პოლიტიკა

მსოფლიო

2024 წელს ტემპერატურა დედამიწაზე 1.5 გრადუსით გაიზარდა.

ევროკავშირის დედამიწის მეთვალყურეობის, კლიმატის ცვლილების სამსახურმა “კოპერნიკუსმა” განაცხადა, რომ როგორც მკვლევარები მოელოდნენ, დედამიწაზე ტემპერატურა 1.5 გრადუსით გაიზარდა. უწყებები მიიჩნევენ, რომ ტემპერატურის მსგავსი ზრდა საგნგანშოა. 2023 წლის მსგავსად, წელსაც დაფიქსირდა მაღალი ტემპერატურის უკვე მეორე რეკორდული მაჩვენებელი. კლიმატის ცვლილების სამსახურის თანახმად, 1.5 გრადუსი კლიმატზე ნეგატიური ზემოქმედების ზღვარია.

ნახვა »

თალიბანმა ავღანელი ქალებისთვის ერთმანეთის ხმის მოსმენა აკრძალა.

ორშაბათს, სათნოების ხელშეწყობისა და პრევენციის მინისტრმა ქალებისთვის ახალი შეზღუდვის შესახებ განაცხადა, რომლის მიხედვითაც ქალებს ერთმანეთის ხმის მოსმენა ეკრძალებათ. თალიბანის ამ გადაწყვეტილების შესახებ ბევრი დეტალი კვლავ უცნობია, მაგრამ ფაქტობრივად ამ წესის მიხედვით, ავღანელ ქალებს ერთმანეთთან საუბარი ეკრძალებათ. მინისტრმა განაცხადა: “მაშინაც კი, როდესაც ზრდასრული ქალი ლოცულობს და მას სხვა ქალი გვერდით ჩაუვლის, …

ნახვა »

მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედმა პრეზიდენტმა მაია სანდუმ გაიმარჯვა

მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვება ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა, პროევროპელმა მაია სანდუმ მოიპოვა. მან ხმების 54,91% მიიღო, მისმა კონკურენტმა, ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა ალექსანდრ სტოიანოგლუმ კი 45,09%. მას პრორუსული „მოლდოვის სოციალისტური პარტია“ უჭერდა მხარს, მოლდოვაში საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ აქტივობა 54,07% იყო, რაც პირველ ტურში დაფიქსირებულზე მეტია. კენჭისყრა გრძელდება საზღვარგარეთ საარჩევნო უბნებზე, ასევე …

ნახვა »

დროისგან თავისუფალი ზონა დედამიწაზე

სამაროი თვალწარტმტაცი კუნძლია, რომელიც ნორვეგიის სანაპიროსთან მდებარეობს, ის პირველი ადგილია დედამიწაზე, რომელსაც აქვს ამბიცია, რომ გახდეს პირველი „დროისგან თავისუფალი ზონა“. ინიციატივას საფუძვლად უდევს, ის რომ კუნძულზე დრო თითქმის არ არსებობს, მაგალითად: ზაფხულობით უწყვეტი დღეებია, როდესაც მზე არასოდეს ჩადის. ადგილობრივები ემხრობიან ჩვეული დროის აღრიცხვის გაუქმებას, რაც მათ საშუალებას მისცემს, რომ მათი …

ნახვა »

სენსაციური აღმოჩენა – მაიას დაკარგული ქალაქი

მექსიკის ქალაქ კამპეჩაში მდებარე ხშირი ტყეები რომლებიც ადრე არქეოლოგიურ „ცარიელ ადგილად“ ითვლებოდა, მალავდა მაიას ისტორიას 1000 წელზე მეტი ხნის განმავლობაში. საჰაერო LiDAR ტექნოლოგიის დახმარებით გამოვლინდა მაიას ტომის ათასობით სტურქტურა და დიდი ქალაქი სახელად ვალერიანა, რომელიც დაახლოებით 122 კვადრატულ კილომეტრს მოიცავს. მკვლევარებმა გამოავლინეს 6764 ნაგებობა, მათ შორის რეზერვუარები, სათამაშო მოედნები და …

ნახვა »

ევროკავშირმა საქმის წარმოება დაიწყო სავაჭრო ვებ-გვერდის TEMU-ს არალეგალური პროდუქტის წინააღმდეგ.

გამომცემლობა The Guardian-ის ინფორმაციის თანახმად,ევროკავშირმა დაიწყო ოფიციალური სამართალწარმოება ჩინური ონლაინ სავაჭრო ვებსაიტის TEMU-ს წინააღმდეგ, იმის გამო, რომ საიტზე არ კონტროლდება უკანონო პროდუქციის გაყიდვა. ევროკომისიის მიერ ინიცირებულია გამოძიება ციფრული სერვისების აქტის (DSA) პოტენციური დარღვევის საფუძველზე. TEMU-ს აპლიკაციამ რომელმაც ფუნქციონირება დაიწყო 2023 წელს და არის Amazon-ის დაბალფასიანი კონკურენტი, ძალიან მოკლე დროში მოიპოვა …

ნახვა »

ჰოლანდიის გალერეის “სამოყვარულო” ძარცვა – ენდი უორჰოლის მოპარული და დაზიანებული პრინტები

ქურდებმა პარასკევს დილით, ნიდერლანდებში, ოისტერვიიკში, MPV გალერეა გაძარცვეს. ასაფეთქებელი ნივთიერების გამოყენებით მათ ააფეთქეს კარები და მოიპარეს ენდი უორჰოლის ორი ტრაფარეტული პრინტი, არტისტის 1985 წლის “მმართველი დედოფლების“ (Reigning Queens) სერიიდან. მოპარულ ნამუშევრებზე დედოფალ ელისაბედ II-ისა და დანიის ყოფილი დედოფლის მარგარეტე II-ის პორტრეტებია გამოსახული. ქურდებმა სიჩქარეში დედოფალ ბეატრიქსისა და ესვატინის დედა დედოფლის …

ნახვა »

სასიკვდილო ვირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით ჰამბურგის რკინიგზის მთავარი სადგური დაკეტეს

სასიკვდილო ვირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით ჰამბურგის რკინიგზის მთავარი სადგური დაკეტეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ვირუსს მარ-ბურგის სიმპტომებით, სადგურიდან საავადმყოფოში ორი სტუდენტი გადაიყვანეს. დაინფიცირებულებს რუანდაში მოგზაურობის ისტორია აქვთ. სწორედ აფრიკის ცენტრში მდებარე ქვეყანაში დაადასტურა ჯანმომ, ცოტა ხნის წინ, მარბურგის შემთხვევები. სულ დაფიქსირებულია 26 ფაქტი, აქედან 8 გარდაცვალება. მარბურგი იშვიათი და სასიკვდილო …

ნახვა »

ისრაელში ტერორისტულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ჰამასმა“ აიღო – თავდასხმას 7 ადამიანის, მათ შორის საქართველოს მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა

იაფაში ტერორისტულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ჰამასმა“ აიღო. ამის შესახებ განცხადებას თავად ტერორისტული დაჯგუფება ავრცელებს. მათი განცხადებით, ტერორისტები, რომლებმაც გუშინდელი თავდასხმა განახორციელეს, ჰებრონის მაცხოვრებლები მოჰამად მესეკი და აჰმედ ჰიმუნი, “ჰამასის” წევრები იყვნენ. ცნობისთვის, ქალაქ იაფაში გუნშინდელ ტერორისტულ თავდასხმას 7 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ხოლო კიდევ 16 ადამიანი დაშავდა. გარდაცვლილთა შორის არიან – საქართველოს …

ნახვა »

ვოლოდიმირ ზელენსკი – ეს ომი მოლაპარაკებებით ვერ დასრულდება, რუსეთს უნდა აიძულონ მშვიდობის დამყარება

ეს ომი მოლაპარაკებებით ვერ დასრულდება, რუსეთს უნდა აიძულონ მშვიდობის დამყარება, –განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე. მისი თქმით, ომის დასასრულებლად აუცილებელია კონკრეტული ქმედებები. „პუტინმა იმდენი საერთაშორისო ნორმა და წესი დაარღვია, რომ თავისით არ გაჩერდება. რუსეთის მშვიდობამდე მიყვანა მხოლოდ იძულებით შეიძლება და ეს არის ზუსტად ის, რაც საჭიროა“, – …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია