დონეცკის ოლქში, ბახმუტთან ბრძოლაში უკრაინელი ჟურნალისტი ალექსანდრ სავოჩენკო დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრიანული მედია ავრცელებს. 36 წლის სავოჩენკო რუსეთის სრულმასშტაბური სამხედრო აგრესიის დაწყებიდან საბრძოლო მოქმედებებში მოხალისედ მონაწილეობდა. ომის დაწყებამდე ის კიევში ჯერ ტელეკომპანია STB-ზე მუშაობდა, შემდეგ კი საინფორმაცი სააგენტო „ფრანს პრესთან“ თანამშრომლობდა. მოგვიანებით, ალექსანდრ სავოჩენკო უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი იყო. ჟურნალისტი …
ნახვა »რუსებმა ბახმუტში სასტუმრო დაბომბეს – არიან დაღუპულები
დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტში რუსეთის ძალებმა სასტუმრო დაბომბეს. წინასწარი მონაცემებით, არიან დაღუპულები და დაშავებულები. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია დონეცკის სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, პაველ კირილენკოზე და დონეცკის საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. კირილენკოს განცხადებით, შემთხვევის ადგილზე მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია. საგანგებო სიტუაციების სამსახურის მონაცემებით, ბახმუტში მდებარე სასტუმროს ცეცხლი დაახლოებით დილის …
ნახვა »რუსეთში ეკლესიას მეხი დაეცა და დაიწვა
რუსეთში, ბაშკირეთის რესპუბლიკაში ეკლესიას მეხი დაეცა და დაიწვა. ადგილობრივი მედიის ცნობით, შემთხვევა ტუიმაზის რაიონის სოფელ ვოზდვიჟენკაში მოხდა. სოფლის მცხოვრებლების თქმით, მეხი ეკლესიის გუმბათს დაეცა, რამაც ხანძარი გააჩინა. ხანძრის ქრობის პროცესში 25 მეხანძრე და 9 ერთეული ტექნიკა მონაწილეობდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ნახვა »ოკუპირებულ ხერსონში აფეთქებები მოხდა
უკრაინული მედიის ინფორმაციით, დროებით ოკუპირებულ ხერსონში აფეთქებების ხმა გაისმა. ამის შესახებ მედია ადგილობრივ ტელეგრამარხებზე დაყრდნობით იუწყება. ამავე ინფორმაციით, შესაძლოა, დანგრეული იყოს ანტონოვსკის ხიდი. როგორც უკრაინული მედია წერს, გავრცელებული ცნობებით, უკრაინულმა ძალებმა გაანადგურეს ანტონოვსკის ხიდი, რომლის მეშვეობითაც შეეძლოთ რუსებს უკუსვლა. ამასთან, უკრაინული გამოცემები აღნიშნავენ, რომ გავრცელებული ინფორმაციის შესახებ ოფიციალური კომენტარი არ გაკეთებულა.
ნახვა »ბორის ჯონსონი შესაძლოა, ნატო-ს გენერალური მდივანი გახდეს
ბორის ჯონსონი შესაძლოა, ნატო-ს გენერალური მდივანი გახდეს, – ამის შესახებ ინფორმაციას „ტელეგრაფი“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის მაღალჩინოსნებმა მხარი დაუჭირეს ბორის ჯონსონის კანდიდატურას ნატო-ს მომავალი გენერალური მდივნის პოსტზე. ჯონსონის კანდიდატურას მხარი დაუჭირეს თავდაცვის კომიტეტის წევრებმა, რიჩარდ დრაქსმა და მარკ ფრანსუამ, ასევე ბრიტანეთის „ბრექსიტის“ ყოფილმა მინისტრმა, დევიდ ჯონსმა. ნატო-ს გენერალური მდივნის …
ნახვა »რეჯეფ თაიფ ერდოღანი 5 აგვისტოს სოჭში ვლადიმერ პუტინს შეხვდება
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი 5 აგვისტოს ერთდღიანი ვიზიტით რუსეთში ჩავა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. გავრცელებული ცნობით, თურქეთის პრეზიდენტი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს სოჭში შეხვდება. დამატებითი ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.
ნახვა »ევროკავშირის წევრი ქვეყნები ზამთარში ბუნებრივი გაზის მოხმარების შემცირებაზე შეთანხმდნენ
ევროკავშირის წევრი ქვეყნები ზამთარში ბუნებრივი გაზის მოხმარების 15%-ით შემცირებაზე შეთანხმდნენ. ახალი რეგულაცია მიზნად ისახავს ყველა წევრი სახელმწიფოსთვის სავალდებულო გახადოს გაზის მოხმარების შემცირება. ევროკავშირის ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ გაზის მოთხოვნა გასული ხუთი წლის საშუალო მოხმარებასთან შედარებით 15%-ით შეამცირონ, 2022 წლის აგვისტოდან 2023 წლის მარტამდე. გერმანიის ეკონომიკის მინსიტრის მოადგილის, სვენ გიგოლდის თქმით, მიღებული …
ნახვა »შექსპირის 400 წლის წინ გამოცემული პირველი კრებული $2,4 მილიონად გაიყიდა
ლეგენდარული ინგლისელი დრამატურგისა და პოეტის, უილიამ შექსპირის პირველი გამოცემული კრებული ნიუ-იორკში გამართულ აუქციონზე $2,4 მილიონად გაიყიდა. ის კერძო კოლექციონერმა შეიძინა. კრებული, რომელიც მე-17 საუკუნით თარიღდება და შექსპირის 36 პიესას უყრის თავს, ინგლისური ლიტერატურის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან წიგნად მიიჩნევა. მისი მხოლოდ 750 ეგზემპლარი შეიქმნა, მათგან კი ჩვენამდე 220-მა მოაღწია. ამ …
ნახვა »დონეცკის მთელი ტერიტორია ცეცხლის ქვეშაა – არის მსხვერპლი
რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქი დაბომბეს – დაიღუპა 3 მშვიდობიანი მოქალაქე და დაიჭრა 8. დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, პაველ კირილენკოს განცხადებით, დონეცკის მთელი ტერიტორია ცეცხლის ქვეშაა. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ ბახმუტი რუსული ძალების მთავარი სამიზნეა. “დონეცკის რეგიონში არ არის არც ერთი დასახლება, რომელიც არ დაბომბეს. მთელი ტერიტორია ცეცხლის ქვეშაა. მტერი სამოქალაქო …
ნახვა »უკრაინამ დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან კიდევ 25 დაღუპული ჯარისკაცის ცხედარი დაიბრუნა
უკრაინამ დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან კიდევ 25 დაღუპული ჯარისკაცის ცხედარი დაიბრუნა. ამის შესახებ ინფორმაციას დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის სამინისტრო ავრცელებს. „შედგა დაღუპული სამხედროების ცხედრების გადაცემის მორიგი ოპერაცია. უკრაინამ დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან 25 დამცველის ცხედარი დაიბრუნა“,- ნათქვამია სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში. ოპერაცია უგზო-უკვლოდ დაკარგულთა კომისრის ოლეგ კოტენკოსა და უკრაინის სხვა სამართალდამცავი ორგანოების …
ნახვა »