პოლიტიკა

კულტურა

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში გავიდა და მსოფლიო ჩემპიონატის საგზური მოიპოვა

ისტორიაში პირველად საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში გავიდა. ჩვენმა გუნდმა ნიდერლანდების ნაკრები ანგარიშით 12-8 დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის საგზურიც მოიპოვა. საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ისტორიაში საუკეთესო შედეგი გასულ ევროპის ჩემპიონატზე 2020 წელს უნგრეთში დააფიქსირა, სადაც ევროპის ათ საუკეთესო გუნდს შორის მოხვდა.

ნახვა »

ალექსანდრე წივწივაძემ ნიჩბოსნობაში მსოფლიო ჩემპიონატი მეორედ მოიგო

ქართველმა ნიჩბოსანმა ალექსანდრე წივწივაძემ მსოფლიო ჩემპიონატი მეორედ მოიგო. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს კანოესა და ნიჩბოსნობის ეროვნული ფედერაცია ავრცელებს. „ალექსანდრე წივწივაძემ ტიტული დაიცვა! 18 წლამდე, (იუნიორებს შორის) 500მ დისტანციაზე, მსოფლიო U18 ჩემპიონატი მეორეჯერ მოიგო🥇🥇 ვულოცავთ ალექსანდრეს, მის ოჯახს და სრულიად საქართველოს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ნახვა »

ლაშა ბექაური ობერვარტის ტურნირზე იჭიდავებს

3-4 სექტემბერს ქალაქ ობერვარტში ევროპის ღია პირველობა გაიმართება. საქართველოს ნაკრები ავსტრიაში რვა ძიუდოისტით იქნება წარმოდგენილი: -60 თორნიკე მარგველაშვილი -66 გიორგი თუთაშვილი, საბა კაპანაძე -81 ვლადიმირ ახალკაცი -90 ლაშა ბექაური -100 ონისე სანებლიძე, გიორგი ჩიქოვანი, გიორგი ბერიშვილი აღსანიშნავია, რომ ობერვარტში ტატამს უბრუნდება ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური, რომელსაც ტრამვების გამო ერთ წელზე მეტია არ უჭიდავია.

ნახვა »

თბილისი კალათბურთში ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს – „ევრობასკეტი 2022“ ოფიციალურად დღეს დაიწყება

პირველად საქართველოს ისტორიაში, კალათბურთში ევროპის ჩემპიონატს, სამ ევროპულ ქალაქთან ერთად, თბილისი მასპინძლობს. „ევრობასკეტი 2022“ ოფიციალურად დღეს დაიწყება. ა ჯგუფის თამაშები, სადაც ესპანეთის, თურქეთის, ბელგიის, ბულგარეთის, მონტენეგროსა და საქართველოს ნაკრებები მონაწილეობენ, „თბილისი არენაზე“ ჩატარდება. საქართველოს ნაკრები დღეს პირველ შეხვედრას ბელგიის ეროვნულ გუნდთან გამართავს. მატჩი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება. ევრობასკეტის დაწყებამდე …

ნახვა »

ლეონარდო დიკაპრიო და კამილა მორონე ერთმანეთს დაშორდნენ

ამერიკელმა მსახიობმა, ლეონარდო დიკაპრიომ და მოდელმა კამილა მორონემ 4-წლიანი ურთიერთობა დაასრულეს. ამის შესახებ People თავის წყაროზე დაყრდნობით წერს. 47 წლის დიკაპრიოსა და 25 წლის მორონეს რომანის შესახებ ცნობილი 2018 წელს გახდა, როდესაც ისინი ერთ-ერთ წვეულებაზე ერთად შენიშნეს. ოფიციალურად ისინი ერთად 2020 წელს ოსკარის დაჯილდოების ცერემონიაზე გამოჩნდნენ.

ნახვა »

MTV Video Music Awards 2022-ის გამარჯვებულები დასახელდნენ

MTV-მ წლის საუკეთესო მუსიკალური ვიდეორგოლები დაასახელა. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება. ტელეარხის ინფორმაციით, Video Music Awards-ის დაჯილდოების ცერემონია ქალაქ ნიუარკში გაიმართა.მისი წამყვანები კი ჯეკ ჰარლოუ და LL Cool J იყვნენ. წლის საუკეთესო ვიდეორგოლად ტეილორ სვიფტის All Too Well დასახელდა, წლის შემსრულებლად კი Bad Bunny. ნომინაციაში „საუკეთესო ახალი შემსრულებელი“ დავ კემერონმა გაიმარჯვა, საუკეთესო …

ნახვა »

ოდესის ლიტერატურულ ფესტივალს წელს ბათუმი უმასპინძლებს

საქართველო ოდესის VIII საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალს უმასპინძლებს: 2022 წლის 5-8 ოქტომბერს უკრაინული ფესტივალი ქალაქ ბათუმში გაიმართება. წლევანდელი ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი თემა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი და მთელ მსოფლიოზე მისი გავლენა იქნება. როგორც ორგანიზატორები აღნიშნავენ, ამ ფესტივალით მეგობრობისა და სოლიდარობის ლიტერატურული ხიდი გაიდება შავი ზღვის ორ მხარეს შორის. ფესტივალის ფარგლებში ქალაქი …

ნახვა »

„აუდი“ ფორმულა 1-ს 2026 წლიდან შეუერთდება

ფორმულა 1-ს  ახალი საჯინიბო ეყოლება – „აუდის“ გუნდი მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ ავტორბოლას 2026 წლის სეზონიდან შეუერთდება. მარკუს დუისმანი (აუდის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე) –„ავტოსპორტი ჩვენი დნმ-ის ნაწილია, ფორმულა 1 კი ჩვენი ბრენდისთვის გლობალური ასპერეზი იქნება, აგრეთვე ლაბორატორიაც, სადაც ურთულესი ტექნოლოგიები შემუშავდება. ფორმულა 1-ის მაღალი ეფექტურობა და დიდი კონკურენცია ყოველთვის ხდება პროგრესის …

ნახვა »

ნიდერლანდებთან მატჩში მიღებული ტრავმის გამო თორნიკე შენგელია ევროპის ჩემპიონატს გამოტოვებს

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია ევროპის ჩემპიონატს გამოტოვებს. ინფორმაციას კალათბურთის ფედერაცია ადასტურებს. მიზეზი კი 24 აგვისტოს, ნიდერლანდებთან მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩის დროს მიღებული ტრავმა გახდა, რის გამოც შენგელიას ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. „თორნიკეს არყოფნას, რა თქმა უნდა, ვერ ავანაზღაურებთ, თუმცა აუცილებლად ვიპოვით გზას, რათა კონკურენტუნარიანები ვიყოთ და შედეგის მისაღწევად ვიბრძოლოთ“, …

ნახვა »

DJ „დინჯი“ გარდაიცვალა

ქართველი რადიო და საკლუბო დიჯეი, პროდიუსერი არჩილ ბუბუტეიშვილი, რომელსაც საზოგადოება DJ „დინჯის“ სახელით იცნობდა, 50 წლის ასაკში გარდაიცვალა. არჩილ ბუბუტეიშვილი 1994 წლიდან რადიოკომპანიაში „რადიო 105“ მუშაობდა. ამავე წელს, შედგა მისი საეთერო დებიუტი, სადაც პირველად გამოჩნდა ფსევდონიმით „MC“, მოგვიანებით კი DJ „დინჯის“ სახელით გაააგრძელა მუშაობა. არჩილ ბუბუტეიშვილი მძიმე სენს ებრძოდა.

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია