პოლიტიკა

კულტურა

შექსპირის 400 წლის წინ გამოცემული პირველი კრებული $2,4 მილიონად გაიყიდა

ლეგენდარული ინგლისელი დრამატურგისა და პოეტის, უილიამ შექსპირის პირველი გამოცემული კრებული ნიუ-იორკში გამართულ აუქციონზე $2,4 მილიონად გაიყიდა. ის კერძო კოლექციონერმა შეიძინა. კრებული, რომელიც მე-17 საუკუნით თარიღდება და შექსპირის 36 პიესას უყრის თავს, ინგლისური ლიტერატურის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან წიგნად მიიჩნევა. მისი მხოლოდ 750 ეგზემპლარი შეიქმნა, მათგან კი ჩვენამდე 220-მა მოაღწია. ამ …

ნახვა »

მაქსიმ გალკინი თბილისში ჩამოსვლამდე ხალხს ქართულად მიმართავს – ვიდეო

15 ოქტომბერს თბილისში მაქსიმ გალკინის კონცერტი ჩატარდება. საქართველოში ჩამოსვლამდე გალკინმა ხალხს ქართულად მიმართა და თქვა, რომ მის გულშემატკივრებს კონცერტზე ელოდება. „იმედი მაქვს კარგ დროს გავატარებთ“ – ამბობს გალკინი. კონცერტზე აღებული ჰონორარი უკრაინიდან დევნილებს მოხმარდება.

ნახვა »

ენდრიუ ლინკოლნი და დანაი გურირა „მოსიარულე მკვდრების“ სამყაროში ბრუნდებიან

AMC-მ სერიალ „მოსიარულე მკვდრების“ მთავარი გმირის, რიკ გრაიმსის შესახებ დაგეგმილ ფილმებზე უარი თქვა და მათ ნაცვლად მინი-სერიალს გადაიღებს. ამის შესხებ Variety წერს. გამოცემის ინფორმაციით, გრაიმსის როლს ენდრიუ ლინკოლნი დაუბრუნდება, დანაი გურირა კი კვლავ მისი პარტნიორის, მიშონის როლს შეასრულებს. მსახიობებმა ამის შესახებ თაყვანისმცემლებს ფესტივალზე Comic Con შეატყობინეს. 6-სერიანი შოუს ავტორი სკოტ გიმპლი იქნება, ლინკოლნი და გურირა კი პროექტის აღმასრულებელი პროდიუსერები იქნებიან. სერიალი AMC-სა და AMC+-ზე 2023 წელს გამოვა. სიუჟეტის დეტალები …

ნახვა »

ლეივერის თასზე ჯოკოვიჩი, ნადალი და ფედერერი ერთ გუნდში იქნებიან

სერბი ჩოგბურთელი ნოვაკ ჯოკოვიჩი ევროპის გუნდში ითამაშებს ლეივერის თასზე, – იტყობინება ტურნირის პრესსამსახური. ადრე ევროპის ნაკრებში შევიდნენ შვეიცარიელი როჯერ ფედერერი, ესპანელი რაფაელ ნადალი და ბრიტანელი ენდი მარეი. გუნდის კაპიტანი იქნება ლეგენდარული შვედი ბიორნ ბორგი. ევროპის გუნდში კიდევ ორი ადგილია ვაკანტური. „ეს ერთადერთ ტურნირია, რომელშიც შემიძლია ვითამაშო იმ ჩოგბურთელებთან ერთად, რომლებთანაც, …

ნახვა »

ნიკა ამაშუკელი ოთხი ერის ორ მატჩზე იმსაჯებს

საქართველოს საუკეთესო მსაჯი ნიკა ამაშუკელი 2022 წლის ოთხი ერის ორ თამაშზე იმსაჯებს. სამხრეთ ნახევარსფეროს უმთავრეს ტურნირზე მისი დებიუტი 27 აგვისტოს, ახალი ზელანდიისა და არგენტინის მატჩზე შედგება. ქრაისთჩერჩში ნიკა მთავარი მსაჯი იქნება. ამაშუკელი ზელანდიაში დარჩება და 3 სექტემბერს „ოლ ბლექსისა“ და „პუმების“ მეორე მატჩში, ჰემილტონში, უკვე გვერდით მსაჯად იმუშავებს. ზაფხულის სერიებზე, 2 და 16 ივლისს ქართველმა რეფერიმ სამხრეთ აფრიკაში …

ნახვა »

რომან ფიფია “დინამოს” ყიდის

რომან ფიფია დინამოს ყიდის. კლუბის პრეზიდენტის  განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „დინამო თბილისის გასხვისების შესახებ ბოლო პერიოდის განმავლობაში არაერთხელ დავფიქრებულვარ და ამ გადაწყვეტილების სისწორეში დარწმუნებული ვარ. ეს კლუბი, მისი შეძენის პირველივე წუთიდან ჩემთვის ძვირფასი და მთავარი ზრუნვის ობიექტია, სწორედ დინამო თბილისის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, მჯერა, რომ ეს გადაწყვეტილება კლუბის განვითარებისთვის აუცილებელია. გულშემატკივრის, მედიის, …

ნახვა »

პიტერ დინკლიჯი „შიმშილის თამაშების“ პრიქველში ითამაშებს

პიტერ დინკლიჯი, რომელიც „სამეფო კარის თამაშში“ ტირიონ ლანისტერის როლით არის ცნობილი, „შიმშილის თამაშების“ პრიქველში ითამაშებს. ამის შესახებ Deadline-ი წერს. გამოცემის ინფორმაციით, ფილმის მთავარი გმირი ახალგაზრდა პრეზიდენტი სნოუ იქნება, რომელსაც მეათე შიმშილის თამაშების ერთ-ერთ მონაწილის მენტორად ნიშნავენ. დინკლიჯი კასკა ჰაიბოტომის როლს შესრულებს, რომელიც ელიტური სასწავლო დაწესებულების – კაპიტოლიუმის აკადემიის დეკანია და სნოუზე დიდი გავლენა აქვს. „შიმშილის თამაშები“ ამერიკელი მწერლის სიუზენ კოლინზის ამავე სახელწოდების ტრილოგიაზეა დაფუძნებული. სერიის პირველი ფილმი ეკრანებზე …

ნახვა »

მეგი გოგიტიძე 6 აგვისტოს მოსკოვში კონცერტს გამართავს

მომღერალი მეგი გოგიტიძე 6 აგვისტოს მოსკოვში კონცერტს მართავს. ამის გამო, ბათუმში მდებარე კლუბ Sector 26 -მა 24 ივლისს დაგეგმილი ღონისძიება, სადაც მეგი გოგიტიძეს უნდა ემღერა, გააუქმა.

ნახვა »

კულტურის სამინისტრომ ახალი ლიტერატურული პრემია „ანა“ დააფუძნა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ ახალი ლიტერატურული პრემია „ანა“ დააფუძნა. კონკურსის პირობებსა და ვადებზე საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ახალი ლიტერატურული კონკურსი, რომელიც ქალებსა და ქალ მწერლებს ეძღვნება და ანა კალანდაძის სახელს უკავშირდება, ყოველწლიურად, ივლისის თვეში გამოცხადდება და მისი …

ნახვა »

მეექვსე გამარჯვება ნაგოია ბაშოზე – ტოჩინოშინმა მაისეი დაამარცხა

ივლისის ბაშოს მე-11 დღეს ტოჩინოშინი მე-10 მაეგაშირა მაისეი დაუპირისპირდა. ლევან გორგაძეს თანაბარი ბალანსი ჰქონდა (5:5), მის მეტოქეს კი 6 მოგება 4 მარცხი. ტოჩინოშინი და მაისეი აქამდე ხუთჯერ შეხვდნენ ერთმანეთს – ორჯერ ლევანმა გაიმარჯვა, სამჯერ – მისმა მოწინააღმდეგემ. ამჯერად, ქართველმა სუმოისტმა მეტოქე ადვილად, იორიკირის ილეთით დაამარცხა და ახლა დადებითი ბალანსი აქვს …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია