პოლიტიკა

პოლიტიკა

საქართველოსა და მსოფლიოს ღოველდღიური პოლიტიკური სიახლეები

მამუკა მდინარაძე: რაც ჩვენ პრეზიდენტის არჩევისთვის ვიწვალეთ, ახია ჩვენზე რომ იტყვიან, იმდენად ტენდენციური აღმოჩნდა ქალბატონი სალომე

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებაზე კითხვა-პასუხის რეჟიმი არ იქნება, შესაბამისად, არ იქნება შესაძლებლობა მას კითხვები დაუსვან. ასე უპასუხა მდინარაძემ ჟურნალისტის კითხვას, დაუსვამენ თუ არა უმრავლესობის წევრები კითხვას ზურაბიშვილს მის განცხადებაზე, რომ ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქია. „გირჩევთ, რომ გაეცნოთ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტს, რომელსაც ვერ გადავალთ და …

ნახვა »

რა თქვა შარლ მიშელმა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე

ევროსაბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი გუშინ მოლდოვის პრეზიდენტს შეხვდა. მხარეებმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე განიხილეს მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი. შარლ მიშელმა აღნიშნა, რომ საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დაწყებაზე ევროკავშირი გადაწყვეტილებას წლის ბოლოს მიიღებს. შარლ მიშელის განცხადებით, მომდევნო რამდენიმე თვეში არაერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება გახდება ცნობილი. “ევროკომისიამ უნდა გამოაქვეყნოს უახლესი ანგარიში …

ნახვა »

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებმა საქართველოს პარლამენტში შეხვედრები გამართეს

თბილისში ვიზიტით მყოფმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებმა საქართველოს პარლამენტში შეხვედრები გამართეს. 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებასთან დაკავშირებით იურიდიულ საკითხთა კომიტეტის საქმიანობასა და ამ მიმართულებით სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს კომიტეტის წევრებთან შეხვედრისას. როგორც კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, ევროპელი კოლეგების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინტერესის საგანს წარმოადგენდა, მონაწილეობდა თუ არა ყველა …

ნახვა »

მამუკა მდინარაძე – ბრეივიკმა ხელი თავად გამოკრა სასხლეტს, ხოლო მიხეილ სააკაშვილმა შექმნა სისტემა, სადაც სასხლეტზე ხელის გამომკვრელი ბევრი ადამიანი იყო

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილისთვის ადამიანის უფლებების დარგში ჯილდოს გადაცემა ქართველი ხალხისადმი უკიდურესი ცინიზმია. როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, სააკაშვილმა შექმნა სისტემა, სადაც „სასხლეტზე ხელის გამომკვრელი ბევრი ადამიანი იყო“. „ბრეივიკმა ხელი თავად გამოკრა სასხლეტს, ხოლო მიხეილ სააკაშვილმა შექმნა სისტემა, სადაც სასხლეტზე ხელის გამომკვრელი ბევრი ადამიანი იყო. ეს ძალიან სერიოზული განსხვავებაა. უკიდურესი ცინიზმია, რომ მიხეილ სააკაშვილს ადამიანის უფლებების დაცვის …

ნახვა »

ირაკლი ღარიბაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლებს შეხვდა

საქართველოსა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას შორის არსებული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და საქართველოში მიმდინარე და განხორციელებული დემოკრატიული რეფორმების დღის წესრიგი იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლების შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს საკითხებში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის …

ნახვა »

ირაკლი კობახიძე საქართველოში ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის შეხვდა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოში ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის შეხვდა. ინფორმაციას პარტია „ქართული ოცნება“ ფეისბუქგვერდზე ავრცელებს. მათივე ცნობით, მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებას და ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესს.

ნახვა »

„ქართული ოცნება“ პარტიულ კონფერენციებს გამართავს

„ქართული ოცნება“ ქვეყნის მასშტაბით 73 პარტიულ კონფერენციას გამართავს. ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, პირველი კონფერენცია 28 მარტს ბათუმში ჩატარდება. „მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, გენერალური მდივანი კახა კალაძე, აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე, რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე და აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე პარტიის ბათუმის ორგანიზაციის წევრებს შეხვდებიან. კონფერენციის …

ნახვა »

სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის წინაშე წლიური ანგარიშით 31 მარტს წარდგება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის წინაშე წლიური ანგარიშით 31 მარტს წარდგება. ამის შესახებ პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. პარლამენტის სპიკერის ცნობით, თარიღი პრეზიდენტთან უკვე შეთანხმებულია და იმის გათვალისწინებით, რომ მიმდინარე კვირა არასასესიოა, სალომე ზურაბიშვილს 31 მარტს რიგგარეშე სხდომის მოწვევის მიზნით მიმართავს.

ნახვა »

ირაკლი ღარიბაშვილი – საქართველოსთვის ახალი ომის დაწყება ნიშნავს მესამე მსოფლიო ომის დაწყებას, რადგან ქვეყანა ვერ გაუძლებს ახალ ომს

ჩვენთვის, საქართველოსთვის, ახალი ომის დაწყება ნიშნავს მესამე მსოფლიო ომის დაწყებას. აბსოლუტურად იდენტურია ჩვენთვის, იმიტომ, რომ ქვეყანა ვერ გაუძლებს ახალ ომს, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც მთავრობის მეთაურს ინტერპელაციის წესით უსმენენ. მთავრობის მეთაურის თქმით, დღეს ჩვენი ქვეყნის წინაშე მთავარი გამოწვევა არის ქვეყნის შიგნით სტაბილურობის შენარჩუნება, მშვიდობის …

ნახვა »

ირაკლი ღარიბაშვილი – ხელისუფლებას, რომელიც ადამიანებს აწამებდა, ჩაგრავდა, კლავდა, აუპატიურებდა, ატერორებდა, არ აქვს მორალური უფლება, ესაუბროს ხალხს ევროპულ ინტეგრაციაზე

ხელისუფლება, რომელიც ადამიანებს აწამებდა, ჩაგრავდა, კლავდა, აუპატიურებდა და ართმევდა სახლებს, ბიზნესებს, ატერორებდა, არ იმსახურებს და არ აქვს მორალური უფლება, ესაუბროს ხალხს, ევროპულ ინტეგრაციაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს. მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არის ქართველი ხალხის დაცინვა და შეურაცხყოფა. „ყველას კარგად …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია