პოლიტიკა

პოლიტიკა

საქართველოსა და მსოფლიოს ღოველდღიური პოლიტიკური სიახლეები

საქართველოს პარლამენტში დედოფალ ელისაბედ მეორის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს

საქართველოს პარლამენტში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დედოფალ ელისაბედ მეორის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. „გუშინ 96 წლის ასაკში გარდაიცვალა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დედოფალი, ელისაბედ მეორე. ვუსამძიმრებ სამეფო ოჯახს და გაერთიანებული სამეფოს მოსახლეობას. დედოფალი ელისაბედ მეორე 70-ზე მეტი წლის განმავლობაში რთულ და გამოწვევებით სავსე …

ნახვა »

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ხათუნა სამნიძესა და მიხეილ ყაველაშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატებს ხათუნა სამნიძესა და მიხეილ ყაველაშვილს შორის მცირე სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა. შელაპარაკება “აშშ-ის საელჩოს აგენტურის“ თაობაზე ე.წ. ოთხეულის ახალმა წერილმა გამოიწვია. სამნიძემ ყაველაშვილს მიმართა განემარტა, თუ რა აგენტურაზე საუბრობდნენ და ამ აგენტურის შესახებ რატომ იცოდნენ მათ და არა სუს-მა. ვითარების განმუხტვის მიზნით მათთან მანდატური მივიდა.

ნახვა »

ირაკლი კობახიძე – სამწუხაროა, რომ ასეთი აბსურდული ფრაზები USAID-ის ეგიდის ქვეშ იწერება

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე USAID-ის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში საქართველოს შესახებ ჩანაწერებს აბსურდულს უწოდებს და ამბობს, რომ „სამწუხაროა, რომ ასეთი აბსურდული ფრაზები USAID-ის ეგიდის ქვეშ იწერება“. როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დოკუმენტში ხოტბას ასხამენ წინა ხელისუფლებას და აკრიტიკებენ მოქმედს. „რეალურად ხოტბას ასხამენ წინა ხელისუფლებას, რომელსაც ჰქონდა ჩამოყალიბებული დეგრადირებული, რეპრესიული რეჟიმი და აკრიტიკებენ მოქმედ …

ნახვა »

USAID – გასული ათწლეულის განმავლობაში გაირკვა, რომ საქართველოს უმდიდრესმა ოლიგარქმა დაატყვევა სახელმწიფო

USAID-ის პარტნიორის მიერ შესაძლებლობების დახურული ფანჯრის ანალიზის კიდევ ერთი მაგალითია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მუშაობა. გასული ათწლეულის განმავლობაში გაირკვა, რომ საქართველოს უმდიდრესმა ოლიგარქმა დაატყვევა სახელმწიფო, მათმა კვლევამ შეისწავლა კორუმპირებული ჩინოვნიკების დაუსჯელობა, საქართველოს მზარდი ეკონომიკური დამოკიდებულება რუსეთზე და ოლიგარქის საიდუმლო ბიზნესები რუსეთში, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ გამოქვეყნებულ …

ნახვა »

მოძრაობა „ხალხის ძალა“ – შემაშფოთებელია, რომ აშშ-ის საელჩო თავის აგენტურას დღეს პოლარიზაციისთვის, ხალხის ნების წინააღმდეგ ხელისუფლების შეცვლისა და მეორე ფრონტის გახსნის მცდელობისთვის იყენებს

მიამიტები ვერ ვიქნებოდით და ვერ გვექნებოდა ილუზია, რომ ისეთი დიდი ქვეყანა, როგორიც ამერიკის შეერთებული შტატებია, ისეთ პატარა ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, აგენტურის ქსელის გარეშე იმოქმედებდა, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრების, სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძის, გურამ მაჭარაშვილისა და მიხეილ ყაველაშვილის განცხადებაშია ნათქვამი. მათივე განცხადებით, პარტნიორი სახელმწიფოს აგენტობა ზუსტად ისეთივე სამშობლოს ღალატი და უღირსი …

ნახვა »

არახამია: ძვირფასო ქართველებო, თუ თქვენ ვერ ახერხებთ დეოლიგარქიზაციას, დაგეხმარებით

უკრაინის მმართველი პარტიის ფრაქციის თავმჯდომარე დავით არახამია ვიდეოს ავრცელებს და უკრაინის მხრიდან 12 ქართველის სანქცირების მოთხოვნას ეხმაურება. არახამიას თქმით, “სანქციების ამ პაკეტში, ჯერჯერობით, მისი [ივანიშვილის] პოლიტიკური გარემოცვის წევრები არ არიან”. არახამია ამბობს, რომ ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტო საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობითაა დაფუძნებული და ის აშშ-ისა და ევროკავშირისთვის სანქციების ფორმულირების მთავარი სააგენტოა. “ამ ვიდეოს …

ნახვა »

იენს სტოლტენბერგი – უკრაინაში ომი კრიტიკულ ფაზაში შედის, ჩვენი ერთობა და სოლიდარობა სერიოზული გამოცდის ქვეშ დადგება

იენს სტოლტენბერგის განცხადებით, უკრაინაში ომი კრიტიკულ ფაზაში შედის და მომავალი ზამთარი გამოცდა იქნება უკრაინის მხარდამჭერებისთვისაც. მედიის ინფორმაციით, აღნიშნულის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა „ფაინენშალ თაიმსში“ გამოქვეყნებულ სტატიაში დაწერა. „უკრაინაში ომი კრიტიკულ ფაზაში შედის. ზამთარი მოდის და იქნება რთული. იქნება რთული უკრაინელი ხალხისთვის და შეიარაღებული ძალებისთვის, რომლებიც იბრძვიან მათი თავისუფლებისთვის და ჩვენთვის, ვინც მათ …

ნახვა »

ირაკლი ღარიბაშვილი – ევროპული პერსპექტივა მივიღეთ დიდ პასუხისმგებლობასთან ერთად, ეს კარგად გვესმის, რათა უზრუნველვყოთ უმაღლესი პოლიტიკური და ეკონომიკური თავსებადობა ევროკავშირთან

დღევანდელი საბჭოს სხდომა ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა იმდენად, რამდენადაც ისტორიული გადაწყვეტილების შემდეგ, რომელიც ევროკომისიამ მიიღო საქართველოს მიმართ ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ, პირველად ვხვდებით ასეთ გაფართოებულ ფორმატში, ვიხილავთ საქართველოს წინსვლას აი ამ კომპლექსურ, მაგრამ ძალიან მოტივირებულ გზაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიუსელში საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის …

ნახვა »

ოლივერ ვარჰეი – საქართველოს წინსვლა ევროკავშირის მიმართულებით მოითხოვს დროს და ყველას მხრიდან სერიოზულ ძალისხმევას, ჩვენ მზად ვართ, ამ მიმართულებით ყველა არსებული რესურსის მობილიზაცია მოვახდინოთ

საქართველოს წინსვლა ევროკავშირის მიმართულებით დროს მოითხოვს და ძალიან სერიოზულ ძალისხმევას ყველას მხრიდან. ჩვენ მზად ვართ, რომ ყველა არსებული რესურსის მობილიზაცია მოვახდინოთ ამ მიმართულებით, – ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ განაცხადა. მისი თქმით, ყველა უნდა გაერთიანდეს საქართველოს ევროპული მომავლის ირგვლივ. „ყველა უნდა ვიყოთ ნასიამოვნები, რომ საქართველო ის ქვეყანაა, რომელშიც …

ნახვა »

ჯოზეფ ბორელი – ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს დღევანდელი სხდომა ცხადყოფს, რომ ჩვენი ურთიერთობა თვისობრივად მაღალ დონეზე გადავიდა და საქართველო მტკიცედ ადგას ევროპულ გზას

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის ჯოზეფ ბორელის განცხადებით, ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს დღევანდელი სხდომა ცხადყოფს, რომ ევროკავშირთან ურთიერთობა თვისობრივად მაღალ დონეზე გადავიდა და საქართველო მტკიცედ ადგას ევროპულ გზას. მისივე თქმით, მოუთმენლად ელოდება საქართველოში წინსვლის ნახვას ევროპულ გზაზე. „დღევანდელი შეხვედრა, მეშვიდე საბჭოს სხდომა არის იმის მტკიცებულება, რომ ჩვენ …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია