ერევნის სავაჭრო ცენტრში აფეთქების შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 34-მდე გაიზარდა. მათ შორის არის ხუთი წლის გოგონა, რომელიც რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. თუმცა, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ოფიციალურად ამ ეტაპზე დადასტურებულია ერთი ადამიანის დაღუპვა. ის 45 წლამდე მამაკაცია. აფეთქება სომხეთის დედაქალაქში მდებარე სავაჭრო ცენტრ „სურმალუში“ დღეს, შუადღისას მოხდა. წინასწარი ცნობით, აფეთქდა პიროტექნიკის საწყობი. შედეგად გაჩნდა ხანძარი, …
ნახვა »თბილისის ზღვაზე ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა
მაშველებმა თბილისის ზღვიდან ახალგაზრდა კაცი უგონო მდგომარეობაში ამოიყვანეს. მას ადგილზე პირველადი დახმარება გაუწიეს, თუმცა კაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მას, გულთან დაკავშირებით, პრობლემა ჰქონდა. როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. უწყების ცნობით, კაცი უცხო ქვეყნის მოქალაქე იყო.
ნახვა »ერევანში მომხდარ აფეთქებას სულ მცირე ერთი ადამიანი ემსხვერპლა და 20 დაშავდა
ერევანში სავაჭრო ცენტრში მომხდარ აფეთქებას სულ მცირე ერთი ადამიანი ემსხვერპლა და 20 დაშავდა. ინფორმაციას სომხეთის საგანგებო სიტუაციების სამსახური ავრცელებს. გავრცელებული ცნობით, აფეთქება სავაჭრო ცენტრის იმ ნაწილში მოხდა, სადაც პიროტექნიკა ინახებოდა. საგანგებო სამსახურების ცნობით, სავაჭრო ცენტრში ხანძარია და შესაძლოა, შენობაში კიდევ იმყოფებოდნენ დაშავებულები. არ არის გამორიცხული მსხვერპლის რაოდენობა გაიზარდოს. ადგილზე მობილიზებულნი არიან სახანძრო ბრიგადები და …
ნახვა »სინოპტიკოსების პროგნოზით, 19 აგვისტომდე საქართველოში ჰაერის მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 19 აგვისტომდე საქართველოს ტერიტორიაზე შენარჩუნებული იქნება ჰაერის მაღალი ტემპერატურა. სინომპტიკოსების პროგნოზით, ტემპერატურა 34 – 39 გრადუსი იქნება. „15 აგვისტოს მთიან რეგიონებში ჰაერის მაღალ ტემპერატურასთან ერთად ზოგან ძლიერი ქარიცაა მოსალოდნელი, რაც ტყის ხანძრების გაჩენის ხელშემწყობ პირობებს შექმნის”- აღნიშნულია სააგენტოს ინფორმაციაში.
ნახვა »ლია გიგაური – 14 აგვისტო განსაკუთრებულად მძიმე დღეა სრულიად საქართველოსთვის, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მშვიდობიანი, შერიგების გზით მივაღწიოთ მიზნებს ქვეყნის გაერთიანებასთან მიმართებით
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაურმა, თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძესთან და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძესთან ერთად, აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყების 30-ე წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. ინფორმაცის სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს. „14 …
ნახვა »ირაკლი ღარიბაშვილი – ღრმად მწამს, რომ სამშვიდობო და დიალოგზე ორიენტირებული ჩვენი პოლიტიკა აახლოებს დღეს, როდესაც აფხაზ და ოს ძმებთან ერთად გავაგრძელებთ ერთიანი, დემოკრატიული სახელმწიფოს შენებას
დღეს აფხაზეთის ომის დაწყებიდან 30 წელი შესრულდა. ჩვენი უახლესი ისტორიის ყველაზე დრამატულმა მოვლენამ, ძმათა შორის დაპირისპირებამ მოიტანა გაუმართლებელი ნგრევა, საკუთარ სამშობლოში დევნილად აქცია ასეულობით ათასი ადამიანი და, რაც ყველაზე სამწუხაროა, ორივე მხრიდან მრავალი ჩვენი თანამოქალაქის – ჯარისკაცებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლე შეიწირა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაშია …
ნახვა »ევროკომისია მიიჩნევს, რომ საქართველოში მედიაგარემო კვლავ პლურალისტური და კონკურენტუნარიანია, მაგრამ ძალზე პოლარიზებული
საქართველოში მედიაგარემო კვლავ პლურალისტური და კონკურენტუნარიანია, მაგრამ ძალზე პოლარიზებული, – ამის შესახებ ევროკომისიის აპარატის დოკუმენტშია ნათქვამი, სადაც განხილულია საქართველოს მიერ ასოცირების პროცესის განხორციელების შესახებ ანგარიში. დოკუმენტში აღნიშნავენ, რომ საქართველომ 2022 წლის მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსის მაჩვენებლით 180 ქვეყანას შორის 89-ე ადგილი დაიკავა . “საქართველოს მედიაგარემო კვლავ პლურალისტური და კონკურენტუნარიანია, მაგრამ ასევე …
ნახვა »თეთნულდზე ჩარჩენილი ექვსი უცხოელი ტურისტიდან ერთი გარდაიცვალა
მწვერვალ თეთნულდზე ჩარჩენილი ექვსი უცხოელი ტურისტიდან ერთი გარდაიცვალა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, გარდაცვლილი მთამსვლელის ცხედარი სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის დახმარებით მესტიაში გადაასვენეს. ამასთან, დღეს მაშველებმა მწვერვალ თეთნულდიდან დაშავებული ორი ტურისტის უსაფრთხო ევაკუაცია განახორციელეს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში საერთაშორისო დაკვირვებისა და ძებნის ცენტრიდან შემოვიდა SOS შეტყობინება, რომ მწვერვალ თეთნულდზე …
ნახვა »მოტომედიკოსები – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ახალი პროექტი
ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურს დღეიდან სასწავლო ცენტრის მიერ გადამზადებული მოტომედიკოსები შეემატებიან, რომლებიც მსოფლიო ბანკის მიერ შეძენილი სამედიცინო მოტოციკლებით ოპერატიულად შეძლებენ გამოძახებაზე გასვლას და სწრაფი და ეფექტური სამედიცინო დახმარების აღმოჩენას. ინფორმაციას ამის შესახებ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს. როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ილია ღუდუშაურმა აღნიშნა, პროექტი იქნება …
ნახვა »მაშველებმა თეთნულდიდან დაშავებული ორი ტურისტის უსაფრთხო ევაკუაცია განახორციელეს, სამაშველო ღონისძიება გრძელდება
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მაშველებმა მწვერვალ თეთნულდიდან დაშავებული ორი ტურისტის უსაფრთხო ევაკუაცია განახორციელეს. მათივე ცნობით, სამაშველო ღონისძიება გრძელდება. „შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში საერთაშორისო დაკვირვებისა და ძებნის ცენტრიდან შემოვიდა SOS შეტყობინება, რომ მწვერვალ თეთნულდზე უცხოელ ტურისტთა ჯგუფს ესაჭიროება მაშველთა დახმარება. შეტყობინების შემოსვლისთანავე დაიგეგმა სამაშველო ღონისძიება, დაზუსტდა ტურისტთა …
ნახვა »