პოლიტიკა

კულტურა

ლეონარდო დიკაპრიო და კამილა მორონე ერთმანეთს დაშორდნენ

ამერიკელმა მსახიობმა, ლეონარდო დიკაპრიომ და მოდელმა კამილა მორონემ 4-წლიანი ურთიერთობა დაასრულეს. ამის შესახებ People თავის წყაროზე დაყრდნობით წერს. 47 წლის დიკაპრიოსა და 25 წლის მორონეს რომანის შესახებ ცნობილი 2018 წელს გახდა, როდესაც ისინი ერთ-ერთ წვეულებაზე ერთად შენიშნეს. ოფიციალურად ისინი ერთად 2020 წელს ოსკარის დაჯილდოების ცერემონიაზე გამოჩნდნენ.

ნახვა »

MTV Video Music Awards 2022-ის გამარჯვებულები დასახელდნენ

MTV-მ წლის საუკეთესო მუსიკალური ვიდეორგოლები დაასახელა. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება. ტელეარხის ინფორმაციით, Video Music Awards-ის დაჯილდოების ცერემონია ქალაქ ნიუარკში გაიმართა.მისი წამყვანები კი ჯეკ ჰარლოუ და LL Cool J იყვნენ. წლის საუკეთესო ვიდეორგოლად ტეილორ სვიფტის All Too Well დასახელდა, წლის შემსრულებლად კი Bad Bunny. ნომინაციაში „საუკეთესო ახალი შემსრულებელი“ დავ კემერონმა გაიმარჯვა, საუკეთესო …

ნახვა »

ოდესის ლიტერატურულ ფესტივალს წელს ბათუმი უმასპინძლებს

საქართველო ოდესის VIII საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალს უმასპინძლებს: 2022 წლის 5-8 ოქტომბერს უკრაინული ფესტივალი ქალაქ ბათუმში გაიმართება. წლევანდელი ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი თემა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი და მთელ მსოფლიოზე მისი გავლენა იქნება. როგორც ორგანიზატორები აღნიშნავენ, ამ ფესტივალით მეგობრობისა და სოლიდარობის ლიტერატურული ხიდი გაიდება შავი ზღვის ორ მხარეს შორის. ფესტივალის ფარგლებში ქალაქი …

ნახვა »

„აუდი“ ფორმულა 1-ს 2026 წლიდან შეუერთდება

ფორმულა 1-ს  ახალი საჯინიბო ეყოლება – „აუდის“ გუნდი მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ ავტორბოლას 2026 წლის სეზონიდან შეუერთდება. მარკუს დუისმანი (აუდის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე) –„ავტოსპორტი ჩვენი დნმ-ის ნაწილია, ფორმულა 1 კი ჩვენი ბრენდისთვის გლობალური ასპერეზი იქნება, აგრეთვე ლაბორატორიაც, სადაც ურთულესი ტექნოლოგიები შემუშავდება. ფორმულა 1-ის მაღალი ეფექტურობა და დიდი კონკურენცია ყოველთვის ხდება პროგრესის …

ნახვა »

ნიდერლანდებთან მატჩში მიღებული ტრავმის გამო თორნიკე შენგელია ევროპის ჩემპიონატს გამოტოვებს

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია ევროპის ჩემპიონატს გამოტოვებს. ინფორმაციას კალათბურთის ფედერაცია ადასტურებს. მიზეზი კი 24 აგვისტოს, ნიდერლანდებთან მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩის დროს მიღებული ტრავმა გახდა, რის გამოც შენგელიას ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. „თორნიკეს არყოფნას, რა თქმა უნდა, ვერ ავანაზღაურებთ, თუმცა აუცილებლად ვიპოვით გზას, რათა კონკურენტუნარიანები ვიყოთ და შედეგის მისაღწევად ვიბრძოლოთ“, …

ნახვა »

DJ „დინჯი“ გარდაიცვალა

ქართველი რადიო და საკლუბო დიჯეი, პროდიუსერი არჩილ ბუბუტეიშვილი, რომელსაც საზოგადოება DJ „დინჯის“ სახელით იცნობდა, 50 წლის ასაკში გარდაიცვალა. არჩილ ბუბუტეიშვილი 1994 წლიდან რადიოკომპანიაში „რადიო 105“ მუშაობდა. ამავე წელს, შედგა მისი საეთერო დებიუტი, სადაც პირველად გამოჩნდა ფსევდონიმით „MC“, მოგვიანებით კი DJ „დინჯის“ სახელით გაააგრძელა მუშაობა. არჩილ ბუბუტეიშვილი მძიმე სენს ებრძოდა.

ნახვა »

House of the Dragon-მა ნახვების რაოდენობით HBO-ს რეკორდი მოხსნა

House of the Dragon-ის პირველი სერიის პრემიერა უკვე შედგა, რომელსაც გამოსვლისთანავე HBO-ზე 9,99 მილიონმა ადამიანმა უყურა. HBO-ს განცხადებით, House of the Dragon-ის პრემიერამ ნახვების რაოდენობით რეკორდი დაამყარა, რაც ტელევიზიასა და HBO-ს სხვა პლატფორმებსაც მოიცავს, რომლებზეც სერიალის ნახვა შესაძლებელია. რა თქმა უნდა, House of the Dragon-ის ასეთი პოპულარობის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ სერიალს სამეფო …

ნახვა »

უეფა-მ დაადასტურა ყირიმის კლუბებისთვის რუსულ ტურნირებში თამაშის აკრძალვა

უეფა-ს პრესსამსახურმა კომენტარი გაუკეთა რუსი საფეხბურთო ჩინოვნიკების ბოლოდროინდელ გააქტიურებას. მათ აქვთ სურვილი მოხდეს ყირიმის კლუბების ინტეგრირება რუსეთის საფეხბურთო კავშირის ეგიდით გამართულ ტურნირებზე. 22 აგვისტოს რუსებმა შექმნეს სამუშაო ჯგუფი, რომელიც გააანალიზებს ყირიმის კლუბების მზადყოფნას რუსულ ფეხბურთში ინტეგრაციასთან დაკავშირებით. „რაც შეეხება სიტუაციას ყირიმში, ძალაში რჩება უეფა-ს 2014 წლის 22 აგვისტოს გადაწყვეტილება, რომელიც …

ნახვა »

კვარაცხელიას შოუ გრძელდება – ხვიჩამ „მარადონა არენაზე“ დებიუტი პირველი იტალიური დუბლით აღნიშნა

ხვიჩა კვარაცხელიას მორიგი შოუ და პირველი დუბლი იტალიურ კარიერაში – ნაპოლიმ“ იტალიის ჩემპიონატის მეორე ტურში „სტადიო დიეგო არმანდო მარადონაზე“ სერია „ა“-ში დაწინაურებულ „მონცას“ უმასპინძლა და დამაჯერებლად დაამარცხა – 4:0, რაშიც ქართველმა თავდამსხმელმა გადამწყვეტი როლი ითამაშა. ნეაპოლელთა ქართველმა ლეგიონერმა მოწინააღმდეგეებს ორი ბურთი გაუტანა. ტრიბუნები სკანდირებდნენ „კვიჩა კვარაცხელია!“ იტალიის ჩემპიონატში საქართველოს ნაკრების …

ნახვა »

გიორგი ანწუხელიძის სახელობის ტურნირი კალათბურთში ბათუმში გრძელდება

საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის სახელობის ტურნირის ფინალური ეტაპი „3X3“ კალათბურთში ბათუმში გრძელდება. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ტურნირი კალათბურთში საქართველოს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების გუნდებს შორის ტარდება. „ტურნირის მეორე ეტაპის გახსნით თამაშებს თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე და თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი კობა გრიგოლია დაესწრნენ. მათ სამხედროებს ასპარეზობისთვის მადლობა გადაუხადეს …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია