პოლიტიკა

editor

უახლესი სამედიცინო კვლევა – 22 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ლუდის სმით გაუმჯობესდა

გამაოგნებელი ახალი სამედიცინო კვლევა ადამიანის ორგანიზმისთვის ლუდის სარგებლიანობაზე ჩატარდა. შედეგებით თავად მკვლევრებიც გაოცდნენ – ლუდი, როგორც ალკოჰოლის შემცველი, ისე – უალკოჰოლო, ნაწლავების ფუნქციონირებისთვის სასარგებლოა. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული სამედიცინო გამოცემა  New Atlas წერს. „პორტუგალიელი მეცნიერები აქვეყნებენ ახალ კვლევას, რომელიც აჩვენებს, რომ ლუდის ზომიერმა მოხმარებამ შეიძლება ნაწლავური ბაქტერიების მრავალფეროვნება გაზარდოს. მეცნიერებმა ჩაატარეს …

ნახვა »

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

20 ივლისს ქუთაისში +25 გრადუსი და მზიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +18 გრადუსი იქნება. ოზურგეთში წვიმას ვარაუდობენ სინოპტიკოსები, დღისით +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +19 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმშიც წვიმაა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +26 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +20 გრადუსი დაფიქსირდება. ფოთში დღისით +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +20 გრადუსია მოსალოდნელი. …

ნახვა »

30 ივნისს აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე მომხდარი ინციდენტის გამოძიებასთან დაკავშირებით პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

30 ივნისს აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე მომხდარი ინციდენტის გამოძიებასთან დაკავშირებით პროკურატურა განცხადებას ავრცელებს. პროკურატურაში აღნიშნავენ, რომ მზადყოფნას გამოთქვამენ, სრულად ითანამშრომლონ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ფაქტის სრულყოფილად გამოძიების პროცესში. „მიმდინარე წლის 30 ივნისს, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ტერიტორიაზე გამართულ ოფიციალურ მიღებაზე საქართველოს პარლამენტის წევრების მონაწილეობით მომხდარი ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე, …

ნახვა »

კელი დეგნანი – საქართველოსთან ხანგრძლივი მეგობრობა გვაკავშირებს და როგორც კარგი მეგობრები, ხანდახან არ ვეთანხმებით ერთმანეთს, უნდა შეგვეძლოს საუბარი უთანხმოებაზე

საქართველოსთან ხანგრძლივი მეგობრობა გვაკავშირებს და როგორც კარგი მეგობრები, ხანდახან არ ვეთანხმებით ერთმანეთს, უნდა შეგვეძლოს საუბარი უთანხმოებაზე, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა. აშშ-ის ელჩს შეკითხვა დაუსვეს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძესთან დაკავშირებით და ასევე, იმის თაობაზე, არის თუ არა ეს მოსამართლე სანქცირებული. ​„საქართველოსთან ჩვენ ხანგრძლივი მეგობრობა გვაკავშირებს და როგორც …

ნახვა »

ირანის სულიერი ლიდერი ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე მოსკოვისა და თეირანის გრძელვადიანი თანამშრომლობის ინიციატივით გამოვიდა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, რომელიც დღეს, ირანის ისლამურ რესპუბლიკაში ვიზიტით იმყოფება, ქვეყნის სულიერ ლიდერს აიათოლა ალი ხამენეის შეხვდა. ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას, ალი ხამენეიმ განაცხადა, რომ ოფიციალურ თეირანსა და მოსკოვს სჭირდებათ „სიფხიზლე დასავლური სიცრუის“ წინააღმდეგ და რუსულ-ირანული გრძელვადიანი თანამშრომლობის ინიციატივით გამოვიდა. უკრაინის საკითხზე საუბრისას, ირანის სულიერმა ლიდერმა აღნიშნა, რომ „ომი სასტიკი და …

ნახვა »

ავტოსაგზაო შემთხვევა კარალეთში – არის მსხვერპლი

გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ კარალეთში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს „მერსედესისა“ და „ოპელის“ მარკის ავტომანქანები შეეჯახნენ. შემთხვევის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა ერთი ადამიანი და დაშავდა სამი მგზავრი. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცავები. კარალეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე დაწყებულია გამოძიება. ფოტო: 1tv.ge

ნახვა »

უკრაინამ რამდენიმე ათეული ჯარისკაცის ცხედარი დაიბრუნა

უკრაინამ რამდენიმე ათეული ჯარისკაცის ცხედარი დაიბრუნა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის სამინისტრო ავრცელებს. „შედგა დაღუპული სამხედროების გადაცემის მორიგი ოპერაცია. უკრაინამ დაიბრუნა 45 დამცველის ცხედარი“ – ნათქვამია განცხადებაში. სამინისტრომ ასევე აღნიშნა, რომ ოპერაცია უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების საკითხებში კომისრის ოლეგ კოტენკოსა და უკრაინის სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლობით, ჟენევის კონვენციის ნორმების შესაბამისად …

ნახვა »

კომპანია „მოდუსი“ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა

კომპანია „მოდუსი“ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა. „მოდუსი“ სამშენებლო-სარემონტო მასალების საბითუმო და საცალო ვაჭრობაში ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა. მოდუსის თანამედროვე სტანდარტის შოურუმებში, გარდა ადგილობრივი წარმოების პროდუქციისა, განთავსებულია ევროპისა და აზიის სხვადასხვა ქვეყნიდან იმპორტირებული პროდუქცია. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, მოდუსის ქსელში წარმოდგენილია ყველა სახის სარემონტო-სამშენებლო მასალები, ასევე მულტიბრენდული ავეჯის შოურუმები, საყოფაცხოვრებო …

ნახვა »

BTU ჰარვარდის კონკურენციისა და სტრატეგიის ინსტიტუტის წევრი გახდა

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ჰარვარდის ბიზნესის სკოლის კონკურენციისა და სტრატეგიის ინსტიტუტის – Harvard MOC Affiliate Network წევრი გახდა, რაც უნივერსიტეტს აძლევს საშუალებას, სასწავლო პროცესებში გამოიყენოს ჰარვარდის სასწავლო რესურსები და მეთოდოლოგია, როგორც „კონკურენტუნარიანობის მიკროეკონომიკის“ მიმართულების კურსების, ისე სხვა საგნების ფარგლებში. ჰარვარდის რესურსების მიხედვით სწავლება BTU-ში 2023 წლიდან დაიწყება. გარდა ჰარვარდის სასწავლო რესურსების გამოყენებისა, აფილირებული …

ნახვა »

თბილისსა და ტაშკენტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

უზბეკეთში ვიზიტით მყოფმა თბილისის მერმა, კახა კალაძემ და ტაშკენტის მერმა, ჯახონგირ არტიკხოჯაევმა დედაქალაქებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მერების შეხვედრა ტაშკენტში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. მხარეებმა საქართველო-უზბეკეთის ურთიერთობები განიხილეს და დედაქალაქებს შორის თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორი ქვეყნის  პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია