პოლიტიკა

პოლიტიკა

საქართველოსა და მსოფლიოს ღოველდღიური პოლიტიკური სიახლეები

ყაზახეთის პრეზიდენტმა რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები დანიშნა

ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა 2022 წლის შემოდგომაზე რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები დანიშნა. ამის შესახებ მან ყაზახი ხალხისადმი მიმართვაში დღეს განაცხადა. „სამართლიანი ყაზახეთის მშენებლობის გზაზე კარდინალური და ყოველმხრივი რეფორმების წარმატებული რეალიზებისთვის აუცილებელია მოსახლეობის ნდობის ახალი მანდატი. ჩემთვის სახელმწიფოს ინტერესები ყველაზე მნიშვნელოვანია. ამიტომ მზად ვარ, შევამცირო ჩემი უფლებამოსილების ვადა და რიგგარეშე არჩევნებზე ვიყარო კენჭი“, …

ნახვა »

ილია დარჩიაშვილი დმიტრო კულებას შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, პრაღაში მიმდინარე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური მინისტერიალის ფარგლებში, უკრაინელ კოლეგას დმიტრო კულებას შეხვდა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ილია დარჩიაშვილმა უკრაინელ კოლეგას კიდევ ერთხელ დაუდასტურა საქართველოს ურყევი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ და იმედი გამოთქვა, რომ ომი  მალე დასრულდება და ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობა დაისადგურებს. „მინისტრმა ხაზი …

ნახვა »

კახა იმნაძე კანადაში საქართველოს ელჩად დაინიშნა

კახა იმნაძე კანადაში საქართველოს ელჩად დაინიშნა. ამის შესახებ კახა იმნაძე „ტვიტერზე“ წერს. „ვტოვებ ნიუ იორკს, ამაყი ვარ, რომ საკუთარი წვლილი შევიტანე საქართველოსა და გაერო-ს ურთიერთობაში. წარმატებებს ვუსურვებ ჩემს მემკვიდრეს დავით ბაქრაძეს. მოუთმენლად ველოდები ჩემს მომავალ საქმიანობას ოტავაში, რომელიც იქნება ჩემი ძვირფასი მეგობრის, ელჩ ქავთარაძის დაწყებული საქმიანობის გაგრძელება საქართველო-კანადის მეგობრობისა და …

ნახვა »

სალომე ზურაბიშვილმა გაერო-ში საქართველოს ელჩად დავით ბაქრაძის დანიშვნას ხელი მოაწერა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გაერო-ში საქართველოს ელჩად დავით ბაქრაძის დანიშვნას ხელი მოაწერა. აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაუდასტურეს. ამასთან, როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, ყველა ოფიციალური წარდგინება, რაც კი ელჩებთან დაკავშირებით პრეზიდენტთან შევიდა, დაკმაყოფილებულია და პრეზიდენტის მხრიდან შეფერხება არ ყოფილა. დავით ბაქრაძე აღნიშნულ თანამდებობაზე კახა იმნაძეს შეცვლის. შეგახსენებთ, საქართველოს …

ნახვა »

დღეს ილია დარჩიაშვილი პრაღაში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი უკრაინელ და მოლდოველ კოლეგებთან ერთად, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის – ჩეხეთის მიწვევით, დღეს და ხვალ. პრაღაში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ ე.წ გიმნიხის შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას. ილია დარჩიაშვილი დაესწრება შეხვედრის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას, ასევე მონაწილეობას მიიღებს ასოცირებული ტრიოს ქვეყნების-მოლდოვას, საქართველოს და უკრაინის საგარეო საქმეთა …

ნახვა »

დავით უსუფაშვილი – სამუშაო ჯგუფებთან დაკავშირებით „ლელოს“ პოზიცია უცვლელია, საპარლამენტო საქმიანობაში ვერთვებით საკომიტეტო, ბიუროსა და პლენარული სხდომების ეტაპებიდან

სახალხო დამცველის შერჩევის საკითხთან დაკავშირებით ჩვენი პოზიციაა, რომ პარლამენტმა და საპარლამენტო პოლიტიკურმა ჯგუფებმა კანდიდატი შევარჩიოთ შესაბამისი არასამთავრობო ორგანიზაციების ფართო წრის მიერ შემოთავაზებული კანდიდატებისგან, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, დავით უსუფაშვილმა განაცხადა. როგორც დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, „ლელო“ საპარლამენტო საქმიანობაში ერთვება საკომიტეტო, ბიუროს და პლენარული სხდომების ეტაპებიდან. „სამუშაო ჯგუფებთან დაკავშირებით „ლელოს“ პოზიცია უცვლელია. …

ნახვა »

მამუკა მდინარაძე – ოპოზიციური პარტიები მაქსიმალურად ცდილობენ, საბოტაჟი გამოუცხადონ ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებას და ახალი სიტყვა გამოიგონეს – მრავალწახნაგოვნება

ოპოზიციური პარტიები მაქსიმალურად ცდილობენ, რომ საბოტაჟი გამოუცხადონ ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების პროცესს და ახალი სიტყვა გამოიგონეს – მრავალწახნაგოვნება. ეს იმისთვის, რომ თან აქ მოვიდნენ და თან მათი დესტრუქციული ქმედებები და ე.წ. პროტესტი გამართლდეს ქუჩაში, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიციას არ სურს, რომ რეკომენდაციები შესრულდეს. …

ნახვა »

შალვა პაპუაშვილი – ევროპეიზაციის მიმართულებით მიღწევები, საერთო ევროპული საქმისადმი თავდადებისა და თავგანწირვის ისტორია, საქართველოს ევროკავშირის წევრობის ღირსეულ კანდიდატად აქცევს

ევროპეიზაციის მიმართულებით საქართველოს მიღწევები, ისევე როგორც საერთო ევროპული საქმისადმი თავდადებისა და თავგანწირვის ისტორია საქართველოს ევროკავშირის წევრობის ღირსეულ კანდიდატად აქცევს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. შალვა პაპუაშვილი გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის განცხადებას ეხმაურება. „გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ვინაიდან გააკეთა მოწოდება ევროკავშირის გაფართოებისკენ, რომელიც მათ შორის …

ნახვა »

რუსეთმა ბირთვული განიარაღების საკითხზე გაერო-ს კონფერენციაზე, ერთობლივი დეკლარაციის მიღება დაბლოკა

რუსეთმა ბირთვული განიარაღების საკითხზე გაერო-ს კონფერენციაზე, ერთობლივი დეკლარაციის მიღება დაბლოკა. ბირთვული გაუვრცელებლობის შეთანხმება, რომელსაც ხელს ყოველ ხუთ წელიწადში 191 ქვეყანა აწერს, მიზნად ისახავს ბირთვული იარაღის გავრცელების თავიდან არიდებას. რუსეთმა დოკუმენტის ტექსტი და ზაპოროჟიეს ბირთვულ ელექტრო სადგურის გარშემო საბრძოლო მოქმედებების გამო, სერიოზული შეშფოთება გამოთქვა.

ნახვა »

მოძრაობა „ხალხის ძალა“ – კელი დეგნანის ბოლო ორი კომენტარით კიდევ ერთხელ ცხადი გახდა, სინამდვილეში ვინ დგას რადიკალური ოპოზიციის რადიკალური დღის წესრიგის უკან

საქართველოს პარლამენტის წევრები, მოძრაობა „ხალხის ძალის“ წარმომადგენლები, სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე, მიხეილ ყაველაშვილი და გურამ მაჭარაშვილი მორიგ განცხადებას ავრცელებენ. „საზოგადოებისადმი ჩვენი მორიგი მიმართვა გვინდა, დავიწყოთ მადლობით ამერიკის ელჩის, ქალბატონ კელი დეგნანის მიმართ. გვერწმუნეთ, ამ მადლობაში მცირეოდენი ირონიაც კი არ არის. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი მთავარი მიზანი საზოგადოებამდე იმ სიმართლის მიტანაა, რომელიც ქართული …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია