პოლიტიკა

პოლიტიკა

საქართველოსა და მსოფლიოს ღოველდღიური პოლიტიკური სიახლეები

ირაკლი ღარიბაშვილი რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა

საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობა, მსოფლიოსა და კავკასიის რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ნიუ იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორი ქვეყნის მჭიდრო მეგობრული და …

ნახვა »

გივი მიქანაძე: საარჩევნო კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებები საუკეთესო ევროპულ პრაქტიკასთან თანხვედრაზეა ორიენტირებული

„საარჩევნო კანონმდებლობაში შესატანი ცვლილების პროექტი ორიენტირებულია საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის კიდევ უფრო მეტად დახვეწასა და საუკეთესო ევროპულ პრაქტიკასთან თანხვედრაში მოყვანაზე. ამავდროულად, ის პირდაპირ პასუხობს ეუთო-ოდირისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს, რაც ევროკომისიის მიერ განსაზღვრული გეგმის მნიშვნელოვანი ნაწილია“, – ამის შესახებ საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა, გივი მიქანაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. …

ნახვა »

შალვა პაპუაშვილი – არანაირი პარტიული სიმრავლე ამ ფლანგზე არ არსებობს, არის „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ნაწილები, რომელიც ქმნიან ფასადს, თითქოს მრავალპარტიულობაა

არანაირი პარტიული სიმრავლე ამ ფლანგზე არ არსებობს, არის „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ნაწილები, რომელიც ქმნიან ფასადს, თითქოს მრავალპარტიულობაა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „სტრატეგია აღმაშენებლის“, „ლელოს“, „გირჩი – მეტი თავისუფლებასა“ და მოძრაობა „დროას“ ალიანსში შესაძლო გაერთიანებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. პაპუაშვილის შეფასებით, ეს არის თვალის ახვევისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი. …

ნახვა »

სანდრო რაქვიაშვილი – გიორგი ვაშაძის ბოლოდროინდელი აქტივობა ოპოზიციის დასუსტებისკენ არის მიმართული, რეკომენდაციების ნაწილსაც კი არ ასრულებს, მისი პროევროპულობის არ მჯერა

ზოგადად, გაერთიანებები პოლიტიკაში შესაძლებელია, ამაში არაფერი არაბუნებრივი არ არის, მაგრამ ჩემთვის უცნობია, რა იდეების ირგვლივ გაერთიანდნენ, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა, რითაც „სტრატეგია აღმაშენებლის“, „ლელოს“, „გირჩი – მეტი თავისუფლების“ და მოძრაობა „დროას“ ალიანსში შესაძლო გაერთიანებაზე ინფორმაციას გამოეხმაურა. როგორც საქართველოს პირველ არხს სანდრო რაქვიაშვილმა განუცხადა, როცა გახდება ცნობილი მათი იდეების …

ნახვა »

გიორგი ვაშაძე – ჩვენ უნდა დავიწყოთ საერთო ეროვნული, პროევროპული მოძრაობა, რომელიც ხალხს მიტაცებულ სამშობლოს დაუბრუნებს

ჩვენ უნდა დავიწყოთ საერთო, ეროვნული პროევროპული მოძრაობა, რომელიც ხალხს მიტაცებულ სამშობლოს დაუბრუნებს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა. ვაშაძემ უპასუხა კითხვას, რომ „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ლელო“, „გირჩი – მეტი თავისუფლება“ და მოძრაობა „დროა“ შესაძლოა, ალიანსში გაერთიანდნენ. ვაშაძის განმარტებით, ეს გაერთიანება კოალიცია ვერ იქნება. „ჩვენ უნდა დავიწყოთ საერთო ეროვნული, …

ნახვა »

დავით ბაქრაძე – ტერიტორიული მთლიანობის, რეგიონული უსაფრთხოების საკითხები იქნება ნიუ იორკში ირაკლი ღარიბაშვილისა და დელეგაციის შეხვედრების მთავარ დღის წესრიგში

ტერიტორიული მთლიანობის, რეგიონული უსაფრთხოების საკითხები იქნება ნიუ იორკში ირაკლი ღარიბაშვილისა და დელეგაციის შეხვედრების მთავარ დღის წესრიგში, – ამის შესახებ გაერო-ში საქართველოს ელჩმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი და დელეგაცია უკვე ნიუ იორკშია, პრემიერი დაესწრება გაერო-ს 77-ე სესიას და მსოფლიო ლიდერებს გენერალური დებატების დროს სიტყვით მიმართავს. „ამის პარალელურად, იმართება არაერთი შეხვედრა, რომელშიც საქართველოს დელეგაცია მიიღებს …

ნახვა »

შალვა პაპუაშვილმა გენერალური აუდიტორის პოსტზე ასარჩევად პარლამენტს ცოტნე ყავლაშვილის კანდიდატურა წარუდგინა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გენერალური აუდიტორის კანდიდატად ცოტნე ყავლაშვილი წარადგინა. ამის შესახებ პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, გენერალური აუდიტორის არჩევასთან დაკავშირებით კენჭისყრა მომავალ კვირას გაიმართება. „საქართველოს კონსტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, გენერალური აუდიტორის კანდიდატურის დასახელება წარმოადგენს პარლამენტის თავმჯდომარის ექსკლუზიურ უფლებამოსილებას, რომლის ფარგლებშიც პარლამენტს გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე ასარჩევად წარვუდგენ ცოტნე …

ნახვა »

მოსახლეობის 56% მიიჩნევს, რომ საქართველოში არაა ისეთი პარტია, რომელიც მის ინტერესებს გამოხატავს

NDI-ის საზოგადოებრივი აზრის  ბოლო კვლევის თანახმად, გამოკითხული ახალგაზრდების 65% ამბობს, რომ მათ ინტერესს არცერთი პოლიტიკური პარტია არ წარმოადგენს.  ამავე კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 56% მიიჩნევს, რომ საქართველოში არაა ისეთი პარტია, რომელიც მის ინტერესებს გამოხატავს. 39% ამბობს, რომ საქართველოში არსებობს პარტია, რომელიც მათ ინტერესებს გამოხატავს. ცნობისთვის, კვლევა ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველოს მიერ. …

ნახვა »

კვლევის მიხედვით, პრემიერის საქმიანობას „კარგად“ 28%, ხოლო „ცუდად“ 35% აფასებს – გაზრდილია პრეზიდენტის საქმიანობის ნეგატიური შეფასების მაჩვენებელი

პრეზიდენტის საქმიანობის ნეგატიური შეფასების მაჩვენებელი გაიზარდა, – ამის შესახებ NDI-ის კვლევაშია აღნიშნული. კვლევის თანახმად, კითხვაზე: როგორ შეაფასებდით შემდეგი ინსტიტუტების საქმიანობას? – გამოკითხული მოსახლეობიდან პრეზიდენტის საქმიანობას 12% – კარგად, 43%-საშუალოდ, 40%-ცუდად აფასებს. 5%-მა პასუხი არ იცის. ინფორმაციისთვის, 2022 წლის მარტში, პრეზიდენტის საქმიანობას გამოკითხული მოსახლეობის 24% – კარგად, 42%-საშუალოდ, 24%-ცუდად აფასებდა. პასუხი …

ნახვა »

NDI – მოსახლეობის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე არც მმართველი პარტია და არც არჩეული ოპოზიციური პარტიები მოქმედებენ

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის – NDI-ს კვლევის თანახმად, მოსახლეობის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე არც მმართველი პარტია და არც არჩეული ოპოზიციური პარტიები მოქმედებენ. ამავე კვლევაში აღნიშნულია, რომ 14 პროცენტითაა გაზრდილი მათი რიცხვი, ვინც მიიჩნევს, რომ ოპოზიციური პარტიები ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე არ მოქმედებენ. კვლევის თანახმად, მოსაზრებას, რომ „მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ხალხისა …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია