პოლიტიკა

ოფიციალრი ამბები

ყოველდღიური ოფიციალური დადასტურებული ახალი ამბების დაიჯესტი

აშშ მოითხოვს, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური და მისი ახლომდებარე ტერიტორია დემილიტარიზებულ ზონად გამოცხადდეს

აშშ მოითხოვს, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური და მისი ახლომდებარე ტერიტორია დემილიტარიზებულ ზონად გამოცხადდეს. ამის შესახებ ჯო ბაიდენმა უკრაინის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრის დროს განაცხადა. როგორც თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კარინ ჟან პიერმა ჟურნალისტების კითხვებზე საპასუხოდ განაცხადა, ჯო ბაიდენმა ზელენსკის უთხრა, რომ ატომური სადგური არ უნდა გახდეს საომარი ზონა და ის უნდა დაბრუნდეს უკრაინის კონტროლქვეშ. „როგორც ჩვენ …

ნახვა »

ბორჯომში ხანძრის კერების უმეტესობა ამ მომენტისთვის ლიკვიდირებულია

ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის კერების უმეტესობა ამ მომენტისთვის ლიკვიდირებულია. ძლიერი ქარი და მაღალი ტემპერატურა, კვლავ ხელს უშლის ხანძრის ქრობის პროცესს, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, დღეს დილიდან, ხანძრის სალიკვიდაციო ღონისძიებებში ჩართულია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები და თურქეთის რესპუბლიკის სამი სპეციალიზებული სახანძრო თვითმფრინავი. „რთულად მისადგომ რელიეფზე, რამდენიმე კილომეტრის მანძილზე …

ნახვა »

გაეროს 50-ზე მეტმა წევრმა სახელმწიფომ, მათ შორის საქართველომ უკრაინაში რუსეთის აგრესია დაგმო

ომის დაწყებიდან ექვსი თვის თავზე გაეროს წევრმა სახელმწიფოებმა მორიგ ჯერზე დაგმეს რუსეთის აგრესია. აღნიშნული განცხადებას შეუერთდა საქართველოც. ტექსტი გაეროში უკრაინის მუდმივმა წარმომადგენელმა, სერგი კისლიცამ წაიკითხა. “გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ საქართველო გაეროს წევრ 50-ზე მეტ ქვეყანას შეუერთდა, რათა დაგმოს რუსეთის მიერ გაეროს წესდების, საერთაშორისო სამართლისა და პრინციპების დარღვევა აგრესიის დაწყების …

ნახვა »

საქართველოსა და მექსიკას შორის განათლებისა და კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი

მექსიკის საგარეო საქმეთა სამინისტროში, ოფიციალური ცერემონიის ფარგლებში, საქართველოსა და მექსიკის შეერთებული შტატების მთავრობებს შორის განათლებისა და კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი. მექსიკის მხრიდან შეთანხმებას ხელი მოაწერა საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარსელო ებრარდ კასაუბონმა, ხოლო საქართველოს მხრიდან მექსიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ზაზა გაბუნიამ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, …

ნახვა »

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოქალაქეებს მაღალი ტემპერატურის გამო ტყის ხანძრების მომატებულ რისკთან დაკავშირებით აფრთხილებს

”შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისთვის გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ მიწოდებული ინფორმაციით, 28 აგვისტომდე საქართველოში ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება. გარდა ამისა, ჰაერის მაღალ ტემპერატურასთან ერთად, კოლხეთის დაბლობზე, ზემო იმერეთში, შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, გორი-სურამის მონაკვეთზე და მთიანი რეგიონების ზოგიერთ რაიონში ძლიერი ქარიცაა მოსალოდნელი, რაც კიდევ უფრო ზრდის …

ნახვა »

იენს სტოლტენბერგი – უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს

ნატო-ს გენერალური მდივანი უკრაინის გამარჯვებაში დარწმუნებულია. იენს სტოლტენბერგის თქმით, ნატო უკრაინა იმდენს ხანს გაუწევს დახმარებას, რამდენიც საჭირო იქნება. ამის შესახებ გენერალურმა მდივანმა უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ვიდეომიმართვაში ისაუბრა. მისი თქმით, ალიანსი მხარს უჭერს უკრაინას დამოუკიდებლობის დღის მოპოვებიდან, ეს მხარდაჭერა კი, კიდევ უფრო გაძლიერდა, რუსეთის უკრაინაში უკანონოდ შეჭრის შემდეგ. „ძლიერი, დამოუკიდებელი უკრაინა …

ნახვა »

ირაკლი ღარიბაშვილი – ომის ამ მძიმე პერიოდში უკრაინას და უკრაინელ ხალხს ვუსურვებთ მშვიდობას და კეთილდღეობას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინას და უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. მთავრობის მეთაური უკრაინელ ხალხს ომის მძიმე პერიოდში მშვიდობას და კეთილდღეობას უსურვებს. „დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ უკრაინას! ომის ამ მძიმე პერიოდში უკრაინას და უკრაინელ ხალხს ვუსურვებთ მშვიდობას და კეთილდღეობას!“, – წერს პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

ნახვა »

ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის ქრობის სამუშაოებში თურქეთის სპეციალიზებული სახანძრო თვითმფრინავები ერთვებიან

საერთაშორისო დახმარების ფარგლებში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დილიდან ხანძრის სექტორების დამუშავების პროცესში თურქეთის რესპუბლიკის 8-ტონიანი ავზის მქონე სახანძრო თვითმფრინავი ჩაერთო, – ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დღესვე, ხანძრის ქრობის სამუშაოებში კიდევ ორი სპეციალიზებული სახანძრო თვითმფრინავი ჩაერთვება. ასევე, დილიდან ხანძრის ქრობის პროცესში ჩაერთვება რკინიგზის დეპარტამენტის სახანძრო მატარებელი. ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში, უწყვეტ …

ნახვა »

ზურაბიშვილი: უპასუხო აგრესია იწვევს მეტ აგრესიას და არასტაბილურობას. ყირიმი უკრაინაა

სალომე ზურაბიშვილი ყირიმის პლატფორმის მეორე სამიტზე სიტყვით გამოვიდა.  მან თქვა: “ჩემთვის დიდი პატივია, წარმოვადგენდე საქართველოს და ქართველ ხალხს. აუცილებელია ერთად დგომა იმ ღირებულებების დასაცავად, რომელიც გვაერთიანებს და რომელიც, მე მჯერა, რომ ჩამოაყალიბებს ჩვენს საერთო მომავალს. ამაყი ვარ, რომ ვუერთდები ყირიმის დეკლარაციას საქართველოს სახელით. კიდევ ერთხელ ვიმეორებთ ჩვენს მხარდაჭერას თქვენი [უკრაინის] ტერიტორიული მთლიანობის …

ნახვა »

ზურაბიშვილი ყირიმის პლატფორმის სამიტში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს მონაწილეობას მიიღებს „ყირიმის პლატფორმის“ მეორე სამიტში, რომელიც უკრაინის პრეზიდენტის ინიციატივით შეიქმნა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამიტი ონლაინფორმატში ტარდება და მიზნად ისახავს ყირიმის მიმდინარე ოკუპაციაზე საერთაშორისო რეაგირების ეფექტიანობის გაუმჯობესებას, უსაფრთხოების მზარდ საფრთხეებზე რეაგირებას, კრემლზე საერთაშორისო ზეწოლის გაზრდას, ყირიმის დეოკუპაციისა და მისი უკრაინისთვის დაბრუნებას. საქართველოს პრეზიდენტი სიტყვით მიმართავს სამიტის მონაწილეებს: მსოფლიო …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია