პოლიტიკა

საზოგადოება

საქართველო-სომხეთის საზღვარზე ახალი საავტომობილო საბაჟო-გამშვები პუნქტი „ნინოწმინდა“ გაიხსნა

ფინანსთა სამინისტროს ცნობით, შემოსავლების სამსახური მთელი ქვეყნის მასშტაბით საბაჟო-გამშვები პუნქტების მშენებლობა/რეკონსტრუქციასა და აღჭურვას განაგრძობს. საქართველო-სომხეთის საზღვარზე გაიხსნა ახალი საავტომობილო საბაჟო-გამშვები პუნქტი „ნინოწმინდა“. უწყების ცნობით, „ნინოწმინდის“ საავტომობილო საბაჟო-გამშვები პუნქტის ოფიციალური გახსნის ცერემონიაზე მოწვეულ სტუმრებს, ადგილზე მომუშავე მებაჟე ოფიცრებსა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს მიმართეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა, შემოსავლების სამსახურის უფროსმა, ლევან …

ნახვა »

მიხეილ სააკაშვილის ამერიკელი ადვოკატი – გვაქვს ინფორმაცია, რომ პრეზიდენტ სააკაშვილს საჭმელი მიუტანეს, თუმცა მიღებაზე უარი თქვა – თუ კიდევ ერთხელ დაიწყებს შიმშილობას, დაიღუპება

გვაქვს ინფორმაცია, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი არ იღებს საკვებს. მას საჭმელი მიუტანეს, თუმცა უარი თქვა მიღებაზე. მედიკოსების ჯგუფები და ექიმები ღრმად შეშფოთდებიან, თუკი პრეზიდენტი სააკაშვილი კიდევ ერთხელ დაიწყებს შიმშილობას, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ამერიკელმა ადვოკატმა, მასიმო დანჯელომ განაცხადა. “ჩვენ ჯერ კიდევ აქ ვართ და ველოდებით ექიმი კობისთვის თანხმობას. სამედიცინო ექსპერტები მოთმინებით იცდიან …

ნახვა »

გელათის სამონასტრო კომპლექსს UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრისა და კულტურული ფასეულობების დაცვის საერთაშორისო ცენტრის მრჩეველთა ერთობლივი მისია ეწვევა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მოწვევით, მიმდინარე წლის 28 ნოემბრიდან 2 დეკემბრის პერიოდში საქართველოს UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის ICOMOS (ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭო) და ICCROM-ის (კულტურული ფასეულობების დაცვისა და რესტავრაციის საერთაშორისო ცენტრი) მრჩეველთა ერთობლივი მისია ეწვევა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს კულტურის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, სამინისტრომ …

ნახვა »

„პოსტივი“ ვიქტორ ჯაფარიძის მიერ წილების ყიდვაზე განცხადებას ავრცელებს – გადავწყვიტეთ, ღიად და აქტიურად დავუჭიროთ მხარი მოძრაობა „ხალხის ძალას“, არხი დღეიდან ხდება მოძრაობის მედიაპლატფორმა

ტელეკომპანია „პოსტივი“ განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ „პოსტივის“ გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება, ღიად და აქტიურად დაუჭიროს მხარი ახლად შექმნილ საზოგადოებრივ მოძრაობა „ხალხის ძალას“. მათივე განმარტებით, არხის რამდენიმე სახე უშუალოდ გახდა ორგანიზაციის წევრი. განცხადების თანახმად, არხს ჰყავს ახალი დამფუძნებელი, არხის საკონტროლო პაკეტი ეკუთვნის ვიქტორ ჯაფარიძეს, რომელთანაც სრული იდეოლოგიური თანხვედრა აქვთ. „ძვირფასო მეგობრებო, …

ნახვა »

დმანისის არქეოლოგიური ცენტრის ხელმძღვანელი გარდაცვლილი იპოვეს

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, დმანისის სამეცნიერო და არქეოლოგიური კვლევითი ცენტრის ტერიტორიაზე სავარაუდოდ, თავი მოიკლა ცენტრის ხელმძღვანელმა, გოჩა კილაძემ. შემთხვევა 3 ოქტომბერს მოხდა, გარდაცვლილის ცხედარი ცენტრის ტერიტორიაზე დღის საათებში ადგილობრივებმა ნახეს. დმანისის სამეცნიერო და არქეოლოგიურ კვლევით ცენტრში სტუდენტებისთვის განკუთვნილი სასწავლო ან კვლევითი პროგრამა არ მიმდინარეობდა – დმანისისა და ოროზმანის არქეოლოგიური ექსპედიციები და …

ნახვა »

კახა კალაძემ თბილისის 2022 წლის საპატიო მოქალაქეები დააჯილდოვა

სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში 2022 წლის საპატიო თბილისელების დაჯილდების ცერემონია გაიმართა. დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თითოეულ მათგანს თბილისის სიმბოლური გასაღები, სიგელი და გულსაბნევი გადასცა. დაჯილდოებაზე შეკრებილ საზოგადოებას თბილისის მერმა სიტყვით მიმართა და 20 საპატიო თბილისელს ახალი სტატუსი მიულოცა. „პასუხისმგებლობის გაცნობიერებით, პროფესიონალიზმით, საქმის და ქვეყნის სიყვარულით სავსე ადამიანებზე დგას თბილისი და მისი …

ნახვა »

ლაშა ხუციშვილი: 2023 წლიდან საჯარო სკოლის მასწავლებელთა და მანდატურთა ხელფასი 125-125 ლარით გაიზრდება

2023 წლის ბიუჯეტში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება გაზრდილია 290 მლნ ლარზე მეტით, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტზე საუბრისას. მისი თქმით, ასევე, 10%-ით იზრდება საჯარო სკოლების ადმინისტრაციული პერსონალის ხელფასები. ასევე, იზრდება პროფესიული სასწავლებლების პედაგოგთა საათობრივი ანაზღაურება 15-დან 18 ლარამდე. „ვიწყებთ 500-ზე მეტი საჯარო სკოლის რეაბილიტაციასა …

ნახვა »

მწვერვალ თეთნულდზე დაკარგული ლიეტუველი სამი მთამსვლელი გარდაცვლილი იპოვეს

მესტიის მუნიციპალიტეტში, მწვერვალ თეთნულდზე დაკარგული ლიეტუველი სამი მთამსვლელი გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვლილი მთამსვლელების ცხედრები მესტიაში გადაასვენეს. მათი სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. მთამსვლელებთან კავშირი ​რამდენიმე დღის წინ გაწყდა.

ნახვა »

გადაცემა ”აქტუალური თემა” – ელექტრონული არჩევნები და მხარეთა პოზიციები

2024 წლიდან ქვეყანაში არჩევნები ელექტრონული სისტემით ჩატარდება. ამომრჩევლის 70%-ზე მეტი, როგორც რეგისტრაციის, ისე ხმის მიცემის პროცედურას ელექტრონულად გაივლის და ამავე ფორმით დაითვლება ხმებიც. გეგმის მიხედვით, რომელიც  ქართულმა ოცნებამ წარმოადგინა, წარსულს ჩაბარდება ხმების ხელით დათვლის ხანგრძლივი პროცედურა და არჩევნების შედეგების რამდენიმე დღის შემდეგ გამოცხადება. ხმის მიცემის ელექტრონულ სისტემას მსოფლიოს არაერთი ქვეყანა …

ნახვა »

დედაქალაქში „თბილისობა“ აღინიშნება

ორწლიანი პაუზის შემდეგ, „თბილისობის“ დღესასწაული პირველ და 2 ოქტომბერს იმართება. „თბილისობის“ ღონისძიებები რიყის პარკში, ლეღვთახევში, ორბელიანის, გუდიაშვილისა და ევროპის მოედნებზე ჩატარდება. „პანდემიის გამო, ვერ მოვახერხეთ „თბილისობის“ ჩატარება. რთული პერიოდი გამოვიარეთ, თუმცა, წელს გვაქვს შესაძლებლობა, გარკვეული ღონისძიებები ჩავატაროთ. იქნება ინსტალაციები, გამოფენები, კონცერტები, სამეწარმეო და გასტრონომიული ბაზრობები, სპორტული და საბავშვო აქტივობები“, – …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია