შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს პარლამენტთან დღეს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. უწყება პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, არ გასცდნენ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს. „შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე (მე-18 პრიმა) მუხლის საფუძველზე, ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო, რაც საჯარო დაწესებულების მიერ აღმართული/გამოფენილი ევროპის კავშირის, …
ნახვა »საქართველოდან ამერიკის შეერთებულ შტატებში FBI-ის მიერ ძებნილი პირის ექსტრადიცია განხორციელდა
საქართველოდან ამერიკის შეერთებულ შტატებში აშშ-ს გამოძიების ფედერალური ბიუროს მიერ ძებნილი რუსეთის ფედერაციის მოქალაქის ექსტრადიცია განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. „აშშ-ში ჩატარებული გამოძიების მიხედვით დადგენილია, რომ რუსეთის მოქალაქე 2016-2019 წლებში მის მიერვე შექმნილი კომპიუტერული ვირუსის გამოყენებით დაზარალებულების, მათ შორის, ფლორიდაში მცხოვრები პირების კომპიუტერულ სისტემაში შესაღწევად საჭირო მონაცემებს დაეუფლა. ამასთან, ძებნილი …
ნახვა »პოლიციამ ბათუმის ბულვარში მომხდარ ფაქტზე ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად მიმდინარე წლის 12 მარტს ბათუმის ბულვარში მომხდარი ფაქტის გამოძიების ფარგლებში ერთი პირი – 1958 წელს დაბადებული ე.ა. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ძლიერი ქარის გამო ბათუმის ბულვარში მდებარე ე.წ. ბატუტი გადაბრუნდა, რა დროსაც …
ნახვა »რას ამბობს ახალი სახალხო დამცველი 7-8 მარტის აქციების დაშლაზე
ლევან იოსელიანმა “აგენტების კანონის” საწინააღმდეგო აქციებთან დაკავშირებით ანგარიში წარადგინა. ომბუდსმენის დასკვნაში ნათქვამია, რომ აქციას ჰქონდა მშვიდობიანი ხასიათი და არ არსებობდა მისი შეწყვეტისა და მის წინააღმდეგ ძალის გამოყენების საფუძველი. “რაც შეეხება აქციის მონაწილეების მხრიდან ძალადობის შემთხვევებს, მათ მიმართ უნდა გატარებულიყო ინდივიდუალური, აუცილებელი და პროპორციული ღონისძიებები. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, სამართალდამცავებმა შეკრების მონაწილეების, მათ …
ნახვა »თავდაცვის სამინისტრო – ახალი „თავდაცვის კოდექსით“ სტუდენტებს სამხედრო სავალდებულო სამსახური არ შეეხებათ
ახალი „თავდაცვის კოდექსით“ სტუდენტებს სამხედრო სავალდებულო სამსახური არ შეეხებათ, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. როგორც უწყების ინფორმაციაშია აღნიშნული, თავდაცვის სამინისტრომ „თავდაცვის კოდექსი“ შეიმუშავა, რომელიც ქართული ჯარის გაძლიერებისა და მისი ინსტიტუციური განვითარებისათვის მორიგი მნიშვნელოვანი ნაბიჯია. „ახალი კოდექსით იქმნება რეზერვის მყარი საფუძველი, რაც მნიშვნელოვანია ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისთვის. ახალი „თავდაცვის კოდექსით“: …
ნახვა »თეიმურაზ კუპატაძე: შსს-ს თანამშრომლებს აქვთ დამწვრობები და სხვადასხვა საგნით მიყენებული ჭრილობები, რომლებიც მთელი ცხოვრების განმავლობაში დაღად გაჰყვებათ
7 და 8 მარტს საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიასა და რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციაზე დაშავებული შინაგან საქმეთა სამინისტროს 5 თანამშრომელი ამ დრომდე კლინიკაში მკურნალობს. ამის შესახებ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, თეიმურაზ კუპატაძემ ბრიფინგზე განაცხადა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებიდან ხუთი მათგანი გადის ამ დრომდე მკურნალობას სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში. აქვთ მძიმე …
ნახვა »შსს-ს ინფორმაციით, აქციებზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი გათავისუფლდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლების მიერ, მიმდინარე წლის 7 და 8 მარტს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ საპროტესტო აქციაზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად დაკავებული ყველა პირი გათავისუფლდა. შესაბამის ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. შსს-ს ცნობით, დაკავებულთა ნაწილი წარდგენილ იქნა სასამართლოს წინაშე, ხოლო დანარჩენი პირები წინასწარი დაკავების მოთავსების იზოლატორში ყოფნის კანონით …
ნახვა »ზურაბ ჯაფარიძის და ნიკა მოსიაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო
ზურაბ ჯაფარიძის და ნიკა მოსიაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო. ორივე მათგანი სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს. ჯაფარიძის თქმით, ნიკა მოსიაშვილი პროცესზე შეუძლოდ გახდა და სასწრაფო დახმარება დასჭირდა. მისი ცნობით, მოსიაშვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. პარტია გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერი აცხადებს, რომ მოსამართლემ პროცესის გადადების გადაწყვეტილება მხოლოდ მას შემდეგ მიიღო, რაც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაადასტურა, რომ მას …
ნახვა »მსოფლიო მედია თბილისის საპროტესტო აქციას ეხმაურება
თბილისის ცენტრში პოლიციამ ათასობით დემონსტრანტის დაშლის მცდელობისას წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, – ამის შესახებ Reuters-ი წერს, რომელიც თბილისში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. „დემონსტრანტები შიშობენ, რომ კანონპროექტმა, შეიძლება, ზიანი მიაყენოს სამხრეთ კავკასიის ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების იმედს“, -აღნიშნავს გამოცემა. Reuters-ი წერს, რომ ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოს მთავრობა განიცდის დამკვირვებლების კრიტიკას, რომლებიც აცხადებენ, რომ …
ნახვა »შსს-ს ინფორმაციით, გუშინდელ აქციაზე 66 პირი დააკავეს
სამართალდამცველებმა აქციაზე წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტებზე 66 პირი დააკავეს, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი. „შინაგან საქმეთა სამინისტრომ 7 მარტს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მომხდარ ძალადობრივ ინციდენტებთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე …
ნახვა »