პოლიტიკა

პოლიტიკა

საქართველოსა და მსოფლიოს ღოველდღიური პოლიტიკური სიახლეები

„პოსტივი“ ვიქტორ ჯაფარიძის მიერ წილების ყიდვაზე განცხადებას ავრცელებს – გადავწყვიტეთ, ღიად და აქტიურად დავუჭიროთ მხარი მოძრაობა „ხალხის ძალას“, არხი დღეიდან ხდება მოძრაობის მედიაპლატფორმა

ტელეკომპანია „პოსტივი“ განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ „პოსტივის“ გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება, ღიად და აქტიურად დაუჭიროს მხარი ახლად შექმნილ საზოგადოებრივ მოძრაობა „ხალხის ძალას“. მათივე განმარტებით, არხის რამდენიმე სახე უშუალოდ გახდა ორგანიზაციის წევრი. განცხადების თანახმად, არხს ჰყავს ახალი დამფუძნებელი, არხის საკონტროლო პაკეტი ეკუთვნის ვიქტორ ჯაფარიძეს, რომელთანაც სრული იდეოლოგიური თანხვედრა აქვთ. „ძვირფასო მეგობრებო, …

ნახვა »

მოძრაობა „ხალხის ძალას“ კიდევ ხუთი დეპუტატი შეუერთდა

მოძრაობა „ხალხის ძალას“ „ქართული ოცნების“ კიდევ ხუთი დეპუტატი, ეკა სეფაშვილი, ვიქტორ ჯაფარიძე, დავით კაჭარავა, დაჩი ბერაია და ზაალ მიქელაძე შეუერთდა. ამის შესახებ დღევანდელ ბრიფინგზე მოძრაობის წევრმა სოზარ სუბარმა განაცხადა. „ფართოვდება მოძრაობის საპარლამენტი შემადგენლობა. კერძოდ, ჩვენს საპარლამენტო გუნდს დაემატება ხუთი პარლამენტარი – ეკა სეფაშვილი, ვიქტორ ჯაფარიძე, დავით კაჭარავა, დაჩი ბერაია და …

ნახვა »

ხატია დეკანოიძე – ჩვენი ფრაქცია მუშაობს დეოლიგარქიზაციის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომელიც მიმართული იქნება ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ

ჩვენი ფრაქცია მუშაობს დეოლიგარქიზაციის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომელიც განხილული და მიმართული იქნება ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ხატია დეკანოიძემ განაცხადა. მისი თქმით, მმართველი გუნდი უკრაინული კანონის მიღებით ცდილობს პასუხისმგებლობა აარიდოს ივანიშვილს და გამოიყენოს კანონი, როგორც რეპრესიის საშუალება ოპონენტების წინააღმდეგ. „უკრაინული მოდელის გადმოქართულებას ჩვენ არასდროს ვითხოვდით, ჩვენთვის ყოველთვის …

ნახვა »

გადაცემა ”აქტუალური თემა” – ელექტრონული არჩევნები და მხარეთა პოზიციები

2024 წლიდან ქვეყანაში არჩევნები ელექტრონული სისტემით ჩატარდება. ამომრჩევლის 70%-ზე მეტი, როგორც რეგისტრაციის, ისე ხმის მიცემის პროცედურას ელექტრონულად გაივლის და ამავე ფორმით დაითვლება ხმებიც. გეგმის მიხედვით, რომელიც  ქართულმა ოცნებამ წარმოადგინა, წარსულს ჩაბარდება ხმების ხელით დათვლის ხანგრძლივი პროცედურა და არჩევნების შედეგების რამდენიმე დღის შემდეგ გამოცხადება. ხმის მიცემის ელექტრონულ სისტემას მსოფლიოს არაერთი ქვეყანა …

ნახვა »

ნიკა მელია – უნდა ვიყოთ გამბედავები, არ უნდა შევეგუოთ მოცემულობებს, უნდა დავიხსნათ სახელმწიფო ოლიგარქისგან, ესაა მიხეილ სააკაშვილის ხსნა

წელიწადი გავიდა, რაც მიხეილ სააკაშვილი რუსი ოლიგარქის ტყვეობაშია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს. როგორც ნიკა მელია აღნიშნავს, რისთვის და რატომ დაიჭირა რუსულმა ოცნებამ მიხეილ სააკაშვილი? საზღვრის კვეთისთვის რომ არ დაუჭერიათ, ეს ბავშვმაც იცის. „არც პიჯაკებისთვის და კაჩინსკის საფლავზე დასადები გვირგვინის ყიდვისთვის.არც პრეზიდენტის დისკრეციული უფლების – შეწყალების გამოყენებისთვის. …

ნახვა »

„ქართული ოცნება“ – 10 წლის წინ, ქართველმა ხალხმა ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, გაიმარჯვა ავტორიტარულ რეჟიმზე, დღეს, როგორც არასდროს, ქართული სახელმწიფო არის სუვერენული

დღეს ქართული სახელმწიფო არის სუვერენული, როგორც არასდროს. სწორედ სახელმწიფო სუვერენიტეტის განმტკიცების შედეგია, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის პირველი საქართველოს უახლოეს 30-წლიან ისტორიაში, რომლის მმართველობის პირობებში ქვეყანას ომი არ ჰქონია, – ამის შესახებ აღნიშნულია პარტია „ქართული ოცნების“ განცხადებაში. „ზუსტად 10 წლის წინ, 2012 წლის პირველ ოქტომბერს, ქართველმა ხალხმა დაამტკიცა, რომ სახელმწიფო …

ნახვა »

თეთრი სახლი: უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხი სხვა დროს უნდა გადაწყდეს – ახლა უფრო აქტუალურია რუსეთის აგრესიასთან საბრძოლველად უკრაინის მხარდაჭერა

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხი სხვა დროს უნდა გადაწყდეს, ხოლო ახლა უფრო აქტუალურია რუსეთის აგრესიასთან საბრძოლველად უკრაინის მხარდაჭერა. „აშშ ათწლეულების განმავლობაში მკაფიოდ აცხადებდა, რომ მხარს უჭერს ნატოს ღია კარის პოლიტიკას. ნატოში გაწევრიანების შესახებ ნებისმიერი გადაწყვეტილება მიიღება ალიანსის 30 წევრსა და მასში გაწევრიანების …

ნახვა »

სახალხო დამცველის კანდიდატობის სურვილი 19-მა პირმა გამოთქვა

საქართველოს სახალხო დამცველის კანდიდატობის სურვილი 19-მა პირმა გამოთქვა. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. შალვა პაპუაშვილმა დაასახელა კანდიდატები, რომლებმაც კონკურსში მონაწილეობისთვის სურვილი გამოთქვეს. „ანა აბაშიძე – ა(ა)იპ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ ხელმძღვანელი, მარიკა არევაძე – საადვოკატო ბიუროს „არევაძე, გონაშვილი და პარტნიორები“ ადვოკატი; გიორგი ბურჯანაძე – საქართველოს სახალხო დამცველის …

ნახვა »

თეა წულუკიანი – ლუკაშენკოს შევახსენებ, ვიზიტი აფხაზეთში, რომელიც საქართველოა, არის დაუშვებელი, ჩვენი სახელმწიფო ამას შეუმჩნევლად ვერ გაატარებს

მინდა, ლუკაშენკოს შევახსენო, ვიზიტი აფხაზეთში, რომელიც საქართველოა, არის დაუშვებელი, ჩვენი სახელმწიფო ასეთ ვიზიტს შეუმჩნევლად ვერ გაატარებს, – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა. წულუკიანის განცხადებით, შესაბამისი უწყებები ყველაფერს აკეთებენ, რათა გაირკვეს, ეს ერთჯერადი „ვიზიტია“, თუ სხვა რამ იგეგმება. ამასთან, მინისტრის თქით, აღნიშნულ საკითხზე, ყველა უნდა ვიყოთ ერთსულოვნები. „მინდა, ლუკაშენკოს …

ნახვა »

ალექსანდრე ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა

ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა. ინფორმაციას ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ ავრცელებს. „გუშინ ჩვენს უფროს ძმასთან, ვლადიმირ პუტინთან აფხაზეთის პრობლემები განვიხილეთ. ღამემდე ბევრი ვიმსჯელეთ ამ საკითხებზე და მივედით ერთ დასკვნამდე, რომ აფხაზეთის მიტოვება არ შეიძლება. მას დახმარება სჭირდება, რათა ეს აყვავებული მიწა, ხალხი, ვინც აქ ცხოვრობს, ნორმალურად ცხოვრობდეს“, – განუცხადა ალექსანდრე …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია