„ჰამასის“ წარმომადგენელმა სააგენტო „ფრანს-პრესს“ განუცხადა, რომ თუ ისრაელი დააკმაყოფილებს მათ მოთხოვნებს, ეს გახსნის გზას შეთანხმების მიღწევისთვის მომდევნო 24-48 საათისგანმავლობაში. „ჰამასის“ მოთხოვნები მოიცავს ღაზიდან ისრაელის ჯარების გაყვანას და ანკლავისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაზრდას. გავრცელებული ინფორმაციით, ელჩები აშშ-დან, კატარიდან და „ჰამასიდან“ კაიროში ჩავიდნენ, სადაც მხარეები ცდილობენ მიაღწიონ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას რამადანამდე (მუსლიმთა …
ნახვა »ვლადიმერ პუტინი – ნატო-ელი ინტერვენციონისტებისთვის შედეგები ბევრად უფრო ტრაგიკული იქნება, თუ ისინი უკრაინაში გამოჩნდებიან
ნატო-ელი ინტერვენციონისტებისთვის შედეგები ბევრად უფრო ტრაგიკული იქნება, თუ ისინი უკრაინაში გამოჩნდებიან, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ყოველწ „მათ დაიწყეს საუბარი ნატო-ს სამხედრო კონტინგენტების უკრაინაში გაგზავნის შესაძლებლობაზე, მაგრამ გვახსოვს მათი ბედი, ვინც ოდესღაც თავისი კონტინგენტები ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე გამოგზავნა, მაგრამ ახლა შესაძლო ინტერვენციონისტებისთვის შედეგები ბევრად უფრო ტრაგიკული იქნება“, – აღნიშნა …
ნახვა »იენს სტოლტენბერგმა – ნატო უკრაინაში ჯარების გაგზავნას არ გეგმავს
ნატო უკრაინაში ჯარების გაგზავნას არ გეგმავს, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. „ნატო-ს მოკავშირეები უკრაინას უპრეცედენტო მხარდაჭერას უწევენ. ჩვენ ამას 2014 წლიდან ვაკეთებთ და სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ უფრო მეტად გავაქტიურდით. მაგრამ უკრაინის ტერიტორიაზე ნატო-ს ჯარების განთავსება არ იგეგმება“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. „ეს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული …
ნახვა »გილად ერდანი – ისრაელი აპირებს უკრაინას სარაკეტო და უპილოტო საფრენი აპარატები მიაწოდოს
ისრაელი უკრაინისთვის საჰაერო თავდასხმების ადრეული გაფრთხილების სისტემების მიწოდებას აპირებს, – ინფორმაციას უკრაინული მედია გაერო-ში ისრაელის მუდმივ წარმომადგენელზე, გილად ერდანზე დაყრდნობით ავრცელებს. „ისრაელი მუშაობს იმაზე, რომ უკრაინას სარაკეტო და უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმის შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემები მიაწოდოს“,- აღნიშნა ელჩმა. მისი თქმით, ისრაელი მოხარულია, რომ თავის პოტენციალს უკრაინელ მეგობრებს უზიარებს. ერდანმა …
ნახვა »დევიდ კამერონი – დასავლეთს საკმარისი არ გაუკეთებია უკრაინის მხარდასაჭერად
გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ კამერონი მიიჩნევს, რომ დასავლეთს საკმარისი არ გაუკეთებია უკრაინის მხარდასაჭერად. „ამერიკის ხმის“ უკრაინულ რედაქციასთან ინტერვიუში, კითხვაზე, გააკეთეს თუ არა პარტნიორებმა ყველაფერი, რაც შეეძლოთ, გაერთიანებული სამეფოს საგარეო მინისტრმა უპასუხა: „მოკლე პასუხი არის არა, ჩვენ საკმარისი არ გაგვიკეთებია“. „ბევრი დადებითი ცვლილებაა. მაგრამ საკმარისი გავაკეთეთ ერთად? არა. უკრაინას …
ნახვა »აშშ-ის სენატმა ისრაელისა და უკრაინის დაფინანსების კანონპროექტის განხილვას დაუჭირა მხარი
აშშ-ის სენატმა ისრაელისა და უკრაინის დაფინანსების კანონპროექტის განხილვას მხარი დაუჭირა. კანონპროექტის განხილვას მხარი დაუჭირა 64-მა სენატორმა, მათ შორის 14 რესპუბლიკელია. კანონპროექტში საუბარია 95.3 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტზე, რომელიც უკრაინის, ისრაელის და ტაივანის დაფინანსებას ითვალისწინებს. 60 მილიარდი დოლარი უნდა გამოიყოს უკრაინისთვის, გათვალისწინებულია 14 მილიარდი დოლარით ისრაელის უსაფრთხოების დაფინანსება, ღაზის სექტორის, დასავლეთ …
ნახვა »ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის შესახებ რეზოლუციას აშშ-მა ვეტო დაადო
ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის შესახებ გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოს რეზოლუციას აშშ-მა ვეტო დაადო. კენჭისყრის დროს რეზოლუციას მხარი საბჭოს 13-მა წევრმა ქვეყანამ დაუჭირა, ბრიტანეთმა თავი შეიკავა. გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოში აშშ-ის წარმომადგენლის თქმით, პროცესი შესაბამისი კონსულტაციების ნაკლებობას განიცდიდა და არ ითვალისწინებდა ვაშინგტონის რეკომენდაციებს. ამერიკელი დიპლომატის შეფასებით, რეზოლუცია არ გმობდა „ჰამასს“. „არცერთი ქვეყანა არ …
ნახვა »ვლადიმერ პუტინი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განაცხადებით, ის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს. ინფორმაცია რუსულმა საინფორმაციო სააგენტომ „რია ნოვოსტიმ“გაავრცელა. სააგენტოს ინფორმაციით, ამის შესახებ პუტინმა კრემლში, სახელმწიფო დაჯილდოების ცერემონიაზე თავად განაცხადა. რუსული მედია წერს, რომ ცერემონიის შემდეგ ქვეყნის პრეზიდენტი „რუსეთის გმირის წოდებით დაჯილდოებულ პირებს ესაუბრა, რა დროსაც დონეცკში რუსეთის რეგიონული პარლამენტის თავმჯდომარემ, …
ნახვა »დღეიდან ისრაელსა და „ჰამასს“ შორის 4-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ამოქმედდა
დღეს, ადგილობრივი დროით 07:00 საათიდან ისრაელსა და „ჰამასს“ შორის 4-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ამოქმედდა. ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, დროებით ცეცხლის შეწყვეტამდე ღაზას სექტორის მოსაზღვრე ისრაელის ქალაქებში სარაკეტო განგაში ისმოდა, ხოლო ღაზას მასშტაბით ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ ინტენსიური დაბომბვის შესახებ ცნობები ვრცელდებოდა. მათივე თქმით, ზავის ამოქმედებამდე ისრაელის …
ნახვა »დაჯგუფება „ჰამასის“ განცხადებით, ისრაელთან ზავის მიღწევასთან ახლოს არიან
დაჯგუფება „ჰამასის“ განცხადებით, ისრაელთან ზავის მიღწევასთან ახლოს არიან. ამის შესახებ ნათქვამია „ჰამასის“ ლიდერის, ისმაილ ჰანიეს განცხადებაში, რომელიც სააგენტო „როიტერსმა“ გამოაქვეყნა. ჰანიეს განცხადების მიხედვით, „ჰამასი“ ახლოს არის ისრაელთან შეთანხმების მიღწევასთან და მან კატარელ შუამავლებს პასუხი უკვე გადასცა. „როიტერთან“ გაკეთებულ განცხადებაში შეთანხმების სხვა დეტალები არ ვრცელდება, მაგრამ „ალ ჯაზირასთან“ დაჯგუფების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, …
ნახვა »