იტალიური მედიის ინფორმაციით, იტალიის ხელისუფლებამ რუს ოლიგარქს, ვიაჩესლავ კანტორს 11 ვილა დაუყადაღა, მათ შორისაა ასევე ვილა, რომელიც ოლიგარქმა იტალიის ყოფილი პრემიერისგან, სილვიო ბერლუსკონის ოჯახისგან იყიდა. აპრილში, ევროსაბჭომ ვიაჩესლავ კანტორს პირადი სანქციები დაუწესა და მისი აქტივების კონფისკაცია მოითხოვა, მაგრამ აღნიშნული პროცესი აგვისტოს ბოლომდე გაგრძელდა. მედიის ცნობით, რუსი ოლიგარქის ვილები სარდინიის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე, …
ნახვა »„ლუკოილის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, რომელიც უკრაინაში ომს აკრიტიკებდა, საავადმყოფოს ფანჯრიდან გადავარდნის შედეგად გარდაიცვალა
რუსული ნავთობის უმსხვილესი კერძო მწარმოებლის, „ლუკოილის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, რავილ მაგანოვი საავადმყოფოს ფანჯრიდან გადავარდნის შედეგად გარდაიცვალა. რუსული საინფორმაციო სააგენტო Interfax-ის ცნობით, მაგანოვი მოსკოვის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს ფანჯრიდან გადავარდა. დასავლური მედია წერს, რომ „ლუკოილი“ ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან რუსულ კომპანიებს შორის, რომელიც ღიად აკრიტიკებს რუსეთის უკრაინაში შეჭრას. მარტში, კომპანიის დირექტორთა საბჭომ ხელისუფლებას “შეიარაღებული …
ნახვა »ყაზახეთის პრეზიდენტმა რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები დანიშნა
ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა 2022 წლის შემოდგომაზე რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები დანიშნა. ამის შესახებ მან ყაზახი ხალხისადმი მიმართვაში დღეს განაცხადა. „სამართლიანი ყაზახეთის მშენებლობის გზაზე კარდინალური და ყოველმხრივი რეფორმების წარმატებული რეალიზებისთვის აუცილებელია მოსახლეობის ნდობის ახალი მანდატი. ჩემთვის სახელმწიფოს ინტერესები ყველაზე მნიშვნელოვანია. ამიტომ მზად ვარ, შევამცირო ჩემი უფლებამოსილების ვადა და რიგგარეშე არჩევნებზე ვიყარო კენჭი“, …
ნახვა »ბრიტანული დაზვერვა: უკრაინელმა სამხედროებმა სამხრეთით ფრონტის ხაზის გადაწევა შეძლეს
დიდი ბრიტანეთის დაზვერვის თანახმად უკრაინელმა სამხედროებმა სამხრეთით ფრონტის ხაზის გადაწევა შეძლეს. ყოველდღიურ მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ ქვეყნის სამხრეთით რამდენიმე მიმართულებით უკრაინული ჯავშანტექნიკა განაგრძობს რუსეთის ჯარებზე შეტევას. უკრაინულმა ფორმირებებმა შეძლეს ფრონტის ხაზის გადაწევა გარკვეულ მანძილზე, რუსეთის შედარებით სუსტი თავდაცვის გამოყენებით. გარდა ამისა, აღნიშნულია, რომ რუსეთი აგრძელებს უკრაინაში თავისი ჯარისთვის ახალი დამხმარე ჯგუფების …
ნახვა »რა ხდება უკრაინაში ომის 189-ე დღეს
ომის 189-ე დღეს რუსეთის საოკუპაციო ძალები უკრაინის ქალაქებს ისევ ბომბავენ. სარაკეტო დარტყმები განხორციელდა ხარკოვზე. ერთი ჭურვი ხარკოველებისთვის ყველაზე პოპულარულ, სარჟინ იარის ტყე-პარკში ჩავარდა, რის შედეგადაც 5 ადამიანი დაიღუპა და 7 დაშავდა. რამდენიმე დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა. უკრაინული ძალები კი დროებით ოკუპირებულ ხერსონში კონტრშეტევაზე არიან გადასული. ოფიციალური კიევი ოპერაციის მიმდინარეობის შესახებ დეტალებს …
ნახვა »მიხეილ გორბაჩოვი გარდაიცვალა
92 წლის ასაკში სკკპ-ს ცენტრალური კომიტეტის ბოლო გენერალური მდივანი და სსრკ-ს პირველი და უკანასკნელი პრეზიდენტი, მიხეილ გორბაჩოვი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს. „მიხეილ გორბაჩოვი დღეს საღამოს მძიმე და ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა“, – განაცხადეს ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში.
ნახვა »უკრაინელებმა ფრონტის ხაზი მიკოლაევის მიმართულებითაც გაარღვიეს
უკრაინელები კონტრშეტევას რამდენიმე მიმართულებით წარმატებით ახორციელებენ. ხერსონის გარდა მათ ფრონტის ხაზი მიკოლაევის მიმართულებითაც გაარღვუეს. ჟურნალისტ რომან ციმბალიუკის ცნობით, უკრაინელებმა რუსული თავდაცვის ხაზი მიკოლაევის მისადგომების მიმართულებაზეც გაარღვიეს, ოკუპანტთა შორის არიან დაჭრილები და დაღუპულები. ციმბალიუკი იუწყება, რომ გარღვეულია 205-ე ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადის პოზიციები ერთ’ერთ დასახლებულ პუნქტთან, მიმდინარეობს ბრძოლები.
ნახვა »საფრანგეთმა რუსეთი ენერგორესურსების ომის იარაღად გამოყენებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა რუსეთი ენერგორესურსების ომის იარაღად გამოყენებაში დაადანაშაულა მას შემდეგ, რაც „გაზპრომმა“ ევროპაში გაზის მიწოდება კიდევ უფრო შეამცირა. საფრანგეთის ენერგეტიკის მინისტრმა, ანიეს პანიე-რუნაშერმა განაცხადა, რომ აშკარაა, რომ რუსეთი გაზს ომის იარაღად იყენებს. „ჩვენ უნდა მოვემზადოთ მიწოდების სრული შეწყვეტის ყველაზე ცუდი სცენარისთვის“, – აღნიშნა საფრანგეთის ენერგეტიკის მინისტრმა. მანამდე ფრანგულმა ენერგოკომპანია Engie-მ განაცხადა, რომ დღეიდან „გაზპრომისგან“ …
ნახვა »რუსეთმა ხარკოვის ცენტრზე იერიში მიიტანა – დაღუპა 5 და დაშავდა 7 ადამიანი
რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვის ცენტრალურ რაიონებს ცეცხლი გაუხსნეს, – ამის შესახებ ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლეგ სინიგუბოვი იუწყება. სინეგუბოვი მოქალაქეებს თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებს. თავდასხმის შესახებ ინფორმაციას ხარკოვის მერი, იგორ ტერეხოვიც ავრცელებს და აცხადებს, რომ წინასწარი მონაცემებით, დაღუპულია 5 და დაშავებულია 7 ადამიანი.
ნახვა »ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისია ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე გაემგზავრა
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მხარდაჭერისა და დახმარების მისია ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე გაემგზავრა, – ამის შესახებ სააგენტოს ხელმძღვანელი რაფაელ მარიანო გროსი „ტვიტერში“ წერს. „ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მხარდაჭერისა და დახმარების მისია გზაშია. ჩვენ უნდა დავიცვათ უკრაინისა და ევროპის უდიდესი ბირთვული ობიექტის უსაფრთხოება. ვამაყობ, რომ ამ მისიას ვხელმძღვანელობ“, – აცხადებს რაფაელ მარიანო გროსი. …
ნახვა »