პოლიტიკა

მსოფლიო

კრემლში აცხადებენ, რომ კოსოვომ თავი უნდა აარიდოს ნაბიჯებს, რომლებიც შემდგომ ესკალაციას გამოიწვევს

კრემლში აცხადებენ, რომ კოსოვომ თავი უნდა აარიდოს ნაბიჯებს, რომლებიც შემდგომ ესკალაციას გამოიწვევს. ამის შესახებ განცხადება რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა გააკეთა. მისი თქმით, კრემლი სრულად უჭერს მხარს კოსოვოში მცხოვრებ სერბებს, რომლებიც კოსოვოს ხელმძღვანელობის მიერ გადაადგილების ახალი წესების შემოღებას აპროტესტებენ. პესკოვის თქმით, სიტუაციის ესკალაციის თავიდან არიდება კოსოვოში მოხერხდა, მაგრამ „ეს სიტუაცია მხოლოდ …

ნახვა »

კალიფორნიაში კვლავ ტყის ძლიერი ხანძრებია

კალიფორნიაში ტყის ხანძარს ებრძვიან. 48 საათის განმავლობაში, ცეცხლის გავრცელების არეალმა 50 000 ჰექტარს გადააჭარბა, – ამის შესახებ BBC წერს. ცეცხლის ჩაქრობას ასობით მეხანძრე ცდილობს. როგორც BBC იტყობინება, მიმდინარე წლის განმავლობაში, ეს კალიფორნიის შტატში გაჩენილი ყველაზე მასშტაბური ხანძარია. შტატის ზოგიერთ დასახლებაში დაიწვა სახლები და საფრთხე შეექმნა საზოგადოებრივ ინფრასტრუქტურას. ხანძრის სწრაფად გავრცელების წინაპირობებად ექსტრემალური გვალვა, მაღალი ტემპერატურა …

ნახვა »

პრინცმა ჩარლზმა ოსამა ბინ ლადენის ოჯახის წევრებისგან მილიონი ფუნტ სტერლინგი მიიღო

უელსის პრინცმა ჩარლზმა ოსამა ბინ ლადენის ოჯახის წევრებისგან ერთი მილიონი ფუნტ სტერლინგის მიღება დაადასტურა. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული მედია ავრცელებს. „ბიბისის“ ცნობით, უელსის პრინცის საქველმოქმედო ფონდმა 2013 წელს, ბინ ლადენის მკვლელობიდან ორ წელიწადში „ალ ქაიდას“ ყოფილი ლიდერის ნახევარძმებისგან შემოწირულობა მიიღო. მოხსენების თანახმად, პრინც ჩარლზის საქველმოქმედო ფონდმა ფული მიიღო ბაკრ ბინ ლადენისგან, …

ნახვა »

ნატო-ს დაქვემდებარებაში მყოფი საერთაშორისო ძალების მისიაში აცხადებენ, რომ კოსოვოში შექმნილ ვითარებას აქტიურად აკვირდებიან და მზად არიან ჩასარევად, თუ სტაბილურობა საფრთხის ქვეშ დადგება

ნატო-ს დაქვემდებარებაში მყოფი საერთაშორისო ძალების მისია კოსოვოში შექმნილ ვითარებას აქტიურად აკვირდება და მზად არის ჩასარევად, თუ სტაბილურობა საფრთხის ქვეშ დადგება – ამის შესახებ აღნიშნულია ნატო-ს დაქვემდებარებაში მყოფი საერთაშორისო ძალების პრესრელიზში. განცხადების თანახმად, კოსოვოს საერთაშორისო ძალები ფოკუსირებულია გაერო-ს მანდატის ყოველდღიურად განხორციელებაზე კოსოვოს მოსახლეობის უსაფრთხო გარემოს და თავისუფალი გადაადგილების უზრუნველყოფისთვის. მათივე ცნობით, …

ნახვა »

ადამ კინზინგერი საქართველოსთვის სარაკეტო სისტემა HIMARS-ის გადაცემას ითხოვს

ადამ კინზინგერი საქართველოსთვის სარაკეტო სისტემა HIMARS-ის გადაცემას ითხოვს. „რუსეთს საქართველოს 1/3 აქვს ოკუპირებული. მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში დამარცხდება, შესაძლოა, მეორადი ცეცხლი რუსეთის ოკუპირებულ მიწებზე გახსნას. HIMARS საქართველოს“ – წერს კინზინგერი Twitter-ზე.

ნახვა »

აშშ-ში ქართველი პიანისტი პიტბულმა დაგლიჯა და გარდაიცვალა – ძაღლი მის შვილს ეკუთვნოდა, რომელიც რამდენიმე კვირის წინ დაიღუპა

ლონგ აილენდში მცხოვრები ქალი გარდაცვლილი იპოვეს. მისი სხეული დასახიჩრებული უკანა ეზოში აღმოაჩინეს. პოლიციის ინფორმაციით, მას თავს დაესხა ძაღლი, რომელიც მის გერს ეკუთვნოდა, რომელიც რამდენიმე კვირით ადრე გარდაიცვალა. გარდაცვლილი ქალი ქართველი პიანისტი მარინა გაბუნიაა. ინფორმაციას NBC  ავრცელებს. სახლში დაბრუნებულმა მეუღლემ, გარდაცვლილი ქალის დასახიჩრებული სხეული ეზოში ნახა, ძაღლი კი კვლავ აგრძელებდა მისი სხეულის …

ნახვა »

სერბეთის პრეზიდენტის მტკიცებით, კოსოვოს ჯარი სერბეთზე თავდასხმას გეგმავს

სერბეთის პრეზიდენტის ალექსანდ ვუჩიჩის მტკიცებით, კოსოვოს ჯარი ჩრდილოეთ სერბეთზე თავდასხმას აპირებს. “ვფიქრობ, რომ ჩვენ არასდროს ვყოფილვართ იმაზე რთულ მდგომარეობაში, ვიდრე დღეს. რატომ ვთქვი ეს? პრიშტინის რეჟიმი ცდილობს, გამოიყენოს მსოფლიოში არსებული განწყობა და საკუთარი თავი მსხვერპლად წარმოაჩინოს” – თქვა პრეზიდენტმა. პრეზიდენტის ამ განცხადებამდე დაძაბულობა იყო სერბეთისა და კოსოვოს საზღვართან. მედიის ცნობით, ჩრდილოეთ …

ნახვა »

სერბეთმა შეიარაღებული ძალები სრულ საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა – კოსოვოს საზღვართან დაძაბულობა პიკზეა

სერბეთმა შეიარაღებული ძალები სრულ საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა. სერბეთის ავიაცია კოსოვოს საზღვართან მიემართება. ქვითარების ესკალაცია, მწვანე და წითელ ხაზებს შორის არსებულ მიწებზე დაიწყო, კოსოვოს ჩრდილოეთით. სერბეთ-კოსოვოს საზღვარზე ვითარება უკიდურესად დაძაბულია. ორივე მხრიდან მიმდინარობს სამხედრო და საპოლიციო ნაწილების მობილიზება, ამავდროულად კოსოვოს სპეც. ნაწილებმა დაბლოკეს სერბეთიდან შემომავალი ყველა გზა, გაისმა გასროლის ხმა და …

ნახვა »

რუსებმა სუმის ოლქი დაბომბეს – არის მსხვერპლი

რუსმა ოკუპანტებმა სუმის ოლქი დაბომბეს. დაიღუპა 1 ადამიანი, 2 კი დაშავდა. ინფორმაციას სუმის ოლქის გუბერნატორი დმიტრო ჟივიცკი ავრცელებს. მისი თქმით, დაბომბვის შედეგად დაიწვა ფერმა, დაზიანდა კერძო სახლები და ელექტროგადამცემი ხაზები. მისივე ინფორმაციით, სუმის ოლქს 50-მდე რაკეტა ესროლეს.

ნახვა »

ვლადიმერ პუტინმა ახალი საზღვაო დოქტრინა დაამტკიცა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ახალი საზღვაო დოქტრინა დაამტკიცა. როგორც რუსული მედია იუწყება, დოკუმენტის მიხედვით, რუსეთს ექნება უფლება, გამოიყენოს სამხედრო ძალა საკუთარი ინტერესების რეალიზაციისთვის მსოფლიო ოკეანეში, როდესაც დიპლომატიური შესაძლებლობები ამოიწურება. ამასთან, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ რუსეთის ეროვნული უსაფრთხოებისთვის მთავარი გამოწვევა მსოფლიო ოკეანეში აშშ-ის დომინირებაა. დოქტრინაში აღნიშნულია, რომ ნატო-სთან ურთიერთობებში ფუნდამენტური ფაქტორი გახდება ის, რომ …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია