Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის თანახმად, კითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, გამოკითხულთა უმრავლესობა „ქართულ ოცნებას“ მისცემდა ხმას, მას მოსდევს „ნაციონალური მოძრაობა“, პარტიული რეიტინგის თანახმად, მესამე ადგილზეა პარტია „საქართველოსთვის“. გამოკითხვის შედეგები: „ქართული ოცნება“ – 37% „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – 25% „საქართველოსთვის“ – 6% „ლეიბორისტული პარტია“ – …
ნახვა »ირაკლი ღარიბაშვილი – მიუღებელია ზღვარგადასული ლგბტ პროპაგანდა, რომელიც უცხოეთში ბაღებსა და სკოლებში მიმდინარეობს, ეს ჩვენთან არ მოხდება
ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ლგბტ თემის პროპაგანდა სკოლებში, ბაღებში და ახალგაზრდებში დაუშვებელია. ჩვენ არავის საქმიანობაში, პირად ცხოვრებაში არ ვერევით, ეს აბსოლუტურად მიუღებელია, მაგრამ მეორე მხრივ, ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია ის ზღვარგადასული პროპაგანდა, რომელიც უცხოეთში უკვე ბაღებსა და სკოლებში მიმდინარეობს. მადლობა ღმერთს, ეს ჩვენთან არ მოხდება, ჩვენ ამას დავიცავთ. ჩვენ ამას უნდა …
ნახვა »ვახტანგ გომელაური „საქართველოს კიბერუსაფრთხოების ფორუმ – 2023-ის“ გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა
სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერია“- ში „საქართველოს კიბერუსაფრთხოების ფორუმ – 2023-ის” გახსნის ღონისძიებაზე შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაურიც მონაწიოეობდა და სიტყვით გამოვიდა. ვახტანგ გომელაურმა პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს, კიბერ უსაფრთხოების მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ფორუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ პრემიერ-მინისტრს კიბერ უსაფრთხოების მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯების …
ნახვა »Daily Beast საქართველოს კურორტების შესახებ სტატიას აქვეყნებს “საქართველო თავგადასავლების სამოთხე”
ამერიკული გამოცემა Daily Beast საქართველოს საზღვაო და სამთო კურორტების შესახებ სტატიას აქვეყნებს სათაურით “საქართველო თავგადასავლების სამოთხე.” გამოცემის ჟურნალისტმა ბენჯამინ კემპერმა საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით იმოგზაურა. სტატიაში აღწერილია საქართველოს სათავგადასავლო ტურისტული მიმართულება. „საქართველოში დაახლოებით 10 წელია ვმოგზაურობ, რეპორტაჟებს ვამზადებ ღვინის უძველესს ტრადიციებზე, ანტიკურ ქალაქებზე, მაგრამ ყველაზე მეტად საქართველოს სათავგადასავლო სამოგზაურო …
ნახვა »ჭავჭავაძის გამზირზე ლევან ბერძენიშვილს თავს დაესხნენ
თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე ლევან ბერძენიშვილს თავს დაესხნენ. ამის შესახებ ინფორმაცია ტაბულას რედაქტორმა ცისია კირვალიძემ გაავრცელა. “5 წუთის წინ ჭავჭავაძეზე ჩემ თვალწინ დაესხნენ თავს ლევან ბერძენიშვილს – ახალგაზრდა ბიჭმა კვერცხები ესროლა და მოღალატე ეძახა. ამას ახალისებს ქართული ოცნება თავისი მართული ბნელებით და ყველა იმ ადამიანით, ვისაც ჰგონია, რომ ერეკლე მეფე უნდა …
ნახვა »გვყავს ხელისუფლება, რომელიც უარს აცხადებს ყველაზე მნიშვნელოვანი რეკომენდაციების შესრულებაზე – ანა ბუჩუკური
გვყავს ხელისუფლება, რომელიც უარს აცხადებს ყველაზე მნიშვნელოვანი რეკომენდაციების შესრულებაზე – ეს ევროკომისიისგან დადებითი შეფასების მოლოდინს არ ქმნის, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა ბრიუსელში და სტოკჰოლმში დაგეგმილი შეხვედრების შეფასებისას განაცხადა, სადაც ევროკომისია ევროკავშირის ელჩებსა და ევროპის საქმეთა მინისტრებს საქართველოს მიერ 12 პრიორიტეტის შესრულების საკითხზე მოხსენებას წარუდგენს. ბუჩუკურის …
ნახვა »ატლანტის ოკეანეში გაუჩინარდა წყალქვეშა ნავი, რომელსაც ტურისტები ჩაძირული ტიტანიკის ნარჩენების სანახავად გადაჰყავდა
ატლანტის ოკეანეში გაუჩინარდა წყალქვეშა ნავი, რომელსაც ტურისტები ჩაძირული ტიტანიკის ნარჩენების სანახავად გადაჰყავდა. ხომალდთან კავშირი წყალში მისი ჩაშვებიდან 1 საათსა და 45 წუთის შემდეგ გაწყდა 18 ივნისს. ბორტზე იმყოფებიან მგზავრები და ეკიპაჟის წევრები. სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. მასში ჩართულები არიან, როგორც აშშ-ის სახელმწიფო სამსახურები, ასევე წყალქვეშეთის მკვლევარი კომპანიები. გაუჩინარებული წყალქვეშა …
ნახვა »დაკავებულია მამაკაცი, რომელიც არასრულწლოვანი გერებით ვაჭრობდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა წარსულში ნასამართლევი, 38 წლის მამაკაცი არასრულწლოვნებით ვაჭრობის ბრალდებით დააკავეს. უწყების ცნობით, ბრალდებული ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, არასრულწლოვანი გერების შრომით ექსპლუატაციას სისტემატურად ახდენდა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, 1985 წელს დაბადებული …
ნახვა »ვლადიმერ პუტინის მიერ ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე რეალურია – ჯო ბაიდენი
ვლადიმერ პუტინის მიერ ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე რეალურია – განაცხადა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა. „როდესაც დაახლოებით ორი წლის წინ აქ ვიყავი და ვამბობდი, რომ ვღელავდი მდინარე კოლორადოს დაშრობაზე, ყველა ისე მიყურებდა, თითქოს გიჟი ვიყავი. ისინი ასევე მიყურებდნენ, როცა ვთქვი, რომ ვღელავ, პუტინის მიერ ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებაზე. ეს …
ნახვა »მაღაროელების პროტესტმა პარლამენტის შენობის წინ გადმოინაცვლა
მაღაროელების პროტესტმა პარლამენტის შენობის წინ გადმოინაცვლა. მათ კარვები გაშალეს, სადაც ღამის გათენებას აპირებენ. აქციის მონაწილეების თქმით, ისინი დარჩებიან პარლამენტის წინ იქამდე, სანამ მათი მოთხოვნები არ შესრულდება. მაღაროელების მთავარი მოთხოვნაა, სამუშაო პირობების გაუმჯობესება. აქციის მონაწილეების ინფორმაციით, აქცია 20 ივნისს, 18:00 საათზე, განახლდება. ასევე, მაღაროელები და მათი მხარდამჭერები, 20 ივნისს, 16:00 საათზე, …
ნახვა »