პოლიტიკა

მსოფლიო

სუდანიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციის პროცესი დაიწყო

სუდანიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციის პროცესი დაიწყო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „სუდანიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციის პროცესი დაწყებულია. მათ უკვე დატოვეს ადგილი, სადაც გუშინ იქნენ გადაყვანილი და ხორციელდება მათი ქვეყნიდან გამოყვანის პროცესი“, – ნათქვამია ინფორმაციაში. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე ხვთისიაშვილის განცხადებით, მუდმივ კავშირზე არიან როგორც კომპანიებთან, ასევე …

ნახვა »

ალეკ ბოლდუინს გაუფრთხილებლობით მკლველობის ბრალდება მოუხსნეს

ალეკ ბოლდუინს გაუფრთხილებლობით მკლველობის ბრალდება მოუხსნეს. საქმე ეხება კინოოპერატორ ჰალინა ჰაჩინსის მკვლელობას. ბოლდუინმა ფილმ „რასთის“ გადასაღებ მოედანზე რეპეტიციის დროს მას შემთხვევით ესროლა. მან არ იცოდა, რომ რევოლვერში ნამდვილი ტყვიები იდო.

ნახვა »

რონალდუსა და ბიონსეს Twitter-მა ვერიფიკაციის ნიშანი გაუუქმა

Twitter-მა ვერიფიკაციის ლურჯი ნიშანი ათასობით ადამიანს გაუუქმა, მათ შორის არიან კრიშტიანუ რონალდუ და ბიონსე. ილონ მასკის გადაწყვეტილებით, ამიერიდან Twitter-ის ვერიფიკაციისთვის მომხმარებელს წელიწადში $84 დოლარის გადახდა მოუწევს. ილონ მასკმა  ვერიფიკაციის ნიშანი რამდენიმე ადამიანს აჩუქა, მათ შორის არიან ლებრონ ჯეიმსი, სტივენ კინგი და უილიამ შატნერი.

ნახვა »

ნატო-ს ყველა მოკავშირე შეთანხმდა, რომ უკრაინა ნატო-ს წევრი გახდება – იენს სტოლტენბერგი

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა კვლავ დაადასტურა, რომ უკრაინა ალიანსის წევრი გახდება. „ნატო-ს ყველა მოკავშირე შეთანხმდა, რომ უკრაინა ნატო-ს წევრი გახდება, მაგრამ მთავარი აქცენტი ახლა, რა თქმა უნდა, კეთდება იმაზე, თუ როგორ უზრუნველვყოთ უკრაინის გამარჯვება“, – განუცხადა სტოლტენბერგმა ჟურნალისტებს „რამშტაინის“ საჰაერო ბაზაზე, სადაც დღეს უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა იმართება. …

ნახვა »

უკრაინაში ომი შეიძლება რამდენიმე წელი გაგრძელდეს – პოლონეთის პრემიერ-მინისტრი

უკრაინაში ომი, შესაძლოა, რამდენიმე წელი გაგრძელდეს, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავიეცკიმ  განაცხადა „ენბისისთან“ ინტერვიუში. „ჩვენ ვერ ვივარაუდებთ ზუსტ თარიღს, როდის დასრულდება ომი. ჩვენ ვაკვირდებით სიტუაციას ფრონტის ხაზზე და ამის შესაბამისად ვმუშაობთ უკრაინის მხარდასაჭერად დასავლეთ ევროპის ქვეყნების პარტნიორებთან ერთად“, – განაცხადა მორავიეცკიმ. პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ, მიუხედავად პენტაგონის საიდუმლო …

ნახვა »

ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთის ფედერაციის დაყადაღებული აქტივების საშუალებით უკრაინაში განადგურებული ინფრასტრუქტურის აღდგენას გეგმავს – ვიქტორია ნულანდი

უკრაინული მედიის ინფორმაციით ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთის ფედერაციის დაყადაღებული აქტივების საშუალებით უკრაინაში განადგურებული ინფრასტრუქტურის აღდგენას გეგმავს, ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ პოლიტიკურ საკითხებში, ვიქტორია ნულანდმა აშშ-უკრაინის პარტნიორობის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი განცხადებით აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ, კონგრესის მხარდაჭერით, მიიღო უფლებამოსილება, რუსი ოლიგარქებისგან ჩამორთმეული უკანონო აქტივები უკრაინის აღდგენისთვის გამოიყენოს. „სხვა საკითხებთან ერთად, ვმუშაობთ …

ნახვა »

ევროკავშირის საბჭომ მხარი დაუჭირა უკრაინისთვის 1 მილიარდი ევროს ოდენობის საბრძოლო მასალით დახმარებას

ევროკავშირის საბჭომ, EPF-ის (European Peace Facility) ფარგლებში უკრაინის შეიარაღებული ძალების დასახმარებლად €1 მილიარდის ოდენობის საბრძოლო მასალის გამოყოფას დაუჭირა მხარი. ამ  გადაწყვეტილების საფუძველზე ევროკავშირი დააფინანსებს იმ წევრ სახელმწიფოებს, რომლებიც უკრაინას საბრძოლო მასალით ეხმარებიან. “დღევანდელი გადაწყვეტილებით, ჩვენ ვახდენთ ევროკავშირის ლიდერების მიერ მიღწეული ისტორიული შეთანხმების აღსრულებას, რომლის ფარგლებშიც უკრაინას €1 მილიარდის ოდენობის საარტილერიო …

ნახვა »

ჯო ბაიდენის განცხადებით აშშ ახლოს არის საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვის ორგანიზატორის გამოვლენასთან

ჯო ბაიდენმა ირლანდიაში ვიზიტისას პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აშშ ახლოს არის საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვის ორგანიზატორის გამოვლენასთან. “როგორც იცით, სრულმასშტაბიანი გამოძიება გრძელდება. სადაზვერვო საზოგადოება და იუსტიციის დეპატამენტი მის დასასრულს უახლოვდებიან”, – თქვა ბაიდენმა. აშშ-ის პრეზიდენტმა პირველად დააფიქსირა პოზიცია ამ საკითხზე და აღნიშნა, რომ შეშფოთებულია თავად გაჟონვის ფაქტით და არა მისი შინაარსით. “მაგრამ, …

ნახვა »

საქართველოში 2023 წელს მოსალოდნელია ეკონომიკური ზრდის 4.4 პროცენტამდე შენელება, თუმცა, რეგიონულ საშუალო მაჩვენებელთან შედარებით მაღალ დონეზე შენარჩუნება -მსოფლიო ბანკი

მსოფლიო ბანკმა დღეს გამოაქვეყნა ეკონომიკური მიმოხილვა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნების, მათ შორის, საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზები. ანგარიშის თანახმად, საქართველოში 2023 წელს მოსალოდნელია ეკონომიკური ზრდის 4.4 პროცენტამდე შენელება, თუმცა, რეგიონულ საშუალო მაჩვენებელთან შედარებით (2.4 პროცენტი რუსეთის ფედერაციისა და უკრაინის გამოკლებით), მაღალ დონეზე შენარჩუნება. დოკუმენტის მიხედვით, 2023 წელს ეკონომიკური ზრდა სამხრეთ კავკასიაში, …

ნახვა »

ჩინეთს აქვს მთავარი როლი მშვიდობის დამყარებაში – ემანუელ მაკრონი

“ჩინეთს აქვს მთავარი როლი მშვიდობის დამყარებაში”, –განაცხადა ემანუელ მაკრონმა, საფრანგეთის პრეზიდენტმა. ემანუელ მაკრონმა, რომელიც ჩინეთში გუშინ ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან ერთად ჩავიდა, განაცხადა, რომ პეკინს შეუძლია დიდი როლი ითამაშოს კონფლიქტში მშვიდობისკენ მიმავალი გზის გამონახვაში. ფრანგული მხარე მიიჩნევს, რომ რუსეთთან მჭიდრო კავშირების გამო, ჩინეთი შეიძლება, იყოს ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვან …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია