პოლიტიკა

პოლიტიკა

საქართველოსა და მსოფლიოს ღოველდღიური პოლიტიკური სიახლეები

საქართველოს პრეზიდენტი ლიეტუვაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ლიეტუვის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა. საქართველოს პრეზიდენტს ვილნიუსის საერთაშორისო აეროპორტში ცერემონიით დახვდნენ. მასთან შესახვედრად მივიდნენ: ლიეტუვის რესპუბლიკის პრეზიდენტის კანცლერი აგილა ბარჯიენე, საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ​ანდრიუს კალინდრა, ლიეტუვის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სალომე შაფაქიძე და სამხედრო ატაშე ირაკლი უჩაძე. საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის …

ნახვა »

ფრიდონ ინჯია სალომე ზურაბიშვილს: ბოლო პერიოდის თქვენი განცხადებები მიმართულია დეპოლარიზაციის გაღრმავებისკენ, განსაკუთრებით დღევანდელი გამოსვლა

ბოლო პერიოდის თქვენი განცხადებები მიმართულია დეპოლარიზაციის გაღრმავებისკენ და განსაკუთრებით დღევანდელი გამოსვლა. თქვენ გაქვთ კიდევ ერთი წელი, რომ იყოთ საქართველოს პრეზიდენტი და გთხოვთ გააკეთოთ ისეთი განცხადებები, რომელიც იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე. თუ ამას გააკეთებ, ამით თქვენ ერთ პატარა ბრტყელ აგურს დადებთ ქვეყნის მშენებლობისთვის და კეთილდღეობისთვის, – ამ სიტყვებით …

ნახვა »

მამუკა მდინარაძე პრეზიდენტს: დღეს თქვენ სტარტი მიეცით პოლარიზაციის ახალ ტალღას. თქვენ ხელი შეუწყვეთ ხელისუფლების მიმართ „პრორუსობასთან“ დაკავშირებით პიარულ დარტყმებს და ერთხმად ნალაპარაკებ „არა რუსული კანონის“ ნარატივის გაძლიერებას

დღეს თქვენ სტარტი მიეცით პოლარიზაციის ახალ ტალღას. თქვენ ხელი შეუწყვეთ ხელისუფლების მიმართ „პრორუსობასთან“ დაკავშირებით პიარულ დარტყმებს და ერთხმად ნალაპარაკებ „არა რუსული კანონის“ ნარატივის გაძლიერებას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მამუკა მდინარაძემ პრეზიდენტის ანგარიშის დროს სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მან კითხვით მიმართა პრეზიდენტს, მაშინ, როდესაც ევროპა აღიარებს, რომ საქართველოს ეკუთვნოდა კანდიდატის …

ნახვა »

ალეკო ელისაშვილმა სალომე ზურაბიშვილს მიმართა – არ მინდოდა, პრეზიდენტი ყოფილიყავით, მეშინოდა, რომ არ იქნებოდით თანმიმდევრული ეროვნული არჩევანის დაცვისას, მაგრამ ახლა ჩემი სიტყვები უკან მიმაქვს

მე არ მინდოდა, თქვენ ყოფილიყავით საქართველოს პრეზიდენტი და მე თქვენ ძალიან მწარედ, ძალიან მძიმედ გაკრიტიკებდით, – ასე მიმართა „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რომელმაც დღეს წლიური ანგარიში წარადგინა. ელისაშვილის თქმით, მას წლების წინ ეშინოდა, რომ სალომე ზურაბიშვილი არ იქნებოდა მტკიცე და თანმიმდევრული საქართველოს ეროვნული არჩევანის დაცვისას. „პიროვნულად …

ნახვა »

დავით უსუფაშვილი – დღეს ჩვენ მოვისმინეთ სახელმწიფოს გაბრაზებული მეთაურის გამოსვლა – ქალბატონო სალომე, ორიოდე წლის წინ რომ გაბრაზებულიყავით, შეიძლება უფრო წინ ყოფილიყავით

დღეს ჩვენ მოვისმინეთ სახელმწიფოს გაბრაზებული მეთაურის გამოსვლა – „ქართულ ოცნებაზე“ ამაზე უფრო დამოკიდებული პრეზიდენტობის კანდიდატი არ მახსოვს, მაგრამ ასე დამოკიდებული ადამიანიც კი ამ ზომამდე რომ მიიყვანეთ, პატივცემულებო, იქნებ კარგად დაფიქრდეთ, რაშია საქმე, – ასე მიმართა „ლელოს“ დეპუტატმა დავით უსუფაშვილმა ხელისუფლებას პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, სადაც პრეზიდენტი ყოველწლიური მოხსენებით წარდგა. ამასთან, როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, პრეზიდენტი …

ნახვა »

სალომე ზურაბიშვილი – უკრაინასთან მიმართებით ვერც დიპლომატია გამოვიჩინეთ, ვერც გონიერება და ვერც ჩვენთვის შესაფერისი ისტორიული სოლიდარობა

უკრაინასთან მიმართებით ვერც დიპლომატია გამოვიჩინეთ, ვერც გონიერება და ვერც ჩვენთვის შესაფერისი ისტორიული სოლიდარობა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, ბოლო ორი წლის რიტორიკით და ქმედებებით ხელისუფლებამ თავის 9-წლიან მმართველობას გეზი შეუცვალა ხალხის და ამომრჩევლის ნებას და მანდატს გადაუხვია. „დიახ, ჩვენ ვუერთდებით გაერო-ში რეზოლუციებს, …

ნახვა »

სალომე ზურაბიშვილი – ხალხის ნების დაცვა ჩემი საქმიანობის მამოძრავებელი ძალაა, ვიყენებ ყველა შესაძლებლობას, რათა დავიცვა, გავამყარო ქვეყნის ევროპული მისწრაფებები და მიღწევები

ჩემი პრეზიდენტობის დღიდან ვიყენებ ჩემს ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას: ეს არის პირადი კონტაქტები, კავშირები, ოფიციალური ვიზიტები, საერთაშორისო ტრიბუნები და საერთაშორისო მედია, რათა დავიცვა და გავამყარო ქვეყნის ევროპული მისწრაფებები და მიღწევები, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებისას განაცხადა. როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, საქართველოს მოქალაქეების უფლებების დაცვა ქვეყნის შიგნით და გარეთ წარმოადგენს …

ნახვა »

ზურაბიშვილმა მთავრობას კონსტიტუციაში ევროინტეგრაციაზე ჩანაწერი შეახსენა

საქართველოს პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას სალომე ზურაბიშვილმა მთავრობას კონსტიტუციაში ევროინტეგრაციაზე ჩანაწერი შეახსენა. მან ქართულ ოცნებას მიმართა, რომ მათი ვალია, ხალხის ნება აღასრულონ, ხალხის ნება კი ევროპული მომავალია. “დღეს ეროვნული ინტერესი და ხალხის გამოკვეთილი ნება თანხვედრაშია, მიზანიც ნათელია – ეს ევროპული მომავალია. ხელისუფლებამ კი დღესაც უნდა აღასრულოს ქართველი ენის ნება, სწორედ …

ნახვა »

რობინ დანიგანი – ჩვენ მუდმივად ვხედავთ ქართველი ხალხის ერთგულებას ევროატლანტიკური გზის მიმართ, აშშ-ის ეროვნულ ინტერესებშია, გავაგრძელოთ ამ გზაზე მათი მხარდაჭერა

საქართველომ უნდა შეასრულოს ევროკავშირის 12 რეკომენდაცია, ჩემი დამტკიცების შემთხვევაში, მჭიდროდ ვიმუშავებ მთავრობასთან, რომ მხარი დავუჭირო რეფორმების გატარებაში, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩობის კანდიდატმა, რობინ დანიგანმა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამართულ მოსმენაზე განაცხადა. სენატორმა ვან ჰოლენმა ელჩობის კანდიდატს სთხოვა, ესაუბრა „უცხოური გავლენის აგენტების კანონპროექტზე“, მის გარშემო პროტესტზე, კანონის გაწვევაზე და სამოქალაქო საზოგადოებაზე, ასევე რუსეთის …

ნახვა »

რობინ დანიგანი – ქართველებმა მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგეს უკრაინის მხარდასაჭერად, საქართველომ გაგზავნა ენერგეტიკული აღჭურვილობა, მიიღო ათასობით უკრაინელი ლტოლვილი

ქართველებმა, საქართველოს მოსახლეობამ ძალიან დიდი ხარისხით დაუჭირა მხარი უკრაინას ამ ომში, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩობის კანდიდატმა, რობინ დანიგანმა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამართულ მოსმენაზე განაცხადა. „ქართველებმა მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგეს უკრაინის მხარდასაჭერად, გაგზავნეს კრიტიკული დანიშნულების ენერგეტიკული აღჭურვილობა რუსეთის მიერ დაზიანებული ენერგოსისტემის დასახმარებლად. საქართველომ მიიღო ათასობით უკრაინელი ლტოლვილი. საქართველომ ასევე მიიღო რუსი დისიდენტები, …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია