პოლიტიკა

მსოფლიო

რუსული მედიის ინფორმაციით, ღამით, უკრაინამ მოსკოვში დრონებით შეტევა განახორციელა

რუსული მედიის გავრცელებული ინფორმაციით, ღამით, უკრაინამ მოსკოვში დრონებით შეტევა განახორციელა. მათივე ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად ბიზნეს ცენტრ „მოსკოვ-სიტიში“ მდებარე ერთ-ერთ შენობაში აფეთქება მოხდა. მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის ცნობით, „მოსკოვი-სიტიში“ ორი შენობის ფასადები მსუბუქად დაზიანდა. დაშავდა ერთი ადამიანი. რუსეთის სამართალდამცავი ორგანოების ცნობით, ორი დრონი ჩამოაგდეს, რომლებიც დედაქალაქზე თავდასხმაში მონაწილეობდნენ. შემდეგ, რუსეთის თავდაცვის …

ნახვა »

2024 წლის არჩევნებზე პუტინს რეკორდული 80%-ის აღება სურს

რუსული დამოუკიდებელი გამოცემა “მედუზა” რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ 2024 წლის არჩევნებზე პუტინს რეკორდული 80%-ის აღება სურს. ასეთი შედეგის მისაღწევად იგეგმება: “პრეზიდენტის ნამდვილი მხარდამჭერების მობილიზაციით, ადმინისტრაციული და კორპორატიული მობილიზაციით, ელექტრონული ხმის მიცემით.” წყაროს ინფორმაციი, ამისთვის “პოზიტიურ ფონად” ფორუმ-გამოფენა “რუსეთი” უნდა იყოს, რომელიც 2023 წლის ნოემბერში გაიხსნება და “ბოლო …

ნახვა »

ვოლოდიმირ ზელენსკი – ვლადიმერ პუტინი არის არაადეკვატური ადამიანი თავისი გარემოცვით, რომელიც ფულს შოულობს მარცვლეულის გარიგების დაბლოკვით

ვლადიმერ პუტინი არის არაადეკვატური ადამიანი თავისი გარემოცვით, რომელიც ფულს შოულობს მარცვლეულის გარიგების დაბლოკვით, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ბრაზილიურ „გლობალ ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა. ზელენკის თქმით, რუსეთის პრეზიდენტი არის ადამიანი, რომელიც არ სცემს პატივს საერთაშორისო კანონს და აყენებს მსოფლიოს შიმშილის ზღვარზე, რათა თავისი მარცვლეული უფრო ძვირად გაყიდოს. უკრაინის პრეზიდენტის …

ნახვა »

ვლადიმერ პუტინი – ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანსპორტო დერეფანი ხელს შეუწყობს რუსული საქონლის მიწოდებას აფრიკაში

ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანსპორტო დერეფანი ხელს შეუწყობს რუსული საქონლის მიწოდებას აფრიკაში, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. ვლადიმერ პუტინის თქმით, რუსეთი აქტიურად არის ჩართული სატრანსპორტო და ლოგისტიკური ნაკადების გადამისამართებით გლობალური სამხრეთის, რა თქმა უნდა, აფრიკის სახელმწიფოებისკენ. „საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფანი „ჩრდილოეთ-სამხრეთი“, რომელსაც ჩვენ ვავითარებთ, მიზნად ისახავს რუსული საქონლის წვდომას სპარსეთის ყურესა …

ნახვა »

საბერძნეთში, კარისტოსთან ხანძრის ქრობისას სახანძრო თვითმფრინავი ჩამოვარდა

საბერძნეთში რამდენიმე დღეა რაც ძლიერ ხანძარს ებრძვიან არაერთ რეგიონში. დღეს, ქალაქ კარისტოსთან ხანძრის ქრობისას სახანძრო თვითმფრინავი ჩამოვარდა. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, ბორტზე, სულ მცირე, 2 ადამიანი იყო. ძლიერი ხანძრის გამო მიმდინარეობს ტურისტებისა და ადგილობრივების ევაკუაცია. ხანძრის გამო ზოგიერთი აეროპორტში შეფერხებულია ავიამიმოსვლა. გართულებული გარემო პირობების მიუხედავახ, კომერციული ავიაკომპანიების ნაწილი მაინც ასრულებს …

ნახვა »

ლიეტუვამ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების სამწლიანი გეგმა მიიღო

ლიეტუვას თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ქვეყნის ეროვნულმა თავდაცვის საბჭომ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების სამწლიანი გეგმა მიიღო. უწყების განმარტებით, 2024-2026 წლებში უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარდაჭერის გეგმის დაფინანსება დაახლოებით 200 მილიონ ევროს შეადგენს. „მხარდაჭერის ძირითადი მიმართულებები ლეტალური და არალეტალური მოწყობილობის შესყიდვა, სამხედრო განათლება და მომზადება დახმარების ფონდებში შენატანები, ლიეტუვას ტერიტორიაზე სამხედრო ტექნიკის რემონტი და …

ნახვა »

ვლადიმერ პუტინი ალექსანდრე ლუკაშენკოსთან გამართავს შეხვედრას

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი დღეს ბელარუს კოლეგას, ალექსანდრე ლუკაშენკოს შეხვდება. მედიის ცნობით, შეხვედრა სანქტ-პეტერბურგში გაიმართება. ორი დღის წინ, ვლადიმერ პუტინმა უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ პოლონეთის ლიდერებს, სავარაუდოდ, “ნატოს ქოლგის” ქვეშ რაიმე სახის კოალიციის შექმნის იმედი აქვთ, რათა უშუალოდ ჩაერიონ უკრაინის კონფლიქტში და თავისთვის უკრაინის კარგი ნაწილი მიიტაცონ. …

ნახვა »

უკრაინაში, მოლდოვაში, საქართველოსა და ასევე, დასავლეთ ბალკანეთში დღეს ევროპის ისტორიის ახალი თავი იწერება – ურსულა ფონ დერ ლაიენი

უკრაინაში, მოლდოვაში, საქართველოსა და ასევე, დასავლეთ ბალკანეთში დღეს ევროპის ისტორიის ახალი თავი იწერება –განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა,  ურსულა ფონ დერ ლაიენმა ნიუ იორკში, სადაც მან მსოფლიო მშვიდობისა და თავისუფლების ჯილდო მიიღო. „ჩვენი კავშირის ისტორია არის ახალგაზრდა და ძველი დემოკრატიების ისტორია, რომლებიც ერთად ძლიერდებიან. ეს არის გერმანიის და იტალიის ისტორია, რომლებიც ხელახლა …

ნახვა »

ინდოეთის დასავლეთში მეწყერი ჩამოწვა, არის მსხვერლი

Reuters ავრცელებს ინფორმაციას ინდოეთის დასავლეთში, მაჰარაშტრას შტატში მომხდარი მეწყერის შესახებ, რომელსაც სულ მცირე 22 ადამიანი ემსხვერპლა.  მეწყერი მუმბაიდან დაახლოებით 60 კილომეტრში, ირშალვადის მთაზე მდებარე დასახლებაში ჩამოწვა. რეგიონში რამდენიმე დღეა ძლიერი წვიმებია. ვარაუდობენ, რომ ტერიტორიაზე სულ მცირე 225 ადამიანი იყო, რომელთაგან 80-ზე მეტმა გაქცევა მოახერხა. შესაძლოა ნანგრევების ქვეშ 100-ზე მეტი ადამიანი …

ნახვა »

შეერთებულმა შტატებმა უკრაინას F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები, შესაძლოა, მიმდინარე წლის ბოლომდე გადასცეს – თეთრი სახლი

შეერთებულმა შტატებმა უკრაინას F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები, შესაძლოა, მიმდინარე წლის ბოლომდე გადასცეს, – განაცხადა თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ კირბიმ Fox News-თან მიცემულ ინტერვიუში. “F-16-ები უკრაინაში, დიდი ალბათობით, წლის ბოლომდე ჩავა, მაგრამ არ მიგვაჩნია, რომ [ბრძოლის ველზე] სიტუაციის შეცვლას მხოლოდ F-16-ები შეძლებენ“, – აღნიშნა ჯინ კირბიმ. …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია