სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ღამით, აზერბაიჯანთან შეტაკების დროს, 49 სომეხი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, – ამის შესახებ Reuters-ი სააგენტო Interfax-ზე დაყრდნობით წერს. სომხეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, ფაშინიანმა თქვა, რომ ბაქო ღამით სომხეთის პოზიციებს დაესხა თავს და რომ ბრძოლა გრძელდება. სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს საომარი მოქმედებების ესკალაციაში ადანაშაულებენ. სომხეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა არტილერიით სომხური პოზიციების ინტენსიური …
ნახვა »რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული გიორგი ქუჯოშვილი თავისუფალია
რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მიმდინარე წლის გაზაფხულზე უკანონოდ დაკავებული გიორგი ქუჯოშვილი თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. “გიორგი ქუჯოშვილის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების საკითხი რეგულარულად განიხილებოდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფორმატში, ხოლო ინფორმაცია მუდმივ რეჟიმში მიეწოდებოდა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება …
ნახვა »გაეროს მონაცემებით, უკრაინაში ომს 14 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა
გაეროს მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებულ ომს 14000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. ამის შესახებ უკრაინაში ადამიანის უფლებების მონიტორინგის მისიის ხელმძღვანელმა, მატილდა ბოგნერმა ბრიფინგზე განაცხადა. მისივე განმარტებით, უშუალოდ საბრძოლო მოქმედებებს 5767 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, 8292 კი დაიჭრა. როგორც ბიგნერმა განაცხადა, ეს რიცხვი სავარაუდოდ გაცილებით დიდია.
ნახვა »მეფე ჩარლზ III: ჩემს საყვარელ დედას მივმართავ – მაშინ, როდესაც შენს ბოლო დიდ მოგზაურობას იწყებ, მინდა უბრალოდ მადლობა გადაგიხადო, მადლობა სიყვარულისა და ერთგულებისთვის
გაერთიანებული სამერფოს მეფე ჩარლზ III-მ მოსახლეობას მიმართა და განაცხადა, რომ დედოფალი ელისაბედ II – ჩემი საყვარელი დედა – შთაგონების წყარო და მაგალითი იყო მისთვის და მთელი მისი ოჯახისთვის. „1947 წელს, მან კეიპტაუნიდან პირობა დადო, რომ თავის ცხოვრებას მიუძღვნიდა ხალხის სამსახურს. ეს დაპირებაზე მეტი იყო: ეს იყო ღრმა პირადი ვალდებულება, რომელმაც განსაზღვრა მისი …
ნახვა »„ნაპოლის“ სპორტულმა დირექტორმა ხვიჩა კვარაცხელიას ხელფასი დაასახელა
„ნაპოლის“ სპორტულმა დირექტორმა, კრისტიანო ჯუნტოლიმ ხვიჩა კვარაცხელიას ხელფასი დაასახელა. როგორც ჯუნტოლიმ Corriere dello Sport-თან ინტერვიუში აღნიშნა, ლორენცო ინსინიეს შემცვლელის ძებნისას „ნაპოლიმ“ გარისკა, როდესაც ხვიჩა კვარაცხელიაზე გააკეთა ფსონი და ამ რისკმა გაამართლა. „კვარაცხელია წელიწადში 1,7 მილიონ ევროს იღებს, 1,2 მილიონს – გადასახადების გადახდის შემდეგ. ლორენცო ინსინიეს 9 მილიონი ჰქონდა, გადასახადების გადახდის შემდეგ …
ნახვა »საქართველოსა და თურქეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში ცვლილებები გაფორმდა
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და თურქეთის ვაჭრობის მინისტრმა მეჰმეთ მუშმა ხელი მოაწერეს ცვლილებებს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში საქართველოსა და თურქეთს შორის. ხელმოწერა საქართველოს, თურქეთსა და ევროკავშირს შორის დიაგონალური კუმულაციისადმი მიძღვნილ ფორუმზე შედგა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ცვლილებები შეეხება სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის სატარიფო ლიბერალიზაციას და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში მომსახურების …
ნახვა »ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში ევროკავშირის ახალ ელჩს შეხვდა
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში ევროკავშირის ახალ ელჩს პაველ ჰერჩინსკის შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ევროკავშირისა და საქართველოს ასოცირების დღის წესრიგის ძირითადი მიმართულებები მიმოიხილეს. აღინიშნა, რომ ევროპულმა საბჭომ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებით დაადასტურა, რომ საქართველოს მომავალი ევროკავშირშია და ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებამ საფუძველი დაუდო ახალ ეტაპს, რომელმაც საქართველო ევროკავშირის წევრობამდე უნდა მიიყვანოს. ირაკლი ღარიბაშვილის …
ნახვა »გაეროს ცნობით, პირველად ბოლო 30 წლის განმავლობაში მსოფლიოში ცხოვრების ხარისხი ეცემა
გაეროს ცნობით, ბოლო 30 წლის განმავლობაში პირველად მსოფლიოში ცხოვრების ხარისხი ეცემა. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია აცხადებს, რომ ჰუმანური განვითარების ინდექსი მსოფლიოს ქვეყნების 90%-ში ეცემა. გაეროს ცნობით, ბოლო ათწლეულების განმავლობაში მსოფლიოში ჰუმანური განვითარების ინდექსი, რაც მოიცავს ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ხანგრძლივობის, განათლებისა და ცოდნის დონის, ისევე როგორც ადამიანების ეკონომიკური კეთილდღეობის მაჩვენებლებს, სტაბილურად უმჯობესდებოდა. ახლა კი ტენდენცია იცვლება. ჰუმანური …
ნახვა »უკრაინის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ ხარკოვის მიმართულებით ტერიტორიების დაბრუნებას
უკრაინის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ ხარკოვის მიმართულებით ტერიტორიების დაბრუნებას – აღმოსავლეთ უკრაინაში სიტუაციის განახლებული რუკა ევროპელი ომის ექსპერტებისგან. მათი აზრით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა განაგრძეს კონტრშეტევითი მოქმედებები და დასავლეთიდან მიუახლოვდნენ შევჩენკოვს დასახლების ასაღებად, სხვებმა კი გვერდი აუარეს მას, წინ მიიწიეს გრუშევკასა და კუპიანსკისკენ, ხოლო ბოროვსკოე დაიბრუნეს. ასევე, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაათავისუფლეს ბალაქლია, …
ნახვა »ევროპულმა საბჭომ რუსეთთან გამარტივებული სავიზო რეჟიმი სრულად შეაჩერა
ევროპულმა საბჭომ რუსეთთან გამარტივებული სავიზო რეჟიმი სრულად შეაჩერა. გადწყვეტილება საბჭომ დღეს მიიღო. ეს ნიშნავს, რომ რუსეთის მოქალაქეებს ევროკავშირში გრძელი და რთული სავიზო აპლიკაციის გარეშე შესვლის პრივილეგია აღარ ექნებათ. წევრი სახელმწიფოები რუსეთის მოქალაქეებისთვის მოკლევადიანად დარჩენისთვის საჭირო ტურისტულ სავიზო აპლიკაციებს გართულებული პროცედურით გასცემენ. რუსეთის მოქალაქეებისთვის გამარტივებული ვიზის შეთანხმების გაუქმებით რუსეთის მოქალაქეებს შენგენის …
ნახვა »