევრმა სოზარ სუბარმა განაცხადა. „ფართოვდება მოძრაობის საპარლამენტი შემადგენლობა. კერძოდ, ჩვენს საპარლამენტო გუნდს დაემატება ხუთი პარლამენტარი – ეკა სეფაშვილი, ვიქტორ ჯაფარიძე, დავით კაჭარავა, დაჩი ბერაია და …
ნახვა »უკრაინის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ უკრაინის ტერიტორიების დაბრუნებას
უკრაინის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ უკრაინის ტერიტორიების დაბრუნებას – სიტუაციის განახლებული რუკა უკრაინის აღმოსავლეთსა და სამხრეთში ევროპელი ომის ექსპერტებისგან. მათი აზრით, უკრაინელი სამხედროები აგრძელებენ შეტევას მას შემდეგ, რაც დაიბრუნეს ლიმანი და უკვე აღადგინეს სრული კონტროლი ზარეჩნიზე და ტორსკზე. ოკუპანტები თავიანთი პოზიციებიდან უკან იხევენ ამ დასახლებების ჩრდილოეთით. უკრაინის სამხრეთით უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა …
ნახვა »დმანისის არქეოლოგიური ცენტრის ხელმძღვანელი გარდაცვლილი იპოვეს
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, დმანისის სამეცნიერო და არქეოლოგიური კვლევითი ცენტრის ტერიტორიაზე სავარაუდოდ, თავი მოიკლა ცენტრის ხელმძღვანელმა, გოჩა კილაძემ. შემთხვევა 3 ოქტომბერს მოხდა, გარდაცვლილის ცხედარი ცენტრის ტერიტორიაზე დღის საათებში ადგილობრივებმა ნახეს. დმანისის სამეცნიერო და არქეოლოგიურ კვლევით ცენტრში სტუდენტებისთვის განკუთვნილი სასწავლო ან კვლევითი პროგრამა არ მიმდინარეობდა – დმანისისა და ოროზმანის არქეოლოგიური ექსპედიციები და …
ნახვა »რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დირექტორი პატიმრობიდან გაათავისუფლეს
რუსებმა მათ მიერ ოკუპირებული ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გენერალური დირექტორი, იგორ მურაშოვი გაათავისუფლეს. ინფორმაციას ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ხელმძღვანელი რაფაელ გროსი ავრცელებს. “მივესალმები უკრაინის ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გენერალური დირექტორის იგორ მურაშოვის გათავისუფლებას. მე მივიღე დადასტურება, რომ ბატონი მურაშოვი უსაფრთხოდ დაბრუნდა საკუთარ ოჯახში”- წერს ის Twitter-ზე. რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის …
ნახვა »ხატია დეკანოიძე – ჩვენი ფრაქცია მუშაობს დეოლიგარქიზაციის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომელიც მიმართული იქნება ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ
ჩვენი ფრაქცია მუშაობს დეოლიგარქიზაციის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომელიც განხილული და მიმართული იქნება ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ხატია დეკანოიძემ განაცხადა. მისი თქმით, მმართველი გუნდი უკრაინული კანონის მიღებით ცდილობს პასუხისმგებლობა აარიდოს ივანიშვილს და გამოიყენოს კანონი, როგორც რეპრესიის საშუალება ოპონენტების წინააღმდეგ. „უკრაინული მოდელის გადმოქართულებას ჩვენ არასდროს ვითხოვდით, ჩვენთვის ყოველთვის …
ნახვა »