გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებას აფასებს: ”ამასთან დაკავშირებით შემიძლია ვთქვა, რომ ნუ, საიდან სადამდე, რა. აი, სამწუხაროა ეს ყველაფერი… საიდან სადამდე… საკუთარ პერსონალურ ინტერესებში ქვეყნის მომავლით ვაჭრობამდე მივედით. ასე იმსხვრევა მითები საერთოდ.”
ნახვა »სალომე სამადაშვილი – ივანიშვილის წერილი არის დადასტურება, რომ დღეს ქვეყნის მთავარი გამოწვევა ჩრდილოვანი მმართველობაა
ივანიშვილის წერილი კიდევ ერთხელ დადასტურებაა, რომ დღეს ამ ქვეყნის მთავარი გამოწვევა არის ოლიგარქიული ჩრდილოვანი მმართველობა – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, დღეს ქვეყანაში მთავარი გამოწვევა არის ჩრდილოვანი მმართველობა. „როდესაც საუბარია, რომ ქვეყანაში უნდა მოიხსნას ოლიგარქიული გავლენა პოლიტიკაზე, რათა მივიღოთ ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, თუ ვინმემ …
ნახვა »ბორის ჯონსონი შესაძლოა, ნატო-ს გენერალური მდივანი გახდეს
ბორის ჯონსონი შესაძლოა, ნატო-ს გენერალური მდივანი გახდეს, – ამის შესახებ ინფორმაციას „ტელეგრაფი“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის მაღალჩინოსნებმა მხარი დაუჭირეს ბორის ჯონსონის კანდიდატურას ნატო-ს მომავალი გენერალური მდივნის პოსტზე. ჯონსონის კანდიდატურას მხარი დაუჭირეს თავდაცვის კომიტეტის წევრებმა, რიჩარდ დრაქსმა და მარკ ფრანსუამ, ასევე ბრიტანეთის „ბრექსიტის“ ყოფილმა მინისტრმა, დევიდ ჯონსმა. ნატო-ს გენერალური მდივნის …
ნახვა »ბიძინა ივანიშვილი – შეხვედრა აშშ-ის ელჩის თხოვნით 21 მარტს ნამდვილად შედგა, ის დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა
პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი დღეს გავრცელებულ განცხადებაში აშშ-ის ელჩ კელი დეგნანთან შეხვედრის თემაზეც საუბრობს. როგორც ბიძინა ივანიშვილი აღნიშნავს, შეხვედრა 21 მარტს ელჩის თხოვნით ნამდვილად შედგა და ის სამ საათს გაგრძელდა. „რადგან საჯაროდ დაისვა შეკითხვა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ჩემსა და ამერიკის ელჩს შორის შეხვედრის გამართვის შესახებ, საზოგადოებას მინდა, …
ნახვა »ბიძინა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს
პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: „უპირველეს ყოვლისა, მინდა, ჩემი ღრმა პატივისცემა კიდევ ერთხელ გამოვხატო ქართული საზოგადოების მიმართ, რომელმაც არაერთგზის დაამტკიცა, რომ ევროპული ფასეულობების ერთგულია. დამოუკიდებლობის აღდგენიდან 30 წლის თავზე, ქართველმა ხალხმა დღეს კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ღირსება, თავისუფლება და დამოუკიდებლობა მისი უმთავრესი ღირებულებებია. ამასთან, …
ნახვა »რეჯეფ თაიფ ერდოღანი 5 აგვისტოს სოჭში ვლადიმერ პუტინს შეხვდება
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი 5 აგვისტოს ერთდღიანი ვიზიტით რუსეთში ჩავა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. გავრცელებული ცნობით, თურქეთის პრეზიდენტი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს სოჭში შეხვდება. დამატებითი ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.
ნახვა »ევროკავშირის წევრი ქვეყნები ზამთარში ბუნებრივი გაზის მოხმარების შემცირებაზე შეთანხმდნენ
ევროკავშირის წევრი ქვეყნები ზამთარში ბუნებრივი გაზის მოხმარების 15%-ით შემცირებაზე შეთანხმდნენ. ახალი რეგულაცია მიზნად ისახავს ყველა წევრი სახელმწიფოსთვის სავალდებულო გახადოს გაზის მოხმარების შემცირება. ევროკავშირის ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ გაზის მოთხოვნა გასული ხუთი წლის საშუალო მოხმარებასთან შედარებით 15%-ით შეამცირონ, 2022 წლის აგვისტოდან 2023 წლის მარტამდე. გერმანიის ეკონომიკის მინსიტრის მოადგილის, სვენ გიგოლდის თქმით, მიღებული …
ნახვა »შალვა ნათელაშვილი – „ლეიბორისტულ პარტიას“ ხალხის გულებიდან ვერანაირი აკრძალვა ვერ წაშლის
ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის შალვა ნათელაშვილის განცხადებით, ხვალ სასამართლოში იწყება მსჯელობა „საქართველოს ლეიბორისტულ პარტიასთან“ დაკავშირებით პარლამენტის მიერ მიღებული დადგენილების თაობაზე. მისივე თქმით, სასამართლომ, თუ ის სამართალს ემსახურება, უდიდესი უკანონობა უნდა გააუქმოს და პარლამენტის დადგენილება არაკონსტიტუციურად ცნოს. „სასამართლოში ხვალ იწყება მსჯელობა „საქართველოს ლეიბორისტული პარტიის“ აკრძალვასთან დაკავშირებით პარლამენტის მიერ მიღებული ანტიკონსტიტუციური დადგენილების კანონიერებაზე. …
ნახვა »შალვა პაპუაშვილი – ნიშნის მოგებით საუბარი, როდესაც საქართველოს მოქალაქეების სხვადასხვა ადგილიდან გატაცება და მათი უკანონოდ დაპატიმრება ხდება, ხელს აძლევს მხოლოდ რუსეთს
საქართველოს მოქალაქეებმა ნდობა უნდა გამოუცხადონ შესაბამის სამსახურებს, რომლებიც საკითხს მიიყვანენ ბოლომდე, რათა უკანონო პატიმრები გათავისუფლდნენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო დაკავებებთან დაკავშირებით განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარეს კითხვა დაუსვეს საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ გალში ახალგაზრდა ქალის საკუთარი სახლიდან გატაცებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, ნიშნის მოგებით საუბარი ყოველ შემთხვევაზე, …
ნახვა »სალომე ზურაბიშვილი – ბიჭვინთაში რასაც ვხედავთ, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ანექსიის ფორმაა, საერთაშორისო საზოგადოებას მკვეთრი რეაგირებისკენ მოვუწოდებ
ბიჭვინთაში რასაც ვხედავთ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ანექსიის ფორმაა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს. სალომე ზურაბიშვილი საერთაშორისო საზოგადოებას მკვეთრი რეაგირებისკენ მოუწოდებს. „იმას, რასაც ბიჭვინთაში ვხედავთ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ანექსიის ფორმაა. ჩვენ ვხედავთ ამ მოვლენებზე ხალხის მძაფრ რეაქციას. ეს უწყვეტი ოკუპაციის შედეგია. კატეგორიულად ვგმობ და საერთაშორისო …
ნახვა »