ჯანდაცვის მინისტრთან კომუნიკაციის კუთხით იყო უკმაყოფილება სამედიცინო საზოგადოებაში, რაშიც მე თვითონ დავრწმუნდი რესპუბლიკური საავადმყოფოს მაგალითზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. როგორც კობახიძემ ჟურნალისტებთან აღნიშნა, მას დღეს დილით შეხვედრა ჰქონდა ზურაბ აზარაშვილთან. „მე ვხედავდი პრობლემებს მართვის, კომუნიკაციის კუთხით. ამასთან დაკავშირებით იყო უკმაყოფილება სამედიცინო საზოგადოებაში. მე თვითონ დავრწმუნდი რესპუბლიკური საავადმყოფოს …
ნახვა »საქართველოს ნაკრების სპორტულმა წყვილმა ანასტასია მეტელკინამ და ლუკა ბერულავამ იუნორთა შორის მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა
ტაიბეიში (ტაივანი) იუნიორთა შორის 2024 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გათამაშდა მედლების პირველი კომპლექტი სპორტულ წყვილებში. 19 მონაწილე წყვილს შორის 179,32 ქულით მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა საქართველოს ნაკრების სპორტულმა წყვილმა ანასტასია მეტელკინამ და ლუკა ბერულავამ. იუნიორთა შორის მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში ეს მეორე ოქროს მედალია, როცა საქართველოს წარმომადგენლები დაჯილდოვდნენ ამ ყველაზე მაღალი სინჯის მედლებით …
ნახვა »მამუკა მდინარაძე – “ქართული ოცნება” მოამზადებს საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც საზოგადოებას “ფსევდოლიბერალურიიდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს”
“ქართულმა ოცნებამ” მიიღო გადაწყვეტილება, მოამზადოს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საზოგადოებას “ფსევდოლიბერალურიიდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს”. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა. მდინარაძის თქმით, კანონპროექტი უახლოესი ორი კვირის განმავლობაში მომზადდება და პარლამენტში დაინიცირდება. მან თქმით, მიუხედავად იმისა, რომ 2017 წელს საქართველოს კონსტიტუციაში …
ნახვა »სალომე ზურაბიშვილი – ყველას უნდა გვეშინოდეს, თუკი პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ წარმატებას აღწევს – ის სამხედრო კუთხით ჯერ არ დამარცხებულა, მაგრამ გამარჯვებული არ არის
ის, რასაც ახლა რუსეთი ცდილობს და კვლავაც გააგრძელებს ევროპასა და სხვა ქვეყნებში არის ჰიბრიდული ომი. ის ცდილობს პროპაგანდის გზით გამარჯვების მოპოვებას, დესტაბილიზაციას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა. „რუსეთი საქართველოში მინიმუმ სამჯერ შემოიჭრა. ის განაგრძობს ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციას. ის, რასაც ახლა რუსეთი ცდილობს და რასაც გააგრძელებს, …
ნახვა »ვლადიმერ პუტინი – ნატო-ელი ინტერვენციონისტებისთვის შედეგები ბევრად უფრო ტრაგიკული იქნება, თუ ისინი უკრაინაში გამოჩნდებიან
ნატო-ელი ინტერვენციონისტებისთვის შედეგები ბევრად უფრო ტრაგიკული იქნება, თუ ისინი უკრაინაში გამოჩნდებიან, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ყოველწ „მათ დაიწყეს საუბარი ნატო-ს სამხედრო კონტინგენტების უკრაინაში გაგზავნის შესაძლებლობაზე, მაგრამ გვახსოვს მათი ბედი, ვინც ოდესღაც თავისი კონტინგენტები ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე გამოგზავნა, მაგრამ ახლა შესაძლო ინტერვენციონისტებისთვის შედეგები ბევრად უფრო ტრაგიკული იქნება“, – აღნიშნა …
ნახვა »საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის დაგეგმვა და ასევე, სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანა სისხლისსამართლებრივად დასჯადი ხდება
ისეთი დანაშაულის მომზადება, როგორიცაა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა და ასევე, სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანა ან მის საქართველოში ყოფნისათვის შესაბამისი პირობების შექმნა, სისხლისსამართლებრივად დასჯადი ხდება. “სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილებების პროექტი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოამზადა, პარლამენტში უკვე ინიცირებულია. როგორც უწყება განმარტავს, აღნიშნული დანაშაულების ჩადენის დაწყებით სტადიაზე, ხშირ შემთხვევაში საგამოძიებო …
ნახვა »ბოლნისში, გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით, მეუღლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს უვადო პატიმრობა მიესაჯა
რუსთავის საქალაქო სასამართლომ მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, ბრალდებულმა ბოლნისში, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ეჭვიანობის და შურისძიების ნადაგზე მეუღლეს არასრუწლოვანი შვილების თანდასწრებით დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. „რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ბოლნისში მომხდარი, გენდერის …
ნახვა »იენს სტოლტენბერგმა – ნატო უკრაინაში ჯარების გაგზავნას არ გეგმავს
ნატო უკრაინაში ჯარების გაგზავნას არ გეგმავს, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. „ნატო-ს მოკავშირეები უკრაინას უპრეცედენტო მხარდაჭერას უწევენ. ჩვენ ამას 2014 წლიდან ვაკეთებთ და სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ უფრო მეტად გავაქტიურდით. მაგრამ უკრაინის ტერიტორიაზე ნატო-ს ჯარების განთავსება არ იგეგმება“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. „ეს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული …
ნახვა »სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობა იზრდება, რაც პროკურორების მიერ ჩადენილ დანაშაულების გამოიძიებას გულისხმობს
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობა იზრდება – აღნიშნული უწყება ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ, ასევე სქესობრივი ხელშეუხებლობისა და ადამიანის თავისუფლების წინააღმდეგ ჩადენილ სისხლის სამართლის დანაშაულებს იმ შემთხვევაშიც გამოიძიებს, თუ ის პროკურორმა ჩაიდინა. შესაბამისი ცვლილებები „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ კანონში შედის, რომელიც პარლამენტს “ქართული ოცნების“ დეპუტატებმა წარუდგინეს. გარდა ამისა, სპეციალური საგამოძიებო …
ნახვა »გილად ერდანი – ისრაელი აპირებს უკრაინას სარაკეტო და უპილოტო საფრენი აპარატები მიაწოდოს
ისრაელი უკრაინისთვის საჰაერო თავდასხმების ადრეული გაფრთხილების სისტემების მიწოდებას აპირებს, – ინფორმაციას უკრაინული მედია გაერო-ში ისრაელის მუდმივ წარმომადგენელზე, გილად ერდანზე დაყრდნობით ავრცელებს. „ისრაელი მუშაობს იმაზე, რომ უკრაინას სარაკეტო და უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმის შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემები მიაწოდოს“,- აღნიშნა ელჩმა. მისი თქმით, ისრაელი მოხარულია, რომ თავის პოტენციალს უკრაინელ მეგობრებს უზიარებს. ერდანმა …
ნახვა »