„აჭარაბეთ არენაზე“ ვარსკვლავთა ხეივანს საფუძველი ჩაეყარა. პირველი ვარსკვლავი თასების მფლობელთა თასის მფლობელ რევაზ ჩელებაძეს გაუხსნეს. ჩელაბაძემ არაერთი მნიშვნელოვანი მატჩით ასახელა საქართველო და კარიერის დასრულების შემდეგ ცოდნას და გამოცდილებას უზიარებს ახალ თაობას. ვარსკვლავის გახსნის ცერემონიალს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე, ვეტერანი და ახალგაზრდა ფეხბურთელები ესწრებოდნენ. ჩელებაძის ვარსკვლავის გახსნის ორგანიზატორები არიან კულტურის პალატა და „აჭარაბეთ არენა“.
ნახვა »ბელგიაში ვატერლოოს ბრძოლისას დაღუპული ჯარისკაცებს ჩონჩხები აღმოაჩინეს
არქეოლოგებმა ბელგიაში, 1815 წელს, ვატერლოოს ბრძოლის დროს დაღუპული ჯარისკაცებისა და ცხენების ჩონჩხები აღმოაჩინეს. ამის შესახებ BBC წერს. გამოცემის ინფორმაციით, ეს „ძალიან იშვიათი“ აღმოჩენაა და გათხრებს გაგრძელებაა საჭირო. გათხრებს გლაზგოს უნივერსიტეტთან არსებული ბრძოლის ველის არქეოლოგიის ცენტრის სპეციალისტები აწარმოებენ. ვატერლოოს ბრძოლა 1815 წლის 18 ივნისს გაიმართა და ნაპოლეონის ომებს დასასრულს აღნიშნავს. საფრანგეთის არმია …
ნახვა »საქართველოს თასის 1/16 ფინალური წყვილები
საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 1/16 ფინალური წყვილები გაირკვა. მატჩები 6, 7 და 8 აგვისტოს გაიმართება. ამ ეტაპიდან გათამაშებაში ეროვნული ლიგის გუნდები ჩაერთვებიან. თასის დებულების მიხედვით, დაპირისპირებები ერთმატჩიანია. ამ ეტაპზე ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო შეხვედრა „ეროსი მანჯგალაძე არენაზე“ გაიმართება – „სამტრედია“ „დინამო თბილისს“ უმასპინძლებს, ზღვისპირა დერბიში ლანჩხუთის „გურია“ ფოთის „კოლხეთი 1913“-ს მიიღებს, …
ნახვა »“დეილი მეილი” საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების შესახებ წერს
„დღეს ქართული რაგბისთვის კარი ღია იყო და მათ ხმამაღალი განცხადების გაკეთება შეეძლოთ. „ბორჯღალოსნებმა“ თავიანთი შანსი გამოიყენეს. ეს საეტაპო გამარჯვება იყო, რაც რაგბის მესვეურებმა უნდა ჩაინიშნონ. საქართველო სარაგბო ქვეყანაა და უფრო მეტი მსგავსი თამაში სჭირდება, რომ განვითარდეს. მოწოდებები, რომ საქართველო 6 ერის ტურნირს შეუერთდეს, ახლა უფრო მოიმატებს. ბევრის აზრით, ამ ტურნირზე …
ნახვა »საქართველოს ნაკრებმა ტიერ 1-ის წარმომადგენელი, იტალია დაამარცხა
საქართველოს რაგბის ნაკრებმა ბათუმის არენაზე, ისტორიაში პირველად იტალიის ნაკრებს უმასპინძლა და პრინციპულ მეტოქესთან უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა 28:19. „ბორჯღალოსნებს“ იტალიელების წინააღმდეგ ჩატარებული 4 შეხვედრიდან ოთხივე წაგებული ჰქონდათ, შესაბამისად ამ შეხვედრას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა – საქართველოს ნაკრებს 6 ერის ტურნირზე შესვლისთვის მტკიცე არგუმენტი სჭირდებოდა, იტალიასთან გამარჯვება კი ამ მხრივ საჭირო იყო. პირველი …
ნახვა »მორიგი ქართული წარმატება კარლოვი-ვარის კინოფესტივალზე
ეროვნული კინოცენტრი საერთაშორისო კინოფესტივალზე მორიგი ქართული წარმატების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. კინოცენტრის ცნობით, იოსებ (სოსო) ბლიაძის ფილმში „ჩემი ოთახი“ შესრულებული როლისთვის საუკეთესო ქალი მსახიობის ჯილდო გადაეცათ თაკი მუმლაძესა და მარიამ ხუნდაძეს. ქართველი მსახიობები კინოფესტივალის დახურვის ცერემონიაზე ბენისიო დელ ტორომ დააჯილდოვა.
ნახვა »პრემიერლიგისა და ინგლისის ნაკრების ფეხბურთელი მძიმე ბრალდებით დააკავეს
პრემიერლიგის ფეხბურთელი გაუპატიურების ბრალდებით ჩრდილოეთ ლონდონში დააპატიმრეს, – წერს გაზეთი The Telegraph. ფეხბურთელი დაახლოებით 30 წლისაა, ინგლისის ნაკრების წევრია და გასულ თვეს ქალზე თავდასხმაშია ეჭვმიტანილი. მისი გვარი იურიდიული მიზეზებით არ სახელდება. სკოტლანდ იარდმა დაადასტურა ფეხბურთელის დაკავება. „4 ივლისს პოლიციაში შემოვიდა განცხადება 20 წლის ქალის გაუპატიურებაზე. სავარაუდო დანაშაული მოხდა 2022 წლის …
ნახვა »კვარაცხელიას პირველი გოლი „ნაპოლიში“
ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლის“ შეკრებაზე თავი უკვე გამოიჩინა – 21 წლის ქართველმა ბურთიც გაიტანა და საგოლე გადაცემაც გააკეთა. „ეს ყველაფერი დიმარო-ფოლგარიდში მიმდინარე ვარჯიშის ბოლოს მოხდა, რომელსაც გუნდის მრავალი გულშემატკივარი ესწრებოდა. უპირველესად ახალწვეულის, ქართველი კვარაცხელიასადმი ინტერესის გამო. მეორე ახალწვეულმა ოლივერამ კი ტრავმების აღდგენის ინდივიდუალური ვარჯიში განაგრძო. – ვარჯიშის შემდეგ ლუჩანო სპალეტიმ გუნდი ორად გაყო – „ლურჯები“ „ყვითლების“ წინააღმდეგ. აქ კი ხალხმა …
ნახვა »გიორგი შერაზადიშვილმა ბუდაპეშტის გრანდ სლემზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე გრანდ სლემზე დღეს მედლების მოსაპოვებლად ორ წონით კატეგორიაში სამი ქართველი ძიუდოისტი ასპარეზობს. ტურნირზე პირველი შეხვედრა ჩაატარა ახალგაზრდა გიორგი შერაზადიშვილმა (81კგ), რომელმაც ბრიტანელი ლაჩიან მურჰედი იპონით დაამრცხა. რამდენიმე წუთში ამავე წონით კატეგორიაში იჭიდავებს მეორე ქართველი ზაურ დვალაშვილი, იგი უნგრელ ბენდეგეზ დემეტერის დაუპირისპირდება. მოგვიანებით ჩაერთვება შეჯიბრში ოლიმპიური, მსოფლიოს …
ნახვა »„საბურთალო“ 17-წლამდელთა ლიგის გამარჯვებულია
„საბურთალოს“ 17-წლამდელთა გუნდი საქართველოს შესაბამისი ასაკობრივი ჩემპიონატის 2021 წლის სეზონის გათამაშების გამარჯვებული გახდა. Covid 19-ის პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო, 2021 წლის ოქროს ლიგაში სეზონი შეჩერდა და მისი დასრულება მხოლოდ წელს გახდა შესაძლებელი. გამარჯვებული გუნდის წევრებს ოქროს მედლები და საჩემპიონო ფარი „ბენდელას“ სტადიონზე, გათამაშების დასკვნითი მატჩის შემდეგ გადაეცათ. „საბურთალოს“ 17-წლამდელთა გუნდი თბილისის …
ნახვა »