პოლიტიკა

მსოფლიო

სახელმწიფო დეპარტამენტმა სანდო და შეთანხმებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით დაადგინა, რომ აღნიშნული პირები საჯარო თანამდებობის ბოროტად გამოყენებით ჩართულნი იყვნენ მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში – კალი დეგნანი მოსამართლეების დასანქცირების საქმეზე

აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა გადაწყვეტილებას მოსამართლეებისთვის სანქციების დაწესებაზე გამოეხმაურა, რომელშიც სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება განმარტა. „სახელმწიფო დეპარტამენტმა სანდო და შეთანხმებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით დაადგინა, რომ აღნიშნული პირები საჯარო თანამდებობის ბოროტად გამოყენებით ჩართულნი იყვნენ მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში. მათი ქმედებით მათ უგულვებელყვეს სასამართლო და საჯარო პროცესი მოსამართლეების მიმართ უკანონო სარგებლის შეთავაზებით ან ზეწოლით, რათა …

ნახვა »

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა

ამერიკის შეერთებული შტატები მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სანქციებს უწესებს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენმა განცხადება გაავრცელა. სახელმწიფო მდივნის განცხადების თანახმად, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის საჯარო სანქცირებას ახდენს, ვიზის აკრძალვის შესახებ 7031(c) წესის საფუძველზე, მნიშვნელოვან კორუფციულ …

ნახვა »

მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას და ყველა პოლიტიკურ ძალას, დაძლიონ უკიდურესი მტრობა და პოლარიზაცია – ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დამკვირვებლები

“მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას და ყველა პოლიტიკურ ძალას, დაძლიონ უკიდურესი მტრობა და პოლარიზაცია, გვერდზე გადადონ ვიწრო პარტიული ინტერესები და ერთობლივად იმუშაონ ყველა დაინტერესებულ მხარესთან, იმისათვის, რომ ევროკავშირის სტატუსის მიღებისთვის საჭირო რეფორმები და ევროკომისიის 12 პრიორიტეტული მიმართულება განახორციელონ“- განაცხადეს საქართველოს მონიტორინგის საკითხებზე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) თანამომხსენებლებმა კლოდ კერნმა და ედიტ …

ნახვა »

ევროკავშირმა რუსეთი “დაკარგა” – სერგეი ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა გამოცემა Аргументы и факты-სთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ რუსეთი ევროკავშირს არამეგობრულ გაერთიანებად განიხილავს. „ევროკავშირმა “დაკარგა“ რუსეთი, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად არის. ევროკავშირის წევრი ქვეყნები და თავად კავშირის ლიდერები ხომ ღიად აცხადებენ რუსეთისთვის სტრატეგიული მარცხის მიყენების აუცილებლობის შესახებ. ამ მიზეზების გამო, ჩვენ ევროკავშირს არამეგობრულ გაერთიანებად მივიჩნევთ“, …

ნახვა »

საქართველოს პრეზიდენტი ლიეტუვაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ლიეტუვის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა. საქართველოს პრეზიდენტს ვილნიუსის საერთაშორისო აეროპორტში ცერემონიით დახვდნენ. მასთან შესახვედრად მივიდნენ: ლიეტუვის რესპუბლიკის პრეზიდენტის კანცლერი აგილა ბარჯიენე, საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ​ანდრიუს კალინდრა, ლიეტუვის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სალომე შაფაქიძე და სამხედრო ატაშე ირაკლი უჩაძე. საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის …

ნახვა »

რუს და ბელარუს სპორტსმენებს ევროპულ თამაშებზე არ დაუშვებენ

რუს და ბელარუს სპორტსმენებს ევროპულ თამაშებზე არ დაუშვებენ. ინფორმაციას BBC ავრცელებს. როგორც ორგანიზატორები ამბობენ, ისინი არ დაუშვებენ, რომ თამაშებში მონაწილეობა მიიღონ რუსეთის ფედერაციის და ბელარუსის სპორტსმენებმა. “კრაკოვის ევროპულ თამაშებზე რუსეთის ფედერაციისა და ბელორუსიის წარმომადგენელი სპორტსმენები არ იქნებიან. ჩვენ ამას არ დავუშვებთ, მიუხედავად დიპლომატიური პროცედურებისა, რომელიც ახლა ჩნდება”, – თქვა ევროპული …

ნახვა »

CNN: ნაფიცმა მსაჯულებმა მხარი დაუჭირეს დონალდ ტრამპისთვის ბრალის წაყენებას

ნაფიცმა მსაჯულებმა მხარი დაუჭირეს აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპისთვის ბრალის წაყენებას. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, მანჰეტენის ნაფიც მსაჯულთა დიდ კოლეგიის აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ, მანჰეტენის პროკურორი ყოფილი პრეზიდენტის სასამართლოში გამოცხადებას ბრალის წარდგენის მიზნით უახლოეს დღეებში მოითხოვს. მანჰეტენის საოლქო პროკურორმა, ალვინ ბრაგმა ნიუ-იორკის ნაფიც მსაჯულთა დიდ კოლეგიას წარუდგინა სამხილები პორნომსახიობ …

ნახვა »

მედიის ცნობით, სი ძინპინმა განაცხადა, რომ პეკინი ომისთვის ემზადება

ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინის განცხადებით, პეკინი ომისთვის ემზადება. როგორც მედია წერს, ჩინეთის პარლამენტის და მისი უმაღლესი პოლიტიკური საკონსულტაციო ორგანოს ყოველწლიური შეხვედრის დროს, საერთო ჯამში, ჩინეთის ლიდერმა ომისთვის მზადყოფნის თემა ოთხ ცალკეულ გამოსვლაში გამოიტანა. „ფორინ ეფეარის“ ინფორმაციით, ერთ-ერთ გამოსვლაში სი ძინპინმა თავის გენერლებს „მამაცურად ბრძოლისკენ“ მოუწოდა. ჩინეთის მთავრობამ ასევე გამოაცხადა ჩინეთის თავდაცვის ბიუჯეტის …

ნახვა »

მედიის ცნობით, აზერბაიჯანმა სომხეთთან საზღვარზე გარკვეული სიმაღლეები და ტერიტორიები დაიკავა

აზერბაიჯანმა სომხეთთან საზღვარზე გარკვეული სიმაღლეები და ტერიტორიები დაიკავა. შესაბამის ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების ცნობით, ლაჩინის ახალი გზის ამოქმედებასთან დაკავშირებით, აზერბაიჯანმა კონტროლის ქვეშ აიღო რამდენიმე დომინანტი სიმაღლე, ძირითადი და მეორადი გზა, ასევე ფართო საზღვრისპირა ტერიტორია ლაჩინის რაიონში სოფლებს – ჯაგაზურსა და ზაბუხს შორის. შეგახსენებთ, რომ …

ნახვა »

რუსეთში, ჯაშუშობის ბრალდებით, ამერიკული გამოცემის, „უოლ სთრით ჯოურნალის“ ჟურნალისტი დააკავეს

რუსეთში, ჯაშუშობის ბრალდებით, ამერიკული გამოცემის, „უოლ სთრით ჯოურნალის“ ჟურნალისტი დააკავეს. ევან გერშკოვიჩი ქალაქ ეკატერინბურგში დააკავეს. რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის განცხადებით, ის ეჭვმიტანილია ამერიკის მთავრობის სასარგებლოდ ჯაშუშობაში. კერძოდ, რუსული სპეცსამსახურები მედიის წარმომადგენელს ადანაშაულებენ რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ერთ-ერთი კომპანიის საქმიანობის შესახებ სახელმწიფო ინფორმაციის შეგროვებაში. გერშკოვიჩი რუსეთის, უკრაინისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა ქვეყნების …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია