პოლიტიკა

პოლიტიკა

საქართველოსა და მსოფლიოს ღოველდღიური პოლიტიკური სიახლეები

მამუკა ხაზარაძის ადვოკატმა, ზვიად კორძაძემ ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა

”ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის ადვოკატმა, ზვიად კორძაძემ ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. მას პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვაში ადანაშაულებენ. ადვოკატი განმარტავს, რომ ირაკლი კობახიძემ მამუკა ხაზარაძის მიმართ ცილისმწამებლური ინფორმაცია გაავრცელა, თითქოს მამუკა ხაზარაძე წინა ხელისუფლების დროს არსებული „რეკეტის სქემებში“ მონაწილეობდა. ისინი ირაკლი კობახიძისგან გავრცელებული ცრუ ცნობების უარყოფას ითხოვენ. …

ნახვა »

მიხეილ დაუშვილი – მოვუწოდებთ მთავრობას დაგეგმოს რამდენიმე ჩარტერი ისრაელიდან საქართველოში

მოვუწოდებთ მთავრობას, დაგეგმოს რამდენიმე ჩარტერი ისრაელიდან საქართველოში და ჩვენ მოქალაქეებს, ვისაც ამის სურვილი აქვთ, მიეცეთ საშუალება, დროულად დაბრუნდნენ,-  განაცხადა პარტია “საქართველოსთვის” წევრმა მიხეილ დაუშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ისრაელიდან საქართველოში დაბრუნება ბევრ ბარიერთან არის დაკავშირებული, მათ შორის ფინანსური კუთხით. “ჩვენს მოქალაქეებს ისრაელში რაც ახლა სასწრაფოდ სჭირდებათ და სადაც სჭირდებათ ჩვენი სახელმწიფოს …

ნახვა »

საქართველოს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ეწვია

საქართველოს სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ეწვია. შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – ლევან დავითაშვილი, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი – ზურაბ პატარიძე და საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი – ფაიგ გულიევი დახვდნენ. ვიზიტის …

ნახვა »

პაველ ჰერჩინსკი – საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა, რაც ნამდვილად არ უწყობს ხელს ნომერ პირველი პრიორიტეტის შესრულებას

საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა, რაც ნამდვილად არ უწყობს ხელს ნომერ პირველი პრიორიტეტის შესრულებას, კითხვები ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის შესახებ, რაც ხელს არ უწყობს ნომერ მეორე პრიორიტეტის შესრულებას, – განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ. „ჩვენ ველოდებით საქართველოს შესახებ გაფართოების პირველ ანგარიშს. ეს იქნება ევროკომისიის მიერ წარდგენილი დამსახურებაზე დაფუძნებული ანგარიში. ანგარიში იქნება …

ნახვა »

გააგრძელეთ წინსვლა, იყავით მკაფიო რეფორმების განხორციელების და იმ პოლიტიკის გატარების პროცესში, რომელზედაც შევთანხმდით – ურსულა ფონ დერ ლაიენმა

გააგრძელეთ წინსვლა, იყავით მკაფიო რეფორმების განხორციელების და იმ პოლიტიკის გატარების პროცესში, რომელზედაც შევთანხმდით, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ჟურნალისტებთან ქალაქ გრანადაში საქართველოსთან დაკავშირებით. მისი თქმით, საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია, თუმცა ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიმავალ გზაზე ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვს გასაკეთებელი. „ჩვენ შევაფასეთ საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი. ბევრი …

ნახვა »

ირაკლი კობახიძე – მესიჯი ჰქონდათ, რომ კარვები იკრძალება, რაც ტყუილია!

მესიჯი ჰქონდათ, რომ კარვები იკრძალება, რაც ტყუილია! – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ შეკრებებისა და მანიფესტაციების დროს დროებითი კონსტრუქციების განთავსების შეზღუდვასთან დაკავშირებულ ინიციატივაზე საუბრისას. კობახიძე განმარტავს, რომ პოლიციას ეძლევა შესაძლებლობა, რომ საკუთარი დისკრეციით შეაფასოს, როდის უნდა გაიშალოს კარავი და როდის – არა. „მესიჯი ჰქონდათ, რომ კარვები იკრძალება, რაც ტყუილია! …

ნახვა »

გიორგი ვაშაძე – რუსეთი ოჩამჩირეში ბაზის გახსნას ბედავს იმიტომ, რომ მარიონეტი რეჟიმი ჰყავს თბილისშიც

რუსეთი ოჩამჩირეში ბაზის გახსნას ბედავს იმიტომ, რომ მარიონეტი რეჟიმი ჰყავს თბილისშიც, – აცხადებს “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე. როგორც მან აღნიშნა, “ქართული ოცნება” ლავროვის ოჯახის წევრებს საქართველოში “პურ-მარილს უშლის” და დუმს ოჩამჩირეში რუსეთის საზღვაო სამხედრო ბაზის განლაგების საკითხზე. “უმძიმესი და საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის კატასტროფული საფრთხის შემცველი ინფორმაცია გახდა დღეს ჩვენთვის, …

ნახვა »

ირაკლი ღარიბაშვილი – ყველა ევროპელი ლიდერისგან, მივიღე დასტური იმის თაობაზე, რომ ისინი მხარს დაუჭერენ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას

ირაკლი ღარიბაშვილი ევროპის პოლიტიკური გაერთიანების რიგით მესამე სამიტის გახსნის ღონისძიებას დაესწრო. მთავრობის მეთაურის თქმით, საკითხი ეხებოდა უკრაინის ომს და მის გავლენებს რეგიონზე, მათ შორის, ჩვენს რეგიონში მიმდინარე სიტუაციას და ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს, რომელიც ეხება აზერბაიჯანსა და სომხეთს. „ასევე, მათ მივაწოდე ინფორმაცია დღეს დილით გავრცელებული ინფორმაციის თაობაზე. იცით, რომ გახდა …

ნახვა »

ირაკლი კობახიძე – საქართველოს პრეზიდენტად წოდებული სალომე ზურაბიშვილი წითელ ზღვარს კვეთს – რა ნდობაზეა საუბარი, მთავრობა არ ენდობა პრეზიდენტს

“ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის  განაცხადებით, არ არსებობს ნდობა მთავრობასა და პრეზიდენტს შორის.  მთავრობა არ ენდობა პრეზიდენტს, რადგან პრეზიდენტი გამოვიდა 26 მაისს სამარცხვინოდ და ბოდიში მოუხადა მთავრობის საქმიანობისთვის 2008 წელს დაღუპული გმირების ოჯახის წევრებს, ამის შემდეგ მთავრობა როგორ უნდა ენდოს პრეზიდენტს. კობახიძე აცხადებს, რომ  მთავრობა ვერ ენდობა პრეზიდენტს ისეთ მნიშვნელოვან …

ნახვა »

საგარეო საქმეთა სამინისტრო – შეშფოთებას გამოთქვამთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის დამატებითი ბაზის განლაგებისა და რუსეთის ინიცირებულ ინტეგრაციულ პროცესებში აფხაზეთის რეგიონის ჩართვის შესახებ განცხადებებთან დაკავშირებით

მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, პატივი სცეს საერთაშორისო ვალდებულებებს, შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და შეწყვიტოს საქართველოს განუყოფელი რეგიონების უკანონო ოკუპაცია, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულს განცხადებაში. „შეშფოთებას გამოთქვამთ სოხუმში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის განცხადებებთან დაკავშირებით საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია