პოლიტიკა

მსოფლიო

რუსეთმა უკრაინაზე საჰაერო უპირატესობა დაკარგა

რუსეთმა, ბოლო 10 დღის განმავლობაში, მინიმუმ ოთხი, ხოლო უკრაინაში შეჭრის დაწყების დღიდან, დაახლოებით 55 საბრძოლო თვითმფრინავი დაკარგა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ბრიტანულ დაზვერვაზე დაყრდნობით ავრცელებს. „რუსი პილოტების სიტუაციური ცნობიერება ხშირად მწირია“, – აცხადებენ ბრიტანულ დაზვერვაში. ამასთან, უწყების განმარტებით, არსებობს რეალური შესაძლებლობა, რომ ზოგიერთმა თვითმფრინავმა გზააბნეულმა გადალახოს მტრის ტერიტორია და შემთხვევით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის …

ნახვა »

ჯო ბაიდენი: პანდემია დასრულდა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ის მიიჩნევს, რომ Covid-19-ის პანდემია დასრულდა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს. „პანდემია დასრულდა. ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს Covid-ის პრობლემა. ჩვენ ჯერ კიდევ ბევრს ვმუშაობთ ამ მიმართულებით, თუმცა პანდემია დასრულდა“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა. 14 სექტემბერს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ მსოფლიო არასდროს ყოფილა უკეთეს …

ნახვა »

რა ვითარებაა უკრაინაში ამ დროისთვის. ომის 208-ე დღე

უკრაინაში რუსული აგრესია გრძელდება. ხარკოვში ღამის იერიშენის გამო ელექტროენერგიისა და წყლის მიწოდება შეწყდა, ოლქის გუბერნატორის თქმით, საოკუპაციო ძალებმა სამოქალაქო ინფრასტრუქტურას დაარტყეს. ელექტროენერგიის მიწოდება მთელი ღამის განმავლობაში შეწყვეტილი იყო დონეცკის სუმისა და ზაპოროჟიეს ოლქებში. უკრაინის გენერალური შტაბის ცნობით, რუსი ოკუპანტების მიერ განხორციელებული დაბომბვის შედეგად, გასული დღის განმავლობაში, 30-ზე მეტი დასახლების ინფრასტრუქტურა …

ნახვა »

Netflix-მა „კალმარის თამაშის“ მოტივებზე შექმნილი რეალითი-შოუსთვის მონაწილეების შერჩევა დაიწყო

Netflix-მა პოპულარული სერიალის „კალმარის თამაშის მოტივებზე შექმნილ რეალითი-შოუში მონაწილეობის მსურველებისთვის ქასთინგი გამოაცხადა. შესაბამისი განცხადება სტრიმინგ-სერვისის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. სერიალის მსგავსად, თამაშში მთავარი პრიზისთვის 456 მონაწილე იბრძოლებს. თუმცა საპრიზო ფონდი 4,56 მილიარდი ვონის ნაცვლად 4,56 მილიონი დოლარი იქნება. ქასთინგში მონაწილეობის მიღება აშშ-ს, დიდი ბრიტანეთისა და სხვა ქვეყნების მოქალაქეები შეძლებენ – მთავარი კრიტერიუმი ინგლისური …

ნახვა »

იზიუმის მასობრივ სამარხში ნაპოვნი იმ ცხედრების 99%-ს რომლის ექსპერტიზაც ჩატარდა, ძალადობრივი სიკვდილის ნიშნები აქვს

ხარკოვის ოლქში, რუსი ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ ქალაქ იზიუმში აღმოჩენილი მასობრივი სამარხიდან ექსჰუმირებული ცხედრების 99%-ს ძალადობრივი სიკვდილის ნიშნები აქვს. ამის შესახებ ხარკოვის სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ სინეგუბოვმა ტელეგრამარხში დაწერა. სინეგუბოვის ცნობით, რამდენიმე ცხედარს ხელები ზურგს უკან აქვს შეკრული, ერთ ადამიანს კი, კისერზე თოკი ქონდა მობმული. „აშკარაა, რომ ეს ადამიანი აწამეს და სიკვდილით …

ნახვა »

ჯო ბაიდენი ვლადიმერ პუტინს აფრთხილებს

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით, მან რუსი დიქტატორი ვლადიმერ პუტინი უფრო სერიოზული შედეგების შესახებ გააფრთხილა, თუ რუსეთი ბირთვულ იარაღს გამოიყენებდა. ამის შესახებ ბაიდენმა CBS-თან ინტერვიუში განაცხადა. ამერიკელი ლიდერის თქმით, მან პირადად გააფრთხილა პუტინი ამ ნაბიჯის შესახებ. “ნუ გააკეთებთ ამას. ნუ გააკეთებთ ამას. ეს შეცვლის ომის სახეს და აქცევს ისეთ რამედ, რაც …

ნახვა »

მედიის ცნობით, ერდოღანი და პუტინი შეთანხმდნენ, რომ ანკარა რუსული გაზის 25 პროცენტს რუბლებში შეისყიდის

„შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ სამიტზე თურქეთის და რუსეთის პრეზიდენტებმა ბუნებრივი აირისა და უკრაინული მარცვლეულის საკითხები განიხილეს. გავრცელებული ცნობით, რეჯეფ თაიფ ერდოღანი და ვლადიმერ პუტინი შეთანხმდნენ, რომ ანკარა რუსული გაზის 25 პროცენტს რუბლებში შეისყიდის. „საკითხი შეთანხმებულია, ამ მიმართულებით მუშაობა ჩვენი შეთანხმებების შესაბამისად წარიმართება. ჩვენ მზად ვართ, მნიშვნელოვნად გავზარდოთ ჩვენი მიწოდება თურქეთში ყველა მიმართულებით, …

ნახვა »

იზიუმიში აღმოჩენილი მასობრივი სასაფლაო

უკრაინაში რუსეთის ძალების მიერ ჩადენილი ომის დანაშაულებისა და სისასტიკეების მორიგი კვალი – იზიუმში მასობრივი სასაფლაო აღმოაჩინეს. არსებული ცნობებით, სამარხში 440-ზე მეტი ცხედარი იყო, რომელთა შორის არიან სამოქალაქო პირები. როგორც სააგენტო „როიტერი“ აღნიშნავს, გათავისუფლებულ იზიუმის მასობრივ სამარხში აღმოჩენილი ცხედრების რაოდენობა თუ დადასტურდება, ეს იქნება ბალკანეთის 90-იანი წლების ომების შემდეგ ევროპაში აღმოჩენილი …

ნახვა »

აშშ-მა კადიროვს და მის ოჯახს სანქციები დაუწესა

შეერთებულმა შტატებმა ჩეჩნეთის ლიდერს, რამზან კადიროვს და მის ოჯახს, სანქციები დაუწესა. ინფორმაციას ამერიკის სახაზინო დეპარტამენტი აქვეყნებს. ე.წ. „შავ სიაში“ შეიყვანეს კიდევ 44 ფიზიკური და 32 იურიდიული პირი, მათ შორის, ბავშვთა ომბუდსმენი, მარია ლვოვა-ბელოვა და რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე, მაქსიმ ორეშკინი.

ნახვა »

შეტაკება ტაჯიკეთი-ყირგიზეთის საზღვარზე

ტაჯიკეთისა და ყირგიზეთის საზღვარზე ვითარება დაძაბულია. შეტაკება მოხდა ისფარინის რაიონში. ორმხრივი სროლის შედეგად, ერთი ტაჯიკი ჯარისკაცი დაიღუპა და 3 დაშავდა. 11 დაჭრილი ჯარისკაცის შესახებ იტყობინება ყირგიზული მხარეც. ცეცხლის გახსნაში ბიშკეკი და დუშანბე ერთმანეთს ადანაშაულებენ.

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია