პოლიტიკა

ომი უკრაინაში

კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის აღდგენა ვეღარ მოხდება

”უკრჰიდროენერგოს” გავრცელებული ინფორმაციით, კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის აღდგენა ვეღარ მოხდება. უწყებაში ამბობენ, რომ ჰესის აფეთქების შედეგად კახოვსკის სადგურის მართვის განყოფილება სრულად განადგურდებულია. მათ განცხადებაში წერია, რომ ჰესის რეზერვუარში წყლის დონის ასეთი კლება საფრთხეს უქმნის ზაპოროჟიეს ატომურ სადგურს, რომელსაც თავის მხრივ უსაფრთხოებისთვის აუცილებელი გაგრილების სისტემისთვის წყალი ჰესიდან მიეწოდება. რუსმა ოკუპანტებმა კახოვკის ჰესი ამ …

ნახვა »

შარლ მიშელი – რუსეთმა და მისმა მარიონეტებმა პასუხი უნდა აგონ

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელმა კახოვსკას კაშხლის აფეთქებაზე განაცხადა, რომ რუსეთმა და მისმა მარიონეტებმა პასუხი უნდა აგონ. „შოკირებული ვარ ნოვა კახოვკას კაშხალზე განხორციელებული უპრეცედენტო თავდასხმით. სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურება აშკარად კვალიფიცირდება, როგორც ომის დანაშაული და რუსეთისა და მისი მარიონეტების პასუხისმგებლობას დავაყენებთ“, – აღნიშნა მიშელმა. ბრიუსელში მომხდარს, ევროკავშირის საბჭოს მომავალ სამიტზე განიხილავენ …

ნახვა »

ვოლოდიმერ ზელენსკი – უკრაინა რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიის დასაბრუნებლად კონტრშეტევის დასაწყებად მზად არის

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Wall Street Journal-თან საუბრისას განაცხადა, რომ უკრაინა რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიის დასაბრუნებლად კონტრშეტევის დასაწყებად მზად არის. „მტკიცედ გვჯერა, რომ წარმატებას მივაღწევთ. არ ვიცი, რამდენი ხანი დასჭირდება, მაგრამ ვაპირებთ ამის გაკეთებას და მზად ვართ”, – აღნიშნა ზელენსკიმ. ცნობისთვის, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გასულ თვეში თქვა, რომ უკრაინას კონტრშეტევის დასაწყებად …

ნახვა »

რეალისტები უნდა ვიყოთ და ვთქვათ: ეს არ მოხდება ვილნიუსში, ეს არ მოხდება უახლოეს მომავალი – ბენ უოლესი უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებაზე

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრი, ბენ უოლესი აცხადებს, რომ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება უახლოეს მომავალში არ მოხდება. „რეალისტები უნდა ვიყოთ და ვთქვათ: ეს არ მოხდება ვილნიუსში, ეს არ მოხდება უახლოეს მომავალში“, – აღნიშნა უოლესმა. მისი განცხადებით, რიგი ქვეყნები მზად არიან დადონ ორმხრივი ან მრავალმხრივი „თავდაცვის პაქტები“ უკრაინასთან და მხარი დაუჭირონ გრძელვადიან გეგმებს …

ნახვა »

ჯეიმს კლევერლი – უკრაინას აქვს ლეგიტიმური უფლება, დაიცვას საკუთარი თავი

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთამინისტრმა, ჯეიმს კლევერლიმ მოსკოვში დრონებით თავდასხმის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე კითხვები დაუსვეს. კერძოდ, აქვს თუ არა უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმის განხორციელების უფლება, რაზედაც ჯეიმს კლევერლიმ უპასუხა : „უკრაინას აქვს ლეგიტიმური უფლება, დაიცვას საკუთარი თავი. მას, რა თქმა უნდა, აქვს ლეგიტიმური უფლება, გააკეთოს ეს საკუთარ საზღვრებში, მაგრამ ასევე აქვს …

ნახვა »

ვოლოდიმირ ზელენსკი – საბჭოთა კავშირის აღდგენა – ეს არის ვლადიმერ პუტინის ცხოვრების მიზანი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის შეფასებით, რუსეთის აგრესიის შემდეგი პოტენციური სამიზნე, შესაძლოა, ბელარუსი გახდეს, რადგამაც ვლადიმერ პუტინის მიზანი საბჭოთა კავშირის აღდგენაა. „საბჭოთა კავშირის აღდგენა – ეს არის მისი ცხოვრების მიზანი. ვინაიდან დიპლომატიური გზით ამის მიღწევა შეუძლებელია, ყველანაირი მუქარა სცადა და ენერგორესურსები იარაღად გადაექცია. ეს არ გამოუვიდა. ამის შემდეგ გადაწყვიტა, ღია აგრესორი …

ნახვა »

მოსკოვში უპილოტო საფრენი აპარატები ორ საცხოვრებელ კორპუსს დაეჯახა

რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთის დედაქალაქში უპილოტო საფრენი აპარატები ორ საცხოვრებელ კორპუსს დაეჯახა. მომხდარს საგანგებო სიტუაციების სამსახურის ადასტურებს. ერთი დრონი შენობას პროფსოიუზნაიას ქუჩაზე დაეჯახა, მეორე – ატლასოვას ქუჩაზე. მომხდარის შედეგად არ არიან დაშავებულები. “დრონი, პროფსოიუზნაიას ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ზედა სართულებს დაეჯახა. განადგურდა სახლის ფასადი და მინა. მსხვერპლი არ ყოფილა. დრონი ასევე …

ნახვა »

ბელგოროდში „ეფ-ეს-ბესა“ და შსს-ს შენობებზე იერიში მიიტანეს

ბელგოროდში რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის შენობაზე იერიში მიიტანეს, ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია სხვადასხვა „ტელეგრამ“ არხზე დაყრდნობით ავრცელებს. რუსულმა ონლაინ გამოცემამ SOTA-მ „ტელეგრამზე“ გამოაქვეყნა ფოტო და ვიდეო მასალა, სადაც ჩანს ქალაქის თავზე ამომავალი კვამლი. “ბელგოროდში „ეფ-ეს-ბეს“ შენობას დაარტყეს. ქალაქში შემოღებული კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმის გამო, რეგიონში აკრძალულია ნებისმიერი პუბლიკაცია ოფიციალურ …

ნახვა »

საომარი მოქმედებების ეპიცენტრში ბახმუტი და მარინკა არიან

„გასული დღის განმავლობაში ფრონტის მითითებულ სექტორებში 37 საბრძოლო შეტაკება მოხდა. ბახმუტი და მარინკა საომარი მოქმედებების ეპიცენტრში არიან. ბახმუტის მიმართულებით, რუსებმა სცადეს დაკარგული პოზიციების აღდგენა ივანოვსკოეს დასახლების სამხრეთით“, – ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. უკრაინის თავდაცვის ძალებსა და საოკუპაციო ძალებს შორის, გასული დღის განმავლობაში, 5 მიმართულებით 37 შეტაკება მოხდა. …

ნახვა »

ვოლოდიმირ ზელენსკი იაპონიაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, იაპონიის ქალაქ ჰიროსიმაში ჩავიდა. CNN-ის ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტი იაპონიაში საფრანგეთის მთავრობის თვითმფრინავით ჩავიდა, რომელიც ჰიროსიმაში ცოტა ხნის წინ დაეშვა. ვოლოდიმირ ზელენსკი ჰიროსიმაში მიმდინარე „დიდი შვიდეულის“ სამიტში მიიღებს მონაწილეობას.

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია