რუსეთის ქალაქ იეისკში, რუსული მოიერიშე თვითმფრინავი საცხოვრებელ კორპუსს შეეჯახა.რუსული მედიის ცნობით, ოფიციალური პირები ცდილობდნენ, ადგილზე მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია დაადგინონ. როგორც საინფორმაციო სააგენტო „რიას“ აცხადებს, ჩამოვარდნილი თვითმფრინავი Sukhoi Su-34 იყო, რომელიც ზებგერითი საშუალო მანძილზე მოქმედების გამანადგურებელი-ბომბდამშენია. „რიას“ ცნობით, ის სამხედრო აეროდრომიდან სასწავლო ფრენის დროს ჩამოვარდა. სააგენტო „ტასის“ ცნობით კი, …
ნახვა »მიხაილო პოდოლიაკი – რუსეთის ფედერაცია უნდა გაირიცხოს ყველა პლატფორმიდან
უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ რუსეთი უნდა გაირიცხოს ყველა პლატფორმიდან, მათ შორის „დიდი ოცეულიდან“. „ისინი, ვინც კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმის ბრძანებას გასცემენ მშვიდობიანი მოსახლეობის გაყინვის მიზნით და აწყობენ ტოტალურ მობილიზაციას ფრონტის ხაზის გვამებით დასაფარად, ნამდვილად არ შეუძლიათ „დიდი შვიდეულის“ ლიდერებთან ერთ მაგიდასთან ისხდნენ“, – აღნიშნა მიხაილო პოდოლიაკმა.
ნახვა »დმიტრო კულება – ევროკავშირმა ირანს სანქციები უნდა დაუწესოს
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ევროკავშირს ირანის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდა, რადგან ცნობილია, რომ ოფიციალური თეირანი რუსეთს თვითმკვლელი უპილოტო თვითმფრინავებით ამარაგებს. დასავლური მედიის ინფორმაციით, ირანული წარმოების თვითმფრინავები ბოლო კვირების განმავლობაში უკრაინის მასშტაბით ურბანული ცენტრებისა და ინფრასტრუქტურის, მათ შორის ელექტროსადგურების წინააღმდეგ გამოიყენეს. ასევე, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ ევროკავშირის …
ნახვა »კიევზე დრონებით თავდასხმას, სულ მცირე, 4 ადამიანი, მათ შორის ორსული ქალი ემსხვერპლა
კიევზე დრონებით თავდასხმას, სულ მცირე, 4 ადამიანი, მათ შორის ორსული ქალი ემსხვერპლა. ამის შესახებ კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა. დღეს კიევში 06:23 საათზე საჰაერო თავდასხმის განგაში გამოცხადდა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ რუსმა ოკუპანტებმა კიევს კამიკაძე დრონებით შეუტიეს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მტერი უკრაინელების გატეხვას ვერ შეძლებს. „მთელი ღამისა და …
ნახვა »ვიტალი კლიჩკო – კიევზე დრონებით მიტანილი იერიშის შედეგად, ნანგრევებში ორი ადამიანია მოყოლილი
როგორც უკრაინის დედაქალაქის მერი, ვიტალი კლიჩკო აცხადებს, დილით კიევზე დრონებით მიტანილი იერიშის შედეგად, ნანგრევებში ორი ადამიანია მოყოლილი. მისივე ცნობით, მაშველებმა 18 ადამიანის გადარჩენა შეძლეს. „კამიკაძე დრონების შეტევის შედეგად აფეთქება მოხდა საცხოვრებელ სახლში შევჩენკოს რაიონში. ამ ეტაპზე გადარჩენილია 18 ადამიანი. წინასწარი ცნობით, ორი ადამიანი ნანგრევებში რჩება. მაშველები მუშაობას აგრძელებენ“, – აღნიშნავს ვიტალი კლიჩკო. …
ნახვა »დიმიტრი ჟივიცკი – რუსულმა ძალებმა სუმის ოლქზე სარაკეტო იერიში მიიტანეს
სუმის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, დიმიტრი ჟივიცკის განცხადებით, რუსულმა ძალებმა დღეს დილით სუმის ოლქზე სარაკეტო იერიში მიიტანეს.ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე თავდასხმის შედეგად ადამიანები დაშავდნენ. “რომენსკის რაიონი. სარაკეტო თავდასხმა კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე. არიან დაშავებულები. დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი”, – წერს დიმიტრი ჟივიცკი „ტელეგრამზე“.
ნახვა »ვალენტინ რეზნიჩენკო – რუსულმა ძალებმა დნეპროპეტროვსკი დაბომბეს
დნეპროპეტროვსკის სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვალენტინ რეზნიჩენკოს განცხადებით, რუსული ძალების იერიშის შედეგად დაზიანდა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტი, თუმცა უკრაინელმა სამხედროებმა დნეპროპეტროვსკის ოლქის თავზე სამი რუსული ფრთოსანი რაკეტა გაანადგურეს. „გათენებამდე, „აღმოსავლეთის“ საჰაერო სარდლობის სამხედროებმა სამი რუსული ფრთოსანი რაკეტა გაანადგურეს. ორი – კრივოი როგის რაიონის თავზე, ერთი – ნიკოპოლის რაიონის თავზე“, – აცხადებს რეზნიჩენკო.
ნახვა »ებოლავირუსის გამო, უგანდის ორ დასახლებაში ე.წ. ლოქდაუნი გამოცხადდა
აღმოსავლეთ აფრიკაში, უგანდის ორ დასახლებაში (Mubende; Kassanda), ებოლას ვირუსის გამო, ე.წ. ლოქდაუნი გამოცხადდა და კომენდანტის საათი ამოქმედდა, – ამის შესახებ BBC წერს. დასახლებებში უკვე დაიხურა ბარები, ღამის კლუბები, სალოცავები და გასართობი ადგილები. ე.წ. ლოქდაუნი სამი კვირის ვადით გამოაცხადეს. ებოლას ეპიდემიის აფეთქებას ქვეყანაში უკვე 19 ადამიანი ემსხვერპლა. სულ 58 ადამიანი დაავადდა. როგორც BBC წერს, შესაძლოა, …
ნახვა »უკრაინული მედია – კიევის ცენტრში აფეთქებების ხმა იყო
როგორც უკრაინული მედია დედაქალაქის მერზე, ვიტალი კლიჩკოზე დაყრდნობით აცხადებს, რუსებმა კიევის ცენტრი დაბომბეს.ცნობილია, რომ აფეთქება დედაქალაქის ცენტრში, შევჩენკოს რაიონში განხორციელდა. …
ნახვა »უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტრო – პორტები მარცვლეულით დატვირთულმა ოთხმა გემმა დატოვა
ქვეყნის ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებით, უკრაინის პორტები 140 000 ტონა მარცვლეულით დატვირთულმა კიდევ ოთხმა გემმა დატოვა. სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, გემებმა ოდესისა და პივდენიის პორტები დატოვეს და აფრიკის, აზიისა და ევროპისკენ მიემართებიან. უწყების ცნობით, ივლისში შეთანხმების შემდეგ, 1,1 მილიონი ტონა მარცვლეული აფრიკაში გაიგზავნა.
ნახვა »









