პოლიტიკა

პოლიტიკა

საქართველოსა და მსოფლიოს ღოველდღიური პოლიტიკური სიახლეები

ზატულუნი – საქართველოს ოცნებები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნების შესახებ დარჩება „ოცნებისა და ფანტაზიების სამყაროში”

საქართველოს სურს დაიბრუნოს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, მაგრამ მისი სურვილები დარჩება „ოცნებისა და ფანტაზიების სამყაროში”. ამის შესახებ URA.RU-ს სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ს, ევრაზიის ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, კონსტანტინე ზატულინმა განუცხადა. „იმისთვის, რომ საქართველოს მოთხოვნა დაკმაყოფილდეს, რუსეთი უნდა დაამარცხოს. დამარცხების პირობებში შეიძლება წამოიჭრას განსხვავებული იდეები, რისი მოთხოვნაც შეიძლება რუსეთისთვის. …

ნახვა »

ირაკლი კობახიძე – მზად ვართ, ოპოზიციას ისევ დავუთმოთ სახალხო დამცველის შერჩევის პრივილეგია, თუმცა არ უნდა წარმოადგინონ ისევ ბურჯანაძე ან აბაშიძე, რომლებიც პირდაპირ აგინებდნენ ჩვენს მხარდამჭერებს

მზად ვართ, რომ ისევ ოპოზიციას დავუთმოთ სახალხო დამცველის კანდიდატების შერჩევის პრივილეგია, ოღონდ მათ უნდა იხელმძღვანელონ სათანადო კრიტერიუმებით, არ უნდა წარმოადგინონ ისევ ბურჯანაძე ან აბაშიძე, რომელიც პირდაპირ აგინებდნენ ჩვენს მხარდამჭერებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განცხადა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ბურჯანაძეც და აბაშიძე აქციებზე ხალხს პირდაპირ მოუწოდებდა, ხელისუფლების …

ნახვა »

პაველ ჰერჩინსკი – ვულოცავ საქართველოს მთავრობასა და სახელმწიფო სამსახურს ევროკომისიის ძალზე დადებითი ანგარიშის გამოქვეყნებას, ევროკავშირი მზად არის, საქართველოს სახელმწიფო სამსახურს წინსვლაში დაეხმაროს

მინდა, მივულოცო საქართველოს მთავრობასა და საქართველოს სახელმწიფო სამსახურს ევროკომისიის ძალზე დადებითი ანგარიშის გამოქვეყნება, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომლის კომენტარს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს. მისივე თქმით, ანგარიშში აღწერილია ევროკავშირში გაწევრიანების კუთხით საქართველოს მზადყოფნის ხარისხი 33 სხვადასხვა სექტორში. ამასთან, აღნიშნა, რომ ცალკეული მიმართულებით საჭიროა მეტი მუშაობა და ევროკავშირი …

ნახვა »

ევროკომისია საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის შესახებ ანგარიშს აქვეყნებს

ევროკომისია საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის შესახებ ანგარიშს აქვეყნებს. ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოს ანგარიში რამდენიმე სფეროს ეხება, მათ შორის მართლმსაჯულებას, შიდა ბაზარს, კონკურენციის პოლიტიკას, მწვანე პოლიტიკას, სოფლის მეურნეობასა და საგარეო ურთიერთობებს. მართლმსაჯულების თავის შეჯამებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს აქვს მომზადების გარკვეული დონე მართლმსაჯულების, თავისუფლებისა და უსაფრთხოების სფეროში საერთო უფლებებისა და ვალდებულებების განსახორციელებლად. ქვეყანას აქვს რამდენიმე …

ნახვა »

პარტიამ „საქართველოსთვის“ პარლამენტში რეზოლუცია დაარეგისტრირა, რომლითაც მთავრობას მოუწოდებს შეზღუდოს საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის მოქალაქეების უკონტროლო მიგრაცია

 პარტიამ “საქართველოსთვის“ პარლამენტში რეზოლუცია დაარეგისტრირა, რომლითაც მთავრობას მოუწოდებს შეზღუდოს საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის მოქალაქეების უკონტროლო მიგრაცია, ასევე რუსეთის მოქალაქეებისთვის ქვეყანაში უვიზოდ ყოფნის ვადა და ფრენების შეზღუდვა დატოვოს ძალაში. როგორც პარტია „საქართველოსთვის“ წევრები აცხადებენ,  რუსეთის მიერ პირდაპირი ფრენების განხორციელება საქართველოში, მიგრაციის უკონტროლო ტალღის გაზრდასა და რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოში უკვე წამოწყებულ სხვადასხვა …

ნახვა »

ევროპარლამენტში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ დღეს დებატები გაიმართება

დღეს ევროპარლამენტში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ დებატები გაიმართება. საკითხი ევროპარლამენტის დღის წესრიგში უკვე ასახულია.  დებატების გამართვის ინიციატორი ევროპარლამენტარი ანა ფოტიგაა. მან გუშინ გამართულ სხდომაზე განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის მძიმე მდგომარეობის შესახებ ყველა ინფორმირებულია და საჭიროა დებატები.  ამასთან, ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიენემ, საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, მიხეილ სააკაშვილი რეანიმაციულ განყოფილებაში …

ნახვა »

ხატია დეკანოიძე ენმ-ის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებს

ხატია დეკანოიძე ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებს. როგორც მან პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, შესაბამისი განცხადებით პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავს. ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობის არჩევნებში ლევან ხაბეიშვილმა გაიმარჯვა. არჩევნებში ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა: ნონა მამულაშვილი – 3,73%, ნიკა მელია – 40%, გიორგი მუმლაძე – 3.68%, ლევან ხაბეიშვილი – 52,58%. მას შემდეგ, რაც ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ლევან …

ნახვა »

ევროკავშირის საბჭომ 2023-2024 წლების პრიორიტეტები გამოაქვეყნა – უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს მოქალაქეების მომავალი ევროკავშირშია

ევროკავშირის საბჭომ 2023-2024 წლებში ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობის ევროკავშირის პრიორიტეტები გამოაქვეყნა. „ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა წარმოადგენს ევროპაში სტაბილურობის მნიშვნელოვან ფაქტორს, რომლის გაძლიერებას ევროპის საბჭო აგრძელებს. 2022 წლის 23 ივნისს ევროპულმა საბჭომ აღიარა უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ევროპული პერსპექტივა. ამ ქვეყნებისა და მათი მოქალაქეების მომავალი ევროკავშირშია. ეს ახალ იმპულს სძენს პროგრესის გაგრძელებას ადამიანის უფლებების, …

ნახვა »

„ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი კირთაძე თანამდებობას ტოვებს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის წევრი და ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი კირთაძე თანამდებობას ტოვებს. „მადლობა ჩვენს ყველა მხარდამჭერს, ვინც მონაწილეობა მიიღო შიდა პარტიულ არჩევნებში. განსაკუთრებული მადლობა ბათუმს და სრულიად აჭარას. გულწრფელად ვულოცავ ლევან ხაბეიშვილს და ვუსურვებ წარმატებებს ამ მეტად საპასუხისმგებლო საქმეში. მე დღეიდან ვტოვებ ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს, ვრჩები პარტიაში …

ნახვა »

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა, ბაჩო დოლიძემ და აკაკი მინაშვილმა თანამდებობები დატოვეს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა, ბაჩო დოლიძემ და აკაკი მინაშვილმა თანამდებობები დატოვეს, თუმცა პარტიაში რჩებიან. ბაჩო დოლიძეს პარტიაში საორგანიზაციო მდივანის პოზიცია ეკავა, ხოლო აკაკი მინაშვილი პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და პოლიტიკური მდივანი იყო. ბაჩო დოლიძის შეფასებით, პარტიის ახალ თავმჯდომარეს უნდა ჰქონდეს გუნდის დაკომპლექტების შესაძლებლობა. „არ გავურბივართ პასუხისმგებლობას. არ ვაპირებთ ჩასაფრებულის პოზიციაში ყოფნას. ვულოცავ …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია