პოლიტიკა

Blog Layout

ახალი სასწავლო წლიდან 106 სკოლა რეაბილიტირებულ შენობაში განაახლებს სწავლას

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამას 2019 წლიდან ახორციელებს. 163 სკოლის რეაბილიტაცია-მშენებლობის პროექტიდან, დღეის მდგომარეობით, დასრულებულია 106 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მიმდინარე წლის ბოლომდე დაგეგმილია დამატებით 39 სკოლის რეაბილიტაცია-მშენებლობის დასრულება. მიმდინარე პროექტებიდან, 11 პროექტის დასრულება ხელშეკრულებით, იმთავითვე 2023 წელს არის …

ნახვა »

ლიკანის მიმდებარედ ტყის მასივში ხანძარია – პროცესში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე, ლიკანის მიმდებარედ ტყის მასივში ხანძარია. როგორც  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, ადგილზე უკვე იმყოფებიან მეხანძრე მაშველები. ხანძრის ლოკალიზაციის პროცესში ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. ხანძრის გამომწვევი მიზეზი და გავრცელების ფართობი ამ დროისთვის უცნობია.

ნახვა »

„ლუკოილის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, რომელიც უკრაინაში ომს აკრიტიკებდა, საავადმყოფოს ფანჯრიდან გადავარდნის შედეგად გარდაიცვალა

რუსული ნავთობის უმსხვილესი კერძო მწარმოებლის, „ლუკოილის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, რავილ მაგანოვი საავადმყოფოს ფანჯრიდან გადავარდნის შედეგად გარდაიცვალა. რუსული საინფორმაციო სააგენტო Interfax-ის ცნობით, მაგანოვი მოსკოვის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს ფანჯრიდან გადავარდა. დასავლური მედია წერს, რომ „ლუკოილი“ ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან რუსულ კომპანიებს შორის, რომელიც ღიად აკრიტიკებს რუსეთის უკრაინაში შეჭრას. მარტში, კომპანიის დირექტორთა საბჭომ ხელისუფლებას “შეიარაღებული …

ნახვა »

თბილისის მერიამ სტუდენტთა დაფინანსების პროგრამაზე განცხადებების მიღება დღეიდან დაიწყო

სტუდენტთა დაფინანსების პროგრამაზე განცხადებები პირველი სექტემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით მიიღება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, 2022-2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სწავლის დაფინანსების მიზნით, განცხადებების შემოტანა სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიანი ოჯახის წევრ და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტების შეეძლებათ. „თბილისის მერიის მიერ დაფინანსდებიან …

ნახვა »

ყაზახეთის პრეზიდენტმა რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები დანიშნა

ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა 2022 წლის შემოდგომაზე რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები დანიშნა. ამის შესახებ მან ყაზახი ხალხისადმი მიმართვაში დღეს განაცხადა. „სამართლიანი ყაზახეთის მშენებლობის გზაზე კარდინალური და ყოველმხრივი რეფორმების წარმატებული რეალიზებისთვის აუცილებელია მოსახლეობის ნდობის ახალი მანდატი. ჩემთვის სახელმწიფოს ინტერესები ყველაზე მნიშვნელოვანია. ამიტომ მზად ვარ, შევამცირო ჩემი უფლებამოსილების ვადა და რიგგარეშე არჩევნებზე ვიყარო კენჭი“, …

ნახვა »

თბილისობის დღესასწაული პირველ-ორ ოქტომბერს გაიმართება

თბილისობის დღესასწაული პირველ-ორ ოქტომბერს გაიმართება,  – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, თბილისობას ტრადიციულად უმასპინძლებს რიყე და ლეღვთახევი, წელს ღონისძიებები ასევე გაიმართება ორბელიანისა და გუდიაშვილის მოედნებზე. „მინდა, შევეხო თბილისობას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი დღესასწაულია და უხდება ჩვენს ქალაქს. ეს ჩვენი მრავალწლიანი ტრადიციაა, შეიძლება ითქვას, რომ …

ნახვა »

სემეკ-ის გადაწყვეტილებით, რუსთავის წყალმომარაგების კომპანია 50 000 ლარით დაჯარიმდა

სემეკ-ის გადაწყვეტილებით, რუსთავის წყალმომარაგების კომპანია 50 000 ლარით დაჯარიმდა. როგორც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე, დავით ნარმანიამ განაცხადა ამავდროულად კომპანიას დაევალა, რომ 19 სექტემბრამდე წარმოადგინოს კონკრეტული გეგმა იმ აუცილებელი საინვესტიციო პროექტების შესახებ, რომელმაც უნდა რუსთავში წყალმომარაგება უნდა გააუმჯობესოს. „სემეკ-მა მიიღო გადაწყვეტილება კომპანიის დაჯარიმების შესახებ. ამავდროულად, დაევალა კომპანიას, რომ 19 …

ნახვა »

მთავრობამ ხბოს დაცვის რეგლამენტი დაამტკიცა

საქართველოს მთავრობამ ხბოს დაცვის რეგლამენტი დაამტკიცა. რეგლამენტში განსაზღვრულია, რა პირობებში უნდა ცხოვრობდნენ ხბოები, რა უნდა იყოს მათი საკვები რაციონი, რა პირობები სჭირდებათ ქცევითი და ფიზიოლოგიური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, როგორ უნდა იყოს მოწყობილი სადგომი და როგორ უნდა დასუფთავდეს ის. ამასთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ განცხადება გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: „ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი …

ნახვა »

თბილისი კალათბურთში ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს – „ევრობასკეტი 2022“ ოფიციალურად დღეს დაიწყება

პირველად საქართველოს ისტორიაში, კალათბურთში ევროპის ჩემპიონატს, სამ ევროპულ ქალაქთან ერთად, თბილისი მასპინძლობს. „ევრობასკეტი 2022“ ოფიციალურად დღეს დაიწყება. ა ჯგუფის თამაშები, სადაც ესპანეთის, თურქეთის, ბელგიის, ბულგარეთის, მონტენეგროსა და საქართველოს ნაკრებები მონაწილეობენ, „თბილისი არენაზე“ ჩატარდება. საქართველოს ნაკრები დღეს პირველ შეხვედრას ბელგიის ეროვნულ გუნდთან გამართავს. მატჩი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება. ევრობასკეტის დაწყებამდე …

ნახვა »

დიდ დიღომში, საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა

დიდ დიღომში, ე.წ. ბენდუქიძის დასახლებაში აფეთქება მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. არსებული ინფორმაციით, დაშავებულია სამი ადამიანი, ცოლ-ქმარი და ორ წლამდე ბავშვი. წინასწარი ცნობით, დაშავებულები ნიგერიის მოქალაქეები არიან. სამივე მათგანი კლინიკაშია გადაყვანილი. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო დახმარების ჯგუფები

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია