პოლიტიკა

კულტურა

The Crown-ის გადაღებები ელიზაბეთ II-ის გარდაცვალების გამო შეჩერდა

ელიზაბეთ II-ის გარდაცვალების შემდეგ The Crown-ის სცენარისტმა, პიტერ მორგანმა განაცხადა, რომ “დედოფლისთვის პატივის მისაგებად” სერიალის მე-6 სეზონის გადაღებები განუსაზღვრელი დროით შეჩერდა. “The Crown დედოფლისადმი სასიყვარულო წერილია. ამ მომენტში კი არაფერი მაქვს დასამატებელი დუმილისა და პატივისცემის გარდა. ასე რომ, დედოფლისთვის პატივის მისაგებად გადაღებებს ვწყვეტთ”, — განაცხადა მორგანმა. შოუს შემქმნელებმა დიდი ხნის წინ შეიმუშავეს …

ნახვა »

თბილისი მეშვიდე საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალს მასპინძლობს

9-14 სექტემბერს, თბილისი მეშვიდედ უმასპინძლებს საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალს, რომლის ფარგლებშიც, დედაქალაქს 11 ქვეყნიდან 14 ავტორი ეწვევა. ფესტივალი მწერალთა სახლის ორგანიზებით და თბილისის მერიის მხარდაჭერით იმართება. თბილისის მერიის ინფორმაციით, საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის მთავარი თემაა „შინ“, როგორც ადამიანის იდენტობის განმსაზღვრელი ადგილი. პროგრამის სადისკუსიო თემები ამ სიმბოლოს და მის შინაარსს დაეთმობა. კვირეულის განმავლობაში …

ნახვა »

საქართველო ევრობასკეტზე ბულგარეთთან დამარცხდა

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ევრობასკეტზე, რომლის ა ჯგუფის შეხვედრები თბილისში მიმდინარეობს, მორიგი შეხვედრა ჩაატარა. ტურნირის მეოთხე მატჩში ჩვენმა გუნდმა ბულგარეთთან ჩაატარა და ანგარიშით 80-92 დამარცხდა.აღსანიშნავია, რომ ეს გიორგი ცინცაძის საიუბილეო, მე-200 თამაში იყო ეროვნულ ნაკრებში. ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრას საქართველო ხვალ, მონტენეგროსთან ჩაატარებს. ჩვენს გუნდს ჯგუფიდან გასვლის თეორიული შანსი რჩება. …

ნახვა »

დელ პიერო: უფრთხილდით კვარაცხელიას, ის არაპროგნოზირებადი და ნიჭიერია, ევროპაში სათამაშოდაა დაბადებული

გაზეთ La Gazzetta dello Sport-თან ინტერვიუში იტალიის ნაკრებისა და „იუვენტუსის“ ყოფილმა ვარსკვლავმა, ალესანდრო დელ პიერომ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქართველი ფეხბურთელი არაპროგნოზირებადი და ნიჭიერია. „მე ნამდვილად მივიჩნევ, რომ „ნაპოლი“ [ახლა] უფრო ძლიერია. აღფრთოვანებული ვარ სპალეტის მუშაობით, რომელიც [გუნდის] რეკონსტრუქციას კონსტრუქციული სულისკვეთებით შეხვდა: [ეს არის] დიდი გუნდის მენტალიტეტი. უფრთხილდით კვარაცხელიას. ის …

ნახვა »

ცნობილია ვინ შეასრულებს პრინც უილიამისა და კეიტ მიდლტონის როლებს „გვირგვინში“

სერიალ „გვირგვინს“ შემქმნელებმა მეექვსე სეზონში პრინც უილიამისა და კეიტ მიდლტონის როლებისთვის მსახიობების შეარჩიეს. ამის შესახებ BBC წერს. გამოცემის ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრის როლს რუფუს კამპა და ედვარდ მაკვეი შეასრულებენ. კამპა თინეიჯერი პრინცის როლს მოირგებს, მაკვეი კი ზრდასრულის. კენსინგტონის ჰერცოგნნიას კი მეგ ბელამი განასახიერებს. პრინცი უილიამი/რუფუს კამპა პრინცი უილიამი/ედვარდ მაკვეი …

ნახვა »

„ძალაუფლების ბეჭდების“ პირველ სერიებს Amazon-ზე რეკორდული რაოდენობის მაყურებელი ჰყავდა

Amazon-ის ახალი სერიალის „ბეჭდების მბრძანებელი: ძალაუფლების ბეჭდების“ პირველი ორი სერია მსოფლიოს მასშტაბით 25-მა მილიონმა მაყურებელმა ნახა. ამის შესახებ Hollywood Reporter-ი წერს. გამოცემის ინფორმაციით, ეს Amazon Prime-ის რეკორდული მაჩვენებელია სერიალის პრემიერისთვის. ამასთან, კრიტიკოსები IMDb-ზე სერიალს 10-დან 7,4 ქულას უწერენ, Rotten tomatoes-ზე კი მაყურებელთა შეფასებით, სერიალმა 100-დან 38%-იანი შეფასება დაიმსახურა. სერიალი ჯონ ტოლკინის …

ნახვა »

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში გავიდა და მსოფლიო ჩემპიონატის საგზური მოიპოვა

ისტორიაში პირველად საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში გავიდა. ჩვენმა გუნდმა ნიდერლანდების ნაკრები ანგარიშით 12-8 დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის საგზურიც მოიპოვა. საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ისტორიაში საუკეთესო შედეგი გასულ ევროპის ჩემპიონატზე 2020 წელს უნგრეთში დააფიქსირა, სადაც ევროპის ათ საუკეთესო გუნდს შორის მოხვდა.

ნახვა »

ალექსანდრე წივწივაძემ ნიჩბოსნობაში მსოფლიო ჩემპიონატი მეორედ მოიგო

ქართველმა ნიჩბოსანმა ალექსანდრე წივწივაძემ მსოფლიო ჩემპიონატი მეორედ მოიგო. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს კანოესა და ნიჩბოსნობის ეროვნული ფედერაცია ავრცელებს. „ალექსანდრე წივწივაძემ ტიტული დაიცვა! 18 წლამდე, (იუნიორებს შორის) 500მ დისტანციაზე, მსოფლიო U18 ჩემპიონატი მეორეჯერ მოიგო🥇🥇 ვულოცავთ ალექსანდრეს, მის ოჯახს და სრულიად საქართველოს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ნახვა »

ლაშა ბექაური ობერვარტის ტურნირზე იჭიდავებს

3-4 სექტემბერს ქალაქ ობერვარტში ევროპის ღია პირველობა გაიმართება. საქართველოს ნაკრები ავსტრიაში რვა ძიუდოისტით იქნება წარმოდგენილი: -60 თორნიკე მარგველაშვილი -66 გიორგი თუთაშვილი, საბა კაპანაძე -81 ვლადიმირ ახალკაცი -90 ლაშა ბექაური -100 ონისე სანებლიძე, გიორგი ჩიქოვანი, გიორგი ბერიშვილი აღსანიშნავია, რომ ობერვარტში ტატამს უბრუნდება ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური, რომელსაც ტრამვების გამო ერთ წელზე მეტია არ უჭიდავია.

ნახვა »

თბილისი კალათბურთში ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს – „ევრობასკეტი 2022“ ოფიციალურად დღეს დაიწყება

პირველად საქართველოს ისტორიაში, კალათბურთში ევროპის ჩემპიონატს, სამ ევროპულ ქალაქთან ერთად, თბილისი მასპინძლობს. „ევრობასკეტი 2022“ ოფიციალურად დღეს დაიწყება. ა ჯგუფის თამაშები, სადაც ესპანეთის, თურქეთის, ბელგიის, ბულგარეთის, მონტენეგროსა და საქართველოს ნაკრებები მონაწილეობენ, „თბილისი არენაზე“ ჩატარდება. საქართველოს ნაკრები დღეს პირველ შეხვედრას ბელგიის ეროვნულ გუნდთან გამართავს. მატჩი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება. ევრობასკეტის დაწყებამდე …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია