პოლიტიკა

editor

მოსკოვი ვაშინგტონს დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტით დაემუქრა

მოსკოვი ვაშინგტონს დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტით დაემუქრა, იმ შემთხვევაში თუ ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთს ტერორიზმის დამფინანსებელ სახელმწიფოდ აღიარებს. შესაბამისი განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ გაავრცელა. „საკუთარი კანონმდებლობის ამგვარი გამოყენება, საერთაშორისო სამართლის საწინააღმდეგოდ, სენატორებისა და კონგრესმენების მიერ შესაძლოა საშინელ სასჯელად აღიქმებოდეს, რომელსაც შეუძლია აიძულოს რუსეთი იცხოვროს შეერთებული შტატების მიერ გამოგონილი …

ნახვა »

რუსეთის პატრიარქმა წერილში ილია II-ის ტიტულში ბიჭვინთის მიტროპოლიტის წოდება არ ახსენა

რუსეთის პატრიარქმა კირილმა ილია II-ს სინოდის წევრის გარდაცვალების გამო მიუსამძიმრა, შესაბამის წერილში კი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტიტული სრულად არ გადმოსცა.  კერძოდ, მან არ ახსენა ბიჭვინთა.  2010 წლის 21 დეკემბრის სინოდის სხდომის გადაწყვეტილებით, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ტიტულატურა შემდეგნაირად განისაზღვრა: უწმიდესი და უნეტარესი ილია II, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მთავარეპისკოპოსი მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის. რუსეთის პატრიარაქის წერილში კი ნათქვამია: უწმიდესი და უნეტარესი ილია …

ნახვა »

გუდაურში, ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპული 8 ადამიანის ცხედარი სამების ტაძრიდან გამოასვენეს

გუდაურში, ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპული 8 ადამიანის ცხედარი სამების საკათედრო ტაძრიდან გამოასვენეს. დაღუპულებს საგვარეულო სასაფლაოებზე დაკრძალავენ. ტრაგიკულად დაღუპულებს დღეს პატივი მიაგეს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, მინისტრთა კაბინეტის წევრებმა და პოლიტიკოსებმა. ასევე, დაღუპულებს პატივი მიაგეს შინაგან საქმეთა და ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლებმა.  შეგახსენებთ, რომ გუდაურში სამაშველო ოპერაციისას ვერტმფრენი ჩამოვარდა, რასაც …

ნახვა »

ქვეყნის პირველმა პირებმა გუდაურში ტრაგიკულად გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგეს

გუდაურში, ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის მოსახსენიებელ სამოქალაქო პანაშვიდზე საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მინისტრთა კაბინეტის წევრები, თბილისის მერი კახა კალაძე და სხვა პოლიტიკოსები მივიდნენ. გუდაურში, ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულები დილიდან სამების საკათედრო ტაძარში არიან დასვენებული, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა …

ნახვა »

ილია მეორე გუდაურში დაღუპულებზე – მათ სიცოცხლე გაიღეს გაჭირვებაში მყოფთა დასახმარებლად, რაც ღვთის წინაშე უდიდესი მადლია – მათი უკვდავი სულებისთვის ლოცვებს აღვავლენთ

სამების საკათედრო ტაძარში, გუდაურში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი მიმდინარეობს. იქამდე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილი გაავრცელა, რომელიც სამების საკათედრო ტაძარში წაიკითხეს. „დიდია ჩვენი გულისტკივილი ამა წლის, 29 ივლისს გუდაურში მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელმაც 8 პიროვნება იმსხვერპლა და ქვეყანაში დიდი მწუხარება გამოიწვია. ამ ადამიანების …

ნახვა »

აშშ-ში $300 მილიონიანი თაღლითური პირამიდის ერთ-ერთი შემქმნელი საქართველოში ცხოვრობდა

აშშ-ის ფასიანი ქაღალდების და ბირჟის კომისიამ Forsage-ის თაღლითური კრიპტოპირამიდის სქემის შექმნისა და პოპულარიზაციისთვის ბრალი 11 ადამიანს წარუდგინა.  სქემის შედეგად მათ $300 მილიონზე მეტი მიიღეს ადამიანებისგან მთელი მსოფლიოდან, აშშ-ის ჩათვლით.  კომისიის პრესრელიზის მიხედვით, Forsage-ის დამფუძნებლები საქართველოში, რუსეთსა და ინდონეზიაში ცხოვრობდნენ, ასევე, 3 მათგანი აშშ-ში იმყოფებოდა. ასევე, არაერთი ადამიანი სქემაში ჩართული იყო აშშ-ის, სულ მცირე, 5 სხვადასხვა შტატიდან.  აშშ-ის ფასიანი …

ნახვა »

პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, გუდაურში სამაშველო ოპერაციისას დაღუპულები მედლით „სამოქალაქო თავდადებისათვის“ დაჯილდოვდნენ

გუდაურში სამაშველო ოპერაციისას დაღუპულები მედლით „სამოქალაქო თავდადებისათვის“ დაჯილდოვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. „საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, 29 ივლისს, გუდაურში სამაშველო ოპერაციისას დაღუპული: ზაზა ლორია, დიმიტრი ქააძე, ლევან ჩოხელი, ანდრო ქუჯოშვილი, გიორგი მარგიანი, კახა ტორჩინავა, გიორგი ვენეცკი, ქეთევან გულაღაშვილი სამაშველო ოპერაციისას პროფესიული მოვალეობის შესრულებისას გამოვლენილი უმაღლესი სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის, სამაგალითო, თავგანწირული …

ნახვა »

რუსეთი მზადაა, უკრაინას ელენოვკაში გარდაცვლილი სამხედრო ტყვეების ცხედრები გამოძიების დასრულების შემდეგ გადასცეს

რუსეთი მზად არის უკრაინის ცენტრალურ ხელისუფლებას ელენოვკაში გარდაცვლილი სამხედრო ტყვეების ცხედრები გადასცეს, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ რაც საგამოძიებო პროცესი დასრულდება, – ამის შესახებ უკრაინის სახალხო დამცველმა დმიტრი ლუბინეცმა განაცხადა. მისივე გამარტებით, უკრაინულ მხარეს ჯერ არ მიუღია პასუხი იმაზე, კონკრეტულად რამდენი დრო დასჭირდებათ ოკუპანტებს გამოძიებისთვის. ცნობისთვის, გასულ კვირას, დონეცკის ოლქში, ელენოვკის …

ნახვა »

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს ნენსი პელოსის დღეს ტაივანში ელოდებიან

ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერს ნენსი პელოსის დღეს ტაივანში ელოდებიან. ტაივანელმა მაღალჩინოსანმა განმარტა, რომ ნენსი პელოსი კუნძულზე ერთი დღის განმავლობაში დარჩება. წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ტაიბეიში ჩასვლის ოფიციალური დრო ცნობილი არ არის. აშშ-ის ოფიციალურმა წარმომადგენლმა CNN-თან საუბარში კი განმარტა, რომ პენტაგონი 24 საათის განმავლობაშიმ მუშაობს და თვალს ადევნებს რეგიონში ჩინელების …

ნახვა »

ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე დაგეგმილი ცენტრალური პარკის მოწყობის პროექტში ცვლილებები შევიდა

ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე ცენტრალური პარკის მოწყობის პროექტში ცვლილებები შევიდა, – ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. მისი თქმით, ცვლილებების თანახმად, მცირდება საპარკინგე ადგილები, მათ ადგილზე კი გამწვანებული და სპორტული ზონები განთავსდება. კახა კალაძის განცხადებით, ცენტრალური პარკის მოსაწყობად დედაქალაქის მუნიციპალიტეტი არცერთ თეთრს არ დახარჯავს და მუნიციპალიტეტისთვის საჩუქრად გადაცემულ ტერიტორიაზე …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია