კუნძულ ზმეინიზე ხელახლა აღმართულ დროშაზე რუსული გემისთვის ახალი გზავნილია დატანილი. ამის შესახებ ინფორმაციას ოდესის რაიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პრესსამსახური სერგეი ბრატჩუკი „ტელეგრამზე“ ავრცელებს. მან სოციალურ ქსელში ფოტოც გაავრცელა, სადაც რაიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმზღვანელი მაკსიმ მარჩენკო უკრაინის დროშაზე წარწერას აკეთებს. „გახსოვდეს რუსულო სამხედრო გემო, კუნძული ზმეინი – უკრაინაა“- წერია დროშაზე. ცნობისთვის, ოკუპანტებისგან …
ნახვა »ოკუპირებულ ხერსონში მასშტაბური ხანძარია
ოკუპირებულ ხერსონში მასშტაბური ხანძარია. წინასწარი ინფორმაციით, განადგურებულია რკინიგზის სადგურთან მდებარე საწყობები. ამ დროისთვის უცნობია, რა ინახებოდა საცავებში და რა გახდა ცეცხლის გაჩენის მიზეზი. ამასთან, მედიის ინფორმაციით, ოკუპირებული ოლქის რუსული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვლადიმირ სალდო, ტელეეთერში დღეს უკრაინის შეიარაღებული ძალების მხრიდან ქალაქის დაბომბვის შესახებ იუწყებოდა.
ნახვა »ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა რუსეთს მოუწოდებს, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ ყოველწლიური სესიის ბოლოს დეკლარაცია გამოაქვეყნა, რომელშიც რუსეთის ფედერაციას მოუწოდებს, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების – აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაცია და მიიღოს კონსტრუქციული მონაწილეობა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში. საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური სესია ბირმინგემში 2-6 ივლისს გაიმართა. დოკუმენტში ასევე გამოთქმულია „ღრმა მწუხარება რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის 2008 წლიდან არსებული მოუგვარებელი კონფლიქტის გამო …
ნახვა »ბორის ჯონსონი „კა-გე-ბეს“ ყოფილ აგენტ ალექსანდრ ლებედევს ოფიციალური პირების თანხლების გარეშე შეხვდა
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა თემთა პალატის წევრებს დაუდასტურა, რომ ის რუს ოლიგარქსა და „კა-გე-ბეს“ ყოფილ აგენტ ალექსანდრ ლებედევს, თანაშემწეების გარეშე რამდენჯერმე შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. როგორც სააგენტო იუწყება, პრემიერს ეს შეკითხვა პარლამენტში დაუსვეს, სადაც ის გუშინ კანონმდებლების შეკითხვებს პასუხობდა. „მე მას სულ რამდენიმეჯერ შევხვდი“, – განაცხადა ჯონსონმა. კანონმდებლების კითხვაზე, შეხვდა თუ …
ნახვა »ბოლო 24 საათში ბრიტანეთის მთავრობაში მომუშავე სულ მცირე 32-მა მოხელემ დატოვა თანამდებობა
ბოლო 24 საათში ბრიტანეთის მთავრობაში მომუშავე სულ მცირე 32-მა მოხელემ დატოვა თანამდებობა. ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს ინფორმაციას. ხელისუფლებიდან წასული საჯარო პირების განცხადებით, მათ აღარ აქვთ ნდობა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის მიმართ, რომელსაც მთავრობა კრიზისში შეჰყავს. გუშინ თანამდებობები დატოვეს ჯანდაცვის მინისტრმა საჯიდ ჯავიდმა და ფინანსთა მინისტრმა რიში სუნაკმა. ჯანდაცვის უკვე ყოფილმა მინისტრმა საჯიდ ჯავიდმა …
ნახვა »რომის პაპი, ისტორიაში პირველად, ვატიკანის საბჭოში ეპისკოპოსთა დანიშვნის პროცესში ხმის უფლებას ქალებს მისცემს
რომის პაპი ვატიკანის საბჭოში ეპისკოპოსების დანიშვნის პროცესში ხმის უფლებას, ისტორიაში პირველად, ქალებს მისცემს. ამის შესახებ კათოლიკური ეკლესიის ხელმძღვანელმა „როიტერთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. „მე ღია ვარ, რომ ქალებს შესაძლებლობა მივცე. ახლა გვყავს ვატიკანის მერის მოადგილე ქალი. ეპისკოპოსთა კრებაში ეპისკოპოსების ასარჩევ კომიტეტში ორი ქალი პირველად დაინიშნება“, – განაცხადა რომის პაპმა. კომიტეტის წევრები, რომლებიც …
ნახვა »რუსულმა ძალებმა ხარკოვში უნივერსიტეტის შენობა დაბომბეს – არის მსხვერპლი
ხარკოვის რეგიონული პროკურატურის პრესსამსახურის ინფორმაციით, რუსული ძალების მიერ ხარკოვში, უნივერსიტეტის შენობის დაბომბვის შედეგად 1 ადამიანი გარდაიცვალა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია უკრაინულ მედიაში ვრცელდება. „გამოძიებამ შეისწავლა, რომ 6 ივლისს, დაახლოებით 01:00 საათზე, აგრესიული ძალების სამხედროებმა ხარკოვში, კიივსკის რაიონი დაბომბეს. დაბომბვის შედეგად, ადგილობრივ უმაღლესი განათლების დაწესებულებას მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა. მოკლულია 40 წლის დაცვის თანამშრომელი“, …
ნახვა »ბრიტანეთი უკრაინას 10 თვითმავალ საარტილერიო დანადგარს და საბრძოლო მასალას გადასცემს
ბორის ჯონსონის განცხადებით, ბრიტანეთი უახლოეს პერიოდში უკრაინას ათ თვითმავალ საარტილერიო დანადგარს და საბრძოლო მასალას გადასცემს. მათივე განმარტებით, ბორის ჯონსონი ვოლოდიმირ ზელენსკის „დიდი შვიდეულისა“ და ნატო-ს სამიტებზე გამართული დისკუსიების შესახებ ესაუბრა. „პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ უკრაინის უკან მთელი მსოფლიო დგას და მას სჯერა, რომ პრეზიდენტ ზელენსკის მებრძოლები შეძლებენ პუტინის ძალების მიერ წართმეული …
ნახვა »მალტელი ჟურნალისტის, დაფნე კარუანა გალიციას მკვლელობაში ბრალდებულმა დანაშაული აღიარა
ცნობილი მალტელი ჟურნალისტის, დაფნე კარუანა გალიციას მკვლელობაში ბრალდებულმა ჯორჯ დეჯორჯომ საინფორმაციო სააგენტო „როიტერთან“ ინტერვიუში დანაშაული აღიარა. როგორც ციხეში ჩაწერილ ინტერვიუში ჯორჯ დეჯორჯო ამბობს, რომ სცოდნოდა, დაფნე კარუანა გალიცია ვინ იყო, მკვლელობისთვის გაცილებით დიდ თანხას მოითხოვდა. „რომ მცოდნოდა, 10 მილიონს მოვითხოვდი და არა 150 000-ს. ჩემთვის ეს მხოლოდ ბიზნესი იყო, ბიზნესი, როგორც ყოველთვის. რა …
ნახვა »კიევის, ხარკოვის, სუმისა და დნეპროპეტროვსკის ოლქებში აფეთქებების ხმა ისმოდა
კიევის, ხარკოვის, სუმისა და დნეპროპეტროვსკის ოლქებში აფეთქებების ხმა ისმოდა. ტელეგრამარხებით, ვრცელდება ცნობები, რომ აფეთქებების ხმა გაისმა კიევთან ახლოს, ქალაქ ბელაია ცერკოვში, ასევე, ქალაქ ხარკოვში და სუმის ოლქის ქალაქ შოსტკში. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ღამის განმავლობაში საჰაერო იერიშის მანიშნებელი სიგნალი უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე იყო ჩართული. მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ჯერ ცნობები არ ვრცელდება. …
ნახვა »