პოლიტიკა

ომი უკრაინაში

ემანუელ მაკრონმა ხელი მოაწერა დეკლარაციას, რომლითაც ის ნატო-ში გაწევრიანებისკენ უკრაინის სვლას უჭერს მხარს

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ხელი მოაწერა დეკლარაციას, რომლითაც ის ნატო-ში გაწევრიანებისკენ უკრაინის სვლას უჭერს მხარს. ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, იგორ ჟოვკვამაც გააკეთა. მისი თქმით, ერთობლივმა დეკლარაციამ უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერება ევროატლანტიკური მიმართულებით კიდევ უფრო შესაძლებელი გახადა.

ნახვა »

რუსეთში, ბრიანსკის ოლქში ვერტმფრენი ჩამოვარდა

რუსეთში, ბრიანსკის ოლქში ვერტმფრენი ჩამოვარდა. ამის შესახებ უკრაინული მედიაში გავრცელდა ინფორმაცია. მათივე ინფორმაციით, ინციდენტი უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 50 კმ-ში, ქალაქ კლინცისთან მოხდა. არსებობს ვერსია, რომ შვეულმფრენი რაკეტით ააფეთქეს. პილოტები დაიღუპნენ. რამდენიმე დღის წინ რუსული ვერტმფრენი ყირიმშიც ჩამოვარდა. შვეულმფრენის აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა. დიდია ალბათობა, რომ ის ვერტმფრენიც უკრაინულმა ძალებმა ჩამოაგდეს.

ნახვა »

ქალაქ ბახმუტს რუსეთი ცეცხლგამჩენი და ფოსფორის შემცველი საბრძოლო მასალის გამოყენებით ბომბავს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დილის ანგარიშის მიხედვით უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, მოწინააღმდეგის 55 შეტევა მოიგერიეს. უწყების ინფორმაციით, რუსეთი შეტევას ოთხი ძირითადი მიმართულებით აგრძელებს – ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკასა და მარინკას მიმართულებით. გენშტაბში ამბობენ, რომ ლიმანის მიმართულებით მტერი წარუმატებლად ცდილობდა დაწინაურებას სპორნის მიმართულებით და რამდენიმე საჰაერო და საარტილერიო დარტყმა …

ნახვა »

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი ზურაბ ოდიშვილი საქართველოში ჩამოასვენეს

უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ზურაბ ოდიშვილი საქართველოში ჩამოასვენეს. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ბოტკოველმა ჟურნალისტებს განუცხადა, უკრაინაში მებრძოლი ქართველები ყველა მოქალაქის გასაკეთებელს აკეთებენ და იბრძვიან როგორც საქართველოს, ისე უკრაინის თავისუფლებისთვის. „ჩვენ არაერთი ისტორია მოგვისმენია ქართველი ვაჟკაცების ბრძოლის შესახებ უკრაინის ფრონტზე. ერთი რამ შეგვიძლია, რომ ვიამაყოთ, ყველას გასაკეთებელს აკეთებენ. …

ნახვა »

ვოლოდიმირ ზელენსკი – გვესმის, რომ ვერ შევალთ ნატო-ში, ვიდრე ომი გრძელდება, თუმცა ომის დროს ჩვენ გვინდა, მოვისმინოთ მკაფიო სიგნალი, რომ ომის შემდეგ ვიქნებით ნატო-ში

გვესმის, რომ ვერ შევალთ ნატო-ში, ვიდრე ომი გრძელდება, თუმცა ომის დროს ჩვენ გვინდა, მოვისმინოთ მკაფიო სიგნალი, რომ ომის შემდეგ ვიქნებით ნატო-ში – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ასევე აღნიშნა ისიც, რომ იმედოვნებს ვილნიუსის სამიტზე მოკავშირეებისგან ალიანსში გაწევრიანების პერსპექტივის მკაფიო სიგნალს მიიღებს. ამის შესახებ ზელენსკიმ ნიდერლანდებისა და ბელგიის პრემიერ-მინისტრებთან ერთობლივ ბრიფინგზე …

ნახვა »

უკრაინამ გასული დღე-ღამის განმავლობაში, ოკუპანტების 41 შეტევა მოიგერა

უკრაინამ გასული დღე-ღამის განმავლობაში, ოკუპანტების 41 შეტევა მოიგერა. ბახმუტი და მარინკა ისევ ფრონტის ყველაზე ცხელ წერტილებად რჩება – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია ნათქვამი. მათივე განცხადებით, რუსულმა ძალებმა საჰაერო დარტყმა განახორციელეს ჩერნიგოვის ოლქის ლიზუნოვკას დასახლებაზე მართვადი ბომბებით. თავდასხმის შედეგად ბავშვი გარდაიცვალა. ამას გარდა, რუსებმა ჩერნიგოვის ოლქის კიდევ …

ნახვა »

უკრაინაში მასშტაბური საჰაერო განგაშია გამოცხადებული

უკრაინის ტერიტორიაზე მასშტაბური საჰაერო განგაშია გამოცხადებული, მოსახლეობას სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდებენ. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამ დროისთვის, საჰაერო განგაშის სიგნალის ხმა ისმის სუმის, პოლტავას, ხარკოვის, დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიეს, დონეცკის, მიკოლაივის, ხერსონის, ოდესის, კიროვოგრადის, ჩერკასის, ჩერნიგოვის, კიევის, ჟიტომირისა და ვინიცას ოლქებში. უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსი, ანდრეი ერმაკი უკრაინელ ხალხს მოუწოდებს არ უგულებელყონ განგაშის სიგნალი …

ნახვა »

რუსული ძალების საჰაერო თავდასხმის დროს, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა კიევთან ახლოს 11 ფრთოსანი რაკეტა და 2 დრონი ჩამოაგდეს

უკრაინაში საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული, კიევსა და ქვეყნის რამდენიმე ოლქში აფეთქებების ხმები ისმოდა. რუსული ძალების მიერ ქალაქ დნეპრის დაბომბვისას ახალგაზრდა ქალი და 3 წლის ბავშვი გარდაიცვალა. ჩერკასის ოლქის ქალაქ უმანში რუსული რაკეტა 9-სართულიან საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა, 5 ადამიანია დაშავებული. უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსული ძალების საჰაერო თავდასხმის დროს, უკრაინის საჰაერო თავდაცვის …

ნახვა »

უკრაინის გენშტაბი – რუსული ძალების მიერ აქტიურ შეტევით ოპერაციები მიმდინარეობს ბახმუტის, ავდიივკასა და მარინკას მიმართულებებით

რუსული ძალების მიერ აქტიურ შეტევით ოპერაციები მიმდინარეობს ბახმუტის, ავდიივკასა და მარინკას მიმართულებებით, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დილის ანგარიშშია აღნიშნული. უწყების ცნობით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, ფრონტის ამ სამი მიმართულებით მტრის 39 შეტევა მოიგერიეს. გენშტაბში ასევე აცხადებენ, რომ ბახმუტისა და მარინკასათვის სასტიკი ბრძოლები გრძელდება. „ბახმუტის …

ნახვა »

ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკიმ გან­აცხადა, მსოფლიოს ყველა ლიდერის მაგიდაზე იქნება სანქციები ნებისმიერი ადამიანის წინააღმდეგ, ვინც რუსეთს სანქციებისთვის გვერდის ავლაში ეხმარება

უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­მა, ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკიმ გან­აცხადა, მსოფლიოს ყველა ლიდერის მაგიდაზე იქნება სანქციები ნებისმიერი ადამიანის წინააღმდეგ, ვინც რუსეთს სანქციებისთვის გვერდის ავლაში ეხმარება. “რუსეთმა უნდა წააგოს, სამყაროს სხვა მიზანი არ შეიძლება, ჰქონდეს,” – განაცხასა ზელენსკიმ. მისი თქმით, სა­ერ­თა­შო­რი­სო სან­ქცი­ე­ბის ჯგუფ­მა, ან­დრეი ერ­მა­კი­სა და მა­იკლ მა­კ­ფო­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით, წა­რად­გი­ნა დო­კუ­მენ­ტი რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ სან­ქცი­ე­ბის გამ­კაც­რე­ბის შე­სა­ხებ. …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია