პოლიტიკა

მსოფლიო

დონალდ ტრამპს საიდუმლო დოკუმენტების უკანონოდ გამოყენებისთვის ბრალი შვიდი მუხლით წარედგინა

აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს საიდუმლო დოკუმენტების შესახებ გამოძიების ფარგლებში ბრალდებები ოფიციალურად წარედგინა. ინფორმაცია CNN-მა გაავრცელა. ეს არის პირველი შემთხვევა, როცა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ფედერალური ბრალდებების წინაშე დგას. საპრეზიდენტო ჩანაწერების შესახებ კანონის თანახმად, მე მაქვს უფლება, გავაკეთო ეს ყველაფერი. არანაირი დანაშაული არ ყოფილა, – წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში მისთვის …

ნახვა »

ვლადიმერ პუტინი – ბელარუსში რუსეთის ბირთვული იარაღის განლაგება მაშინვე დაიწყება, როგორც კი 7-8 ივლისს საჭირო ობიექტების მომზადება დასრულდება

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ბელარუს კოლეგასთან, ალექსანდრე ლუკაშენკოსთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ბელარუსში რუსეთის ბირთვული იარაღის განლაგება მაშინვე დაიწყება, როგორც კი 7-8 ივლისს საჭირო ობიექტების მომზადება დასრულდება. „ყველაზე მგრძნობიარე საკითხებზე, რაზეც თქვენთან შევთანხმდით, ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის. მოგეხსენებათ, 7-8 ივლისს დასრულდება შესაბამისი ობიექტების მომზადება და სასწრაფოდ მივიღებთ ზომებს, რომელიც დაკავშირებულია თქვენს …

ნახვა »

ინდოეთში, სამი მატარებლის შეჯახების შედეგად დაიღუპა სულ მცირე 288 ადამიანი, 1000-ზე მეტი კი დაშავდა

ინდოეთში, ოდიშის შტატის ქალაქ ბალასორში ორი სამგზავრო და ერთი სატვირთო მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა. სულ მცირე 288 ადამიანი დაიღუპა, 1000-ზე მეტი დაშავდა, მომხდარის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. შემთხვევის ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. მაშველები ვარაუდობენ, რომ დაღუპულთა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან გადაბრუნებული ვაგონების ქვეშ ბევრი ადამიანია მოყოლილი. სარკინიგზო კატასტროფის მიზეზი ჯერჯერობით …

ნახვა »

რეალისტები უნდა ვიყოთ და ვთქვათ: ეს არ მოხდება ვილნიუსში, ეს არ მოხდება უახლოეს მომავალი – ბენ უოლესი უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებაზე

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრი, ბენ უოლესი აცხადებს, რომ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება უახლოეს მომავალში არ მოხდება. „რეალისტები უნდა ვიყოთ და ვთქვათ: ეს არ მოხდება ვილნიუსში, ეს არ მოხდება უახლოეს მომავალში“, – აღნიშნა უოლესმა. მისი განცხადებით, რიგი ქვეყნები მზად არიან დადონ ორმხრივი ან მრავალმხრივი „თავდაცვის პაქტები“ უკრაინასთან და მხარი დაუჭირონ გრძელვადიან გეგმებს …

ნახვა »

ჯო ბაიდენი კოლორადოში გამართულ აშშ-ის საჰაერო ძალების აკადემიის გამოსაშვებ ცერემონიაზე წაიქცა

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კოლორადოში გამართულ აშშ-ის საჰაერო ძალების აკადემიის გამოსაშვებ ცერემონიაზე წაიქცა. მედიის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტი დაახლოებით საათ-ნახევრის განმავლობაში ფეხზე იდგა, რათა 192 კურსდამთავრებულისთვის ხელი ჩამოერთმია. თეთრი სახლის კომუნიკაციების დირექტორმა განაცხადა, რომ ბაიდენი ამჟამად თავს კარგად გრძნობს. თეთრი სახლის პრესანგარიშში ნათქვამია, რომ ბაიდენი სცენაზე გადასვლისას ქვიშის ტომარას დაეჯახა. „ბიბისის“ …

ნახვა »

ვოლოდიმირ ზელენსკი – ჩვენ ვხედავთ, რა ხდება ბელორუსში, ჩვენ ვხედავთ, რა ხდება საქართველოში, თუმცა განსხვავებული გზებით, მაგრამ მაინც როგორ ითრევენ ამ ერებს განუკითხაობაში

„ჩვენ ვხედავთ, რა ხდება ბელორუსში, ჩვენ ვხედავთ, რა ხდება საქართველოში, თუმცა განსხვავებული გზებით, მაგრამ მაინც როგორ ითრევენ ამ ერებს განუკითხაობაში“, – მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ეს განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოლდოვაში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მეორე სამიტის გახსნაზე გააკეთა. „ჩვენ გვჭირდება მშვიდობა. ამიტომაც ყველა ევროპული ქვეყანა, რომელიც ესაზღვრება რუსეთს და …

ნახვა »

ჯეიმს კლევერლი – უკრაინას აქვს ლეგიტიმური უფლება, დაიცვას საკუთარი თავი

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთამინისტრმა, ჯეიმს კლევერლიმ მოსკოვში დრონებით თავდასხმის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე კითხვები დაუსვეს. კერძოდ, აქვს თუ არა უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმის განხორციელების უფლება, რაზედაც ჯეიმს კლევერლიმ უპასუხა : „უკრაინას აქვს ლეგიტიმური უფლება, დაიცვას საკუთარი თავი. მას, რა თქმა უნდა, აქვს ლეგიტიმური უფლება, გააკეთოს ეს საკუთარ საზღვრებში, მაგრამ ასევე აქვს …

ნახვა »

მოსკოვში უპილოტო საფრენი აპარატები ორ საცხოვრებელ კორპუსს დაეჯახა

რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთის დედაქალაქში უპილოტო საფრენი აპარატები ორ საცხოვრებელ კორპუსს დაეჯახა. მომხდარს საგანგებო სიტუაციების სამსახურის ადასტურებს. ერთი დრონი შენობას პროფსოიუზნაიას ქუჩაზე დაეჯახა, მეორე – ატლასოვას ქუჩაზე. მომხდარის შედეგად არ არიან დაშავებულები. “დრონი, პროფსოიუზნაიას ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ზედა სართულებს დაეჯახა. განადგურდა სახლის ფასადი და მინა. მსხვერპლი არ ყოფილა. დრონი ასევე …

ნახვა »

ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი – სწორია, რომ ეს იყო რუსეთის ცალმხრივი გადაწყვეტილება, რომ აღედგინა ფრენები საქართველოსთან, მაგრამ ეს აგრეთვე მოითხოვდა შეთანხმებას საქართველოს მთავრობასთან

ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ საქართველოს ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან, ლევან დავითაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენა არ არის პოზიტიური რამ, მაგრამ ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს გადასაწყვეტია, განსაჯოს როგორ და თუ მოახდენს ეს გავლენას საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებებზე. ელჩმა აღნიშნა, რომ ფრენების აღდგენა რუსეთის გადაწყვეტილება იყო, …

ნახვა »

“ნახ­ვამ­დის, ქე­მალ” – რეჯეფ თაიფ ერდოღანი ქემალ ქილიჩდაროღლუს დაემშვიდობა

ჩვენ ჯერ კი­დევ ვე­ლო­დე­ბით ქე­მალ ქი­ლიჩ­და­რ­ოღ­ლუს, რომ უპა­სუ­ხოს შე­დე­გებს, რომ­ლე­ბიც მხო­ლოდ ერთი მი­მარ­თუ­ლე­ბით მი­დის – განაცხადა რე­ჯეფ თაიფ ერ­დო­ღან­მა. “ერ­თა­დერ­თი გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი არის თურ­ქე­თი”, – აღ­ნიშ­ნა მან მხარ­დამ­ჭე­რებ­თან და მისი კონ­კუ­რენ­ტის ქე­მალ ქი­ლიჩ­და­რ­ოღ­ლუს მი­სა­მარ­თით დას­ძი­ნა: “ნახ­ვამ­დის, ქე­მალ”. თურ­ქე­თის უმაღ­ლე­სი სა­არ­ჩევ­ნო საბ­ჭოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ერ­დო­ღა­ნი იმარ­ჯვებს და ამ შე­დე­გე­ბის მი­ხედ­ვით, ის მე­ხუ­თე ვა­დით …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია