პოლიტიკა

მსოფლიო

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით „ჰამასის“ სამი მეთაური იქნა ლიკვიდირებული

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ღაზის სექტორში გამანადგურებელი თვითმფრინავებით განხორციელებულ საჰაერო თავდასხმებისას „ჰამასის“ სამი მეთაური იქნა ლიკვიდირებული. თავდაცვის ძალებში ამბობენ, რომ დარტყმები განახორციელეს სადაზვერვო ინფორმაციის მიღების შემდეგ მათი ადგილსამყოფლის გაგების შემდეგ. ასევე საჰაერო იერიში მიიტანეს და გაანადგურეს შენობა, რომელსაც „ჰამასი“ იყენებდა სხვადასხვა მიზნით, მათ შორის იარაღის საწყობად.

ნახვა »

პუტინიც და „ჰამასიც“ მეზობელი დემოკრატიის რუკიდან ამოსაშლელად იბრძვიან, აცხადებს ჯო ბაიდენი

„პუტინიც და „ჰამასიც“ მეზობელი დემოკრატიის რუკიდან ამოსაშლელად იბრძვიან, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა The Washington Post-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით პუტინიც და „ჰამასიც“ იმედოვნებენ, რომ დაანგრევენ უფრო ფართო რეგიონულ სტაბილურობას და ინტეგრაციას და ისარგებლებენ შემდგომი არეულობით. ამერიკას არ შეუძლია და არც დაუშვებს, ეს მოხდეს. ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებისთვის …

ნახვა »

დაშავებული ბავშვები ღაზადან სამკურნალოდ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გადაიყვანეს

დაშავებული ბავშვები ღაზადან სამკურნალოდ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გადაიყვანეს. ინფორმაციას სააგენტო AFP-ი ავრცელებს. მათი თქმით, ღაზას სექტორში დაშავებული პალესტინელი ბავშვები თვითმფრინავით არაბთა გაერთიანებული საამიროებში გადაიყვანეს. 15 ადამიანისგან შემდგარმა ჯგუფმა, რომელთა შორის ბავშვები და მათი ოჯახის წევრები იყვნენ, გუშინ რაფაჰის სასაზღვრო პუნქტი გადაკვეთა, რათა ეგვიპტის ელ-არიშის აეროპორტიდან აბუ-დაბიში გაფრენილიყვნენ. ეს დაპირებული დახმარების …

ნახვა »

დმიტრო კულება – ევროკავშირი უკრაინისთვის მილიონი საარტილერიო ჭურვის მიწოდების გეგმას, სავარაუდოდ, 2024 წლის მარტამდე ვერ შეასრულებს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება აცხადებს, რომ სავარაუდოდ, ევროკავშირი უკრაინისთვის მილიონი საარტილერიო ჭურვის მიწოდების გეგმას, 2024 წლის მარტამდე ვერ შეასრულებს. მისი თქმით ამის, მიზეზი „თავდაცვითი ინდუსტრიის სავალალო მდგომარეობა“ და ბიუროკრატიული დაბრკოლებები. „ევროკავშირი მუშაობს ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად. სწორედ ამიტომ, ბერლინში ყოფნისას მოვუწოდე ევროკავშირს, შეემუშავებინა ჰოლისტიკური პოლიტიკა თავდაცვის მრეწველობის სფეროში“, – …

ნახვა »

ლონდონში გამართულ პალესტინის მხარდამჭერ აქციაზე პოლიციამ 126 ადამიანი დააკავა

ლონდონის მეტროპოლიტენის პოლიციის გავრცელებული ინფრომაციით, ლონდონში პალესტინის მხარდასაჭერად გამართულ აქციაზე 126 ადამიანი დააკავეს. პალესტინის სოლიდარობის კამპანიის მიერ ორგანიზებული მარშში 300 000-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა.  მონაწილეთა დაახლოებით 150 – კაციანმა ჯგუფმა ფეიერვერკების გაშვება დაიწყო და ზოგიერთი მათგანი პოლიციელებს სახეში მოხვდა. ამის შემდეგ დაიწყო დაკავებების სერია, რასაც მოჰყვა მომიტინგეებსა და პოლიციელებს შორის …

ნახვა »

ისრაელის არმიამ ღაზის ყველაზე დიდი საავადმყოფო თეთრი ფოსფორით დაბომბა

პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის არმიამ ღაზის ყველაზე დიდი, ალ-შიფას საავადმყოფო თეთრი ფოსფორით დაბომბა. პალესტინის ადმინისტრაციის ჯანდაცვის მინისტრის, მაი ალ-კაილამის თქმით, ისრაელი ღაზის სექტორში გენოციდს ჩადის. „ჰამასის“ დაქვემდებარებაში არსებული ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ალ-შიფას საავადმყოფოში ოპერაციები არ ტარდება. „ბიბისი“ იუწყება, რომ ალ-შიფას საავადმყოფოს ინტენსიური თერაპიის განყოფილებას ჭურვი მოხვდა …

ნახვა »

ვოლოდიმირ ზელენსკი – ტანჯვას, რომელსაც კონკრეტული ერი განიცდის, მეზობელი ერების უფსკრულში გადაგდება შეუძლია

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პარიზში მშვიდობის ფორუმზე მონაწილეებს ვიდეოჩართვით მიმართა.  მისი თქმით, ახლა მსოფლიო გზაჯვარედინზეა, მაგრამ მსოფლიო განწირული არაა ამ მტრობისთვისა და ტანჯვისთვის. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ლოკალურ ომებს გლობალური კოლაფსის გამოწვევა შეუძლიათ. „ტანჯვას, რომელსაც კონკრეტული ერი განიცდის, მეზობელი ერების უფსკრულში გადაგდება შეუძლია, მაგრამ მსოფლიო განწირული არაა ამ მტრობისთვისა და ტანჯვისთვის. …

ნახვა »

ჯონ კირბი – „ჰამასი“ ბავშვებს და მათ ოჯახებს საფრთხეში აგდებს

თეთრი სახლი გაერო-ს გენერალური მდივნის, ანტონიუ გუტერეშის განცხადებას გამოეხმაურა,   მან თქვა, რომ ღაზა ბავშვთა სასაფლაოს ემსგავსება. „ჰამასი ამ ბავშვებს და მათ ოჯახებს საფრთხეში აგდებს“, – განაცხადა თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ. კირბის თქმით, „ჰამასი“ საავადმყოფოების ქვეშ აშენებდა გვირაბებს და ბავშვებს მძევლებად იყენებდა. „ჩვენ ვიცით, …

ნახვა »

ისრაელის პრეზიდენტი – მტერი ჩვენში სიძულვილის გაღვივებას ცდილობს ებრაელ და არაბ მოქალაქეებს შორის

ისრაელის პრეზიდენტი, ისააკ ჰერცოგი ისრაელის მოქალაქეებს მოუწოდებს დარჩნენ ერთიანები, რადგან „ჰამასი“ სიძულვილის გაღვივებას აპირებს ებრაელ და არაბ მოქალაქეებს შორის. „მტერი ჩვენში სიძულვილის გაღვივებას ცდილობს ებრაელ და არაბ მოქალაქეებს შორის. ასეთი მცდელობების წინააღმდეგ ბრძოლა უნდა იყოს უკომპრომისო და ცალსახა. ჩვენ უნდა აღმოვფხვრათ მტრობის, რასიზმისა და ძალადობის ყოველგვარი განსახიერები ჩვენი არსებული სხვადასხვა …

ნახვა »

ღაზაში დაღუპულთა რიცხვი 8300-ს აღემატება – “ჰამასის” ჯანდაცვის სამინისტრო

ღაზაში დაღუპულთა რიცხვი 8300-ს აღემატება, – ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ „ჰამასის“ ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს. ამ მონაცამების მიხედვით, დაღუპულთა შორის 3 500-მდე არასრულწლოვანია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ღაზის სექტორში ელექტროენერგიის შეწყვეტის და საჭირო დახმარების მარაგის დეფიციტის გამო, საავადმყოფოებს ფუნქციონირება უჭირთ.

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია