პოლიტიკა

editor

რა ხდება უკრაინაში ომის 189-ე დღეს

ომის 189-ე დღეს რუსეთის საოკუპაციო ძალები უკრაინის ქალაქებს ისევ ბომბავენ. სარაკეტო დარტყმები განხორციელდა ხარკოვზე. ერთი ჭურვი ხარკოველებისთვის ყველაზე პოპულარულ, სარჟინ იარის ტყე-პარკში ჩავარდა, რის შედეგადაც 5 ადამიანი დაიღუპა და 7 დაშავდა. რამდენიმე დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა. უკრაინული ძალები კი დროებით ოკუპირებულ ხერსონში კონტრშეტევაზე არიან გადასული. ოფიციალური კიევი ოპერაციის მიმდინარეობის შესახებ დეტალებს …

ნახვა »

დღეს ილია დარჩიაშვილი პრაღაში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი უკრაინელ და მოლდოველ კოლეგებთან ერთად, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის – ჩეხეთის მიწვევით, დღეს და ხვალ. პრაღაში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ ე.წ გიმნიხის შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას. ილია დარჩიაშვილი დაესწრება შეხვედრის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას, ასევე მონაწილეობას მიიღებს ასოცირებული ტრიოს ქვეყნების-მოლდოვას, საქართველოს და უკრაინის საგარეო საქმეთა …

ნახვა »

მესტიის მუნიციპალიტეტში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება

მესტიის მუნიციპალიტეტში, კლდის ფერდობზე ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. ადგილი, სადაც ხანძარი გაჩნდა, ტექნიკისთვის მიუვალია და მეხანძრე- მაშველები ფეხით გადაადგილდებიან. ხანძრის ქრობის პროცესში დილიდან ჩაერთო ვერტმფრენი. როგორც სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნინო ვიბლიანი აცხადებს, სამუშაოებში უახლოეს საათებში მეორე ვერტმფრენიც ჩაერთვება. ხანძარი ალპურ ზონაში გაჩნდა. ამ დროისთვის, ძირითადი კერები უკვე …

ნახვა »

პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი წალენჯიხის მერს ღია წერილით მიმართავს

საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერს, გიორგი ხარჩილავას ღია წერილით მიმართავს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ საშტატო ოპტიმიზაციის საფუძვლით სკოლამდელი დაწესებულებებში თანამშრომელთა რიცხოვნების შემცირება და მათთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს. „ბატონო გიორგი, გავეცანით, თქვენ მიერ, მიმდინარე წლის 26 აგვისტოს დამტკიცებული ბრძანების (N126.126.22381) საფუძველზე, ა(ა)იპ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი საააღმზრდელო-საგანმანათლებლო დაწესებულებათა …

ნახვა »

მიხეილ გორბაჩოვი გარდაიცვალა

92 წლის ასაკში სკკპ-ს ცენტრალური კომიტეტის ბოლო გენერალური მდივანი და სსრკ-ს პირველი და უკანასკნელი პრეზიდენტი, მიხეილ გორბაჩოვი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს. „მიხეილ გორბაჩოვი დღეს საღამოს მძიმე და ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა“, – განაცხადეს ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში.

ნახვა »

უკრაინელებმა ფრონტის ხაზი მიკოლაევის მიმართულებითაც გაარღვიეს

უკრაინელები კონტრშეტევას რამდენიმე მიმართულებით წარმატებით ახორციელებენ. ხერსონის გარდა მათ ფრონტის ხაზი მიკოლაევის მიმართულებითაც გაარღვუეს. ჟურნალისტ რომან ციმბალიუკის ცნობით, უკრაინელებმა რუსული თავდაცვის ხაზი მიკოლაევის მისადგომების  მიმართულებაზეც გაარღვიეს,  ოკუპანტთა შორის არიან დაჭრილები და დაღუპულები.  ციმბალიუკი იუწყება, რომ გარღვეულია 205-ე ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადის პოზიციები ერთ’ერთ დასახლებულ პუნქტთან, მიმდინარეობს ბრძოლები.

ნახვა »

საფრანგეთმა რუსეთი ენერგორესურსების ომის იარაღად გამოყენებაში დაადანაშაულა

საფრანგეთმა რუსეთი ენერგორესურსების ომის იარაღად გამოყენებაში დაადანაშაულა მას შემდეგ, რაც „გაზპრომმა“ ევროპაში გაზის მიწოდება კიდევ უფრო შეამცირა. საფრანგეთის ენერგეტიკის მინისტრმა, ანიეს პანიე-რუნაშერმა განაცხადა, რომ აშკარაა, რომ რუსეთი გაზს ომის იარაღად იყენებს. „ჩვენ უნდა მოვემზადოთ მიწოდების სრული შეწყვეტის ყველაზე ცუდი სცენარისთვის“, – აღნიშნა საფრანგეთის ენერგეტიკის მინისტრმა. მანამდე ფრანგულმა ენერგოკომპანია Engie-მ განაცხადა, რომ დღეიდან „გაზპრომისგან“ …

ნახვა »

საქალაქო სასამართლოში ძმები კაკულიების ბრალდების საქმის განხილვა დასრულდა

ძმები კაკულიები ბრალს არ აღიარებენ და იარაღის ჩადებაში საგამოძიებო უწყებას ადანაშაულებენ. კაკულიების ბრალდების საქმის განხილვა ცოტა ხნის წინ დასრულდა საქალაქო სასამართლოში. სასამართლო პროცესზე უფროსმა ძმამ, დავით კაკულიამ სიტყვის უფლებით ისარგებლა და თქვა, რომ მას და მის ძმას საგამოძიებო უწყების წარმომადგენლებმა ჩხრეკის დროს, ცეცხლსასროლი იარაღები ჩაუდეს. მისივე თქმით, ამ ფაქტს იმ …

ნახვა »

თბილისის ზოგიერთ რაიონს ხვალ ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

კრწანისის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, თბილისის ზოგიერთ რაიონს ხვალ ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კრწანისის ქუჩის მოსახლეობას. გლდანის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ულიანოვის, უწერის, ვარდევანის, ხეჩუაშვილის, ბარისახოს, ყუშიტაშვილის, ჭრებალოს, სხვიტორის, ხანძთელის, ანდრონიკაშვილის, გაგრისა და ლიბანის ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი …

ნახვა »

რუსეთმა ხარკოვის ცენტრზე იერიში მიიტანა – დაღუპა 5 და დაშავდა 7 ადამიანი

რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვის ცენტრალურ რაიონებს ცეცხლი გაუხსნეს, – ამის შესახებ ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლეგ სინიგუბოვი იუწყება. სინეგუბოვი მოქალაქეებს თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებს. თავდასხმის შესახებ ინფორმაციას ხარკოვის მერი, იგორ ტერეხოვიც ავრცელებს და აცხადებს, რომ წინასწარი მონაცემებით, დაღუპულია 5 და დაშავებულია 7 ადამიანი.

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია