უკრაინული მედია ავრცელებს ინფორმაციას, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, ვსევოლოდ კნიაზევის დაკავების შესახებ. მათივე ინფორმაციით, ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ და სპეციალურმა ანტიკორუფციულმა პროკურატურამ უზენაესი სასამართლოს ხელმძღვანელის მიერ დაახლოებით, 2.7 მილიონი აშშ დოლარის ქრთამის აღების ფაქტი გამოააშკარავეს. გავრცელებული ინფორმაციით, ვსევოლოდ კნიაზევმა, ქრთამი აიღო პირებისგან, რომლებიც ოლიგარქ კონსტანტინ ჟევაგოს ინტერესების სასარგებლოდ მოქმედებდნენ. უზენაეს სასამართლომ დაადასტურა, …
ნახვა »ემანუელ მაკრონმა ხელი მოაწერა დეკლარაციას, რომლითაც ის ნატო-ში გაწევრიანებისკენ უკრაინის სვლას უჭერს მხარს
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ხელი მოაწერა დეკლარაციას, რომლითაც ის ნატო-ში გაწევრიანებისკენ უკრაინის სვლას უჭერს მხარს. ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, იგორ ჟოვკვამაც გააკეთა. მისი თქმით, ერთობლივმა დეკლარაციამ უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერება ევროატლანტიკური მიმართულებით კიდევ უფრო შესაძლებელი გახადა.
ნახვა »ავიაკომპანია აზიმუთმა რეგისტრაციისას საიტზე მითითებული ქვეყნების სიიდან აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ამოიღო
რუსული ავიაკომპანია Azimuth-ის ვებ-გვერდზე, რომელიც რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების დაწყებას აპირებს, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ცალკეულ ქვეყნებად იყო ჩამოთვლილი. კერძოდ, მსურველებს ავიაკომპანიის ვებგვერდზე რეგისტრაციისას თვითგამოცხადებული რესპუბლიკების არჩევა შეეძლოთ. სოციალური მედიაში ქართველმა მომხმარებლებმა გააპროტესტეს ეს ფაქტი და აღნიშნეს, რომ რუსული კომპანია არღვევს საქართველოს კანონს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ. არასამთავრობო ორგანიზაცია …
ნახვა »გიორგი ვაშაძე – ხვალ ჩვენ გავასაჯაროებთ სრულიად ახალ ფაქტებს, სადაც საზოგადოება დაინახავს, თუ ვინ იდგა იმიტირებული “ქოლ ცენტრების” უკან
პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ ხვალინდელ სხდომაზე გაასაჯაროებენ სრულიად ახალ ფაქტებს, ვინ იდგა იმიტირებული “ქოლ ცენტრების” უკან. საზოგადოება დაინახავს კონკრეტულ მტკიცებულებებს, სახელებს და გვარებს, მათ შორის პარლამენტის წევრების, იმ ადამიანების, ვინც დგას “ქოლ ცენტრების” უკან, – განაცხადა ვაშაძემ. მან მოუწოდა ოპოზიციას სრული მობილიზებისკენ “ქოლ ცენტრებთან” …
ნახვა »არჩევნების წინასწარი შედეგების მიხედვით თურქეთში მეორე ტური იქნება
ამ წუთისთვის არსებული წინასწარი შედეგების მიხედვით, თურქეთში, გუშინ გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში, 50%-იანი ბარიერი ვერცერთმა კანდიდატმა გადალახა. შესაბამისად ქვეყანაში, 28 მაისს, არჩევნების მეორე ტური უნდა გაიმართოს. HaberTurk-ის ინფორმაციით, თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 99.20 პროცენტის დათვლის შემდეგ, წინასწარი მონაცემებით, არჩევნებში რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ხმების 49.39 პროცენტი მიიღო, მისმა კონკურენტმა, ქემალ ქილიჩდაროღლუმ კი …
ნახვა »ყველა ეკონომიკურ-ფინანსურ პირობას უქმნის რუსული პარტია პუტინს უკრაინაში ომისთვის და საქართველოს ოკუპაციისთვის – ლევან ხაბეიშვილი რუსეთთან ფრენების აღდგენაზე
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ რუსეთიდან ფრენების აღდგენას ეხმაურება. „პუტინს ეს ფრენები სჭირდება სანქცირებული შავი ფულის – „ქეშის“, სანქცირებული ოქროსა და სამხედრო დანიშნულების ჩიპების სამოძრაოდ, გადასატანად. მოსკოვი – თბილისი ავტომობილით რამდენიმე დღე და ხიფათია… რომ არ იწვალონ, ასე პირდაპირ შემოიტანენ ნებისმიერ ვალუტას, ოქროს და აქ დაფუძნებული …
ნახვა »გრიგოლ გეგელია – მოვუწოდებ ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ განაცხადოს უარი რუსეთთან საჰაერო მიმოსვლის აღდგენაზე და დაუყოვნებლივ დააწესოს სავიზო რეჟიმი რუსეთთან
ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ გეგელიამ მოვუწოდა ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ განაცხადოს უარი რუსეთთან საჰაერო მიმოსვლის აღდგენაზე და დაუყოვნებლივ დააწესოს სავიზო რეჟიმი რუსეთთან. როგორც განმარტა, ინფორმაცია სანქციების ახალ რაუნდთან დაკავშირებით რამდენიმე საგანგაშო გზავნილს შეიცავს საქართველოსთვის. გეგელიამ ასევე მოუწოდა ხელისუფლებას, მკაცრად უზრუნველყონ სანქციების დაცულობა და დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სანქცირებული რუსული პროდუქციის შესყიდვა და საქართველოს გეოპოლიტიკური …
ნახვა »ირაკლი ღარიბაშვილი – ჩვენი პოზიცია არის ცალსახა, რომ, რა თქმა უნდა, სანქცირებული თვითმფრინავებით არ განხორციელდება ფრენები
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კვლავაც ადასტურებს, რომ საქართველო რუსეთთან ეკონომიკურ ურთიერთობას გააგრძელებს და ამბობს, რომ საქართველოს პარტნიორებმა, მათ შორის აშშ-მ და ევროკავშირმა ეს ფაქტი უნდა გაითვალისწინონ. ჩვენი პოზიცია ცალსახაა, სანქცირებული თვითმფრინავებით არ შესრულდება ფრენები, განხორციელდება მხოლოდ არასანქცირებული კომპანიებით და თვითმფრინავებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. ღარიბაშვილის თქმით, ვაჭრობა, …
ნახვა »კელი დეგნანი – არავის სჯერა იმისა, რომ პუტინი ზრუნავს ქართველების კომფორტულ მგზავრობაზე
საქართველოში აშშ-ს ელჩი კელი დეგნანი გამოეხმაურა რუსეთის გადაწყვეტილებას საქართველოსთან პირდაპირ ფრენებზე დაწესებული შეზღუდვის მოხსნაზე და განაცხადა, რომ რთულად დასაჯერებელია ვლადიმერ პუტინის განზრახვა ქართველების კომფორტულ მგზავრობაზე ზრუნვა იყოს. “აშშ ვერ იტყვის, ეს გადაწყვეტილება გავლენას მოახდენს თუ არა საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებაზე. კითხვა ჩნდება რატომ გადაწყვიტა პუტინმა საქართველოსთვის ეს ახლა გაეკეთებინა. …
ნახვა »მორიგი რუსული პროვოკაცია! – სალომე ზურაბიშვილი პუტინის გადაწყვეტილებას პირდაპირ ფრენებთან დაკავშირებით ტვიტერზე გამოეხმაურა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებას პირდაპირი ფრენების აღდგენისა და უვიზო მიმოსვლის დაწესებას მორიგ პროვოკაციად აფასებს. ის ტვიტერზე რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. “მორიგი რუსული პროვოკაცია! საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენა და სავიზო რეჟიმის გაუქმება მიუღებელია, სანამ რუსეთი განაგრძობს აგრესიას უკრაინაზე და ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორია!” – განაცხადა ზურაბიშვილმა …
ნახვა »