პოლიტიკა

Blog Layout

პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი წალენჯიხის მერს ღია წერილით მიმართავს

საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერს, გიორგი ხარჩილავას ღია წერილით მიმართავს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ საშტატო ოპტიმიზაციის საფუძვლით სკოლამდელი დაწესებულებებში თანამშრომელთა რიცხოვნების შემცირება და მათთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს. „ბატონო გიორგი, გავეცანით, თქვენ მიერ, მიმდინარე წლის 26 აგვისტოს დამტკიცებული ბრძანების (N126.126.22381) საფუძველზე, ა(ა)იპ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი საააღმზრდელო-საგანმანათლებლო დაწესებულებათა …

ნახვა »

მიხეილ გორბაჩოვი გარდაიცვალა

92 წლის ასაკში სკკპ-ს ცენტრალური კომიტეტის ბოლო გენერალური მდივანი და სსრკ-ს პირველი და უკანასკნელი პრეზიდენტი, მიხეილ გორბაჩოვი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს. „მიხეილ გორბაჩოვი დღეს საღამოს მძიმე და ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა“, – განაცხადეს ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში.

ნახვა »

უკრაინელებმა ფრონტის ხაზი მიკოლაევის მიმართულებითაც გაარღვიეს

უკრაინელები კონტრშეტევას რამდენიმე მიმართულებით წარმატებით ახორციელებენ. ხერსონის გარდა მათ ფრონტის ხაზი მიკოლაევის მიმართულებითაც გაარღვუეს. ჟურნალისტ რომან ციმბალიუკის ცნობით, უკრაინელებმა რუსული თავდაცვის ხაზი მიკოლაევის მისადგომების  მიმართულებაზეც გაარღვიეს,  ოკუპანტთა შორის არიან დაჭრილები და დაღუპულები.  ციმბალიუკი იუწყება, რომ გარღვეულია 205-ე ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადის პოზიციები ერთ’ერთ დასახლებულ პუნქტთან, მიმდინარეობს ბრძოლები.

ნახვა »

საფრანგეთმა რუსეთი ენერგორესურსების ომის იარაღად გამოყენებაში დაადანაშაულა

საფრანგეთმა რუსეთი ენერგორესურსების ომის იარაღად გამოყენებაში დაადანაშაულა მას შემდეგ, რაც „გაზპრომმა“ ევროპაში გაზის მიწოდება კიდევ უფრო შეამცირა. საფრანგეთის ენერგეტიკის მინისტრმა, ანიეს პანიე-რუნაშერმა განაცხადა, რომ აშკარაა, რომ რუსეთი გაზს ომის იარაღად იყენებს. „ჩვენ უნდა მოვემზადოთ მიწოდების სრული შეწყვეტის ყველაზე ცუდი სცენარისთვის“, – აღნიშნა საფრანგეთის ენერგეტიკის მინისტრმა. მანამდე ფრანგულმა ენერგოკომპანია Engie-მ განაცხადა, რომ დღეიდან „გაზპრომისგან“ …

ნახვა »

საქალაქო სასამართლოში ძმები კაკულიების ბრალდების საქმის განხილვა დასრულდა

ძმები კაკულიები ბრალს არ აღიარებენ და იარაღის ჩადებაში საგამოძიებო უწყებას ადანაშაულებენ. კაკულიების ბრალდების საქმის განხილვა ცოტა ხნის წინ დასრულდა საქალაქო სასამართლოში. სასამართლო პროცესზე უფროსმა ძმამ, დავით კაკულიამ სიტყვის უფლებით ისარგებლა და თქვა, რომ მას და მის ძმას საგამოძიებო უწყების წარმომადგენლებმა ჩხრეკის დროს, ცეცხლსასროლი იარაღები ჩაუდეს. მისივე თქმით, ამ ფაქტს იმ …

ნახვა »

თბილისის ზოგიერთ რაიონს ხვალ ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

კრწანისის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, თბილისის ზოგიერთ რაიონს ხვალ ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კრწანისის ქუჩის მოსახლეობას. გლდანის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ულიანოვის, უწერის, ვარდევანის, ხეჩუაშვილის, ბარისახოს, ყუშიტაშვილის, ჭრებალოს, სხვიტორის, ხანძთელის, ანდრონიკაშვილის, გაგრისა და ლიბანის ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი …

ნახვა »

რუსეთმა ხარკოვის ცენტრზე იერიში მიიტანა – დაღუპა 5 და დაშავდა 7 ადამიანი

რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვის ცენტრალურ რაიონებს ცეცხლი გაუხსნეს, – ამის შესახებ ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლეგ სინიგუბოვი იუწყება. სინეგუბოვი მოქალაქეებს თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებს. თავდასხმის შესახებ ინფორმაციას ხარკოვის მერი, იგორ ტერეხოვიც ავრცელებს და აცხადებს, რომ წინასწარი მონაცემებით, დაღუპულია 5 და დაშავებულია 7 ადამიანი.

ნახვა »

3 სექტემბრამდე საქართველოში ჰაერის ტემპერატურამ შესაძლოა, 40 გრადუსს მიაღწიოს

3 სექტემბრამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურამ დაბლობში, ბარში და მთიანი რეგიონების ცალკეულ რაიონში შესაძლოა 38, 40 გრადუსს მიაღწიოს. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, არსებული და მოსალოდნელი ჰაერის მაღალი ტემპერატურა და გამომშრალი ნიადაგი კვლავ რჩება ხანძრის გაჩენის ხელშემწყობ პირობად.

ნახვა »

დავით უსუფაშვილი – სამუშაო ჯგუფებთან დაკავშირებით „ლელოს“ პოზიცია უცვლელია, საპარლამენტო საქმიანობაში ვერთვებით საკომიტეტო, ბიუროსა და პლენარული სხდომების ეტაპებიდან

სახალხო დამცველის შერჩევის საკითხთან დაკავშირებით ჩვენი პოზიციაა, რომ პარლამენტმა და საპარლამენტო პოლიტიკურმა ჯგუფებმა კანდიდატი შევარჩიოთ შესაბამისი არასამთავრობო ორგანიზაციების ფართო წრის მიერ შემოთავაზებული კანდიდატებისგან, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, დავით უსუფაშვილმა განაცხადა. როგორც დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, „ლელო“ საპარლამენტო საქმიანობაში ერთვება საკომიტეტო, ბიუროს და პლენარული სხდომების ეტაპებიდან. „სამუშაო ჯგუფებთან დაკავშირებით „ლელოს“ პოზიცია უცვლელია. …

ნახვა »

მამუკა მდინარაძე – ოპოზიციური პარტიები მაქსიმალურად ცდილობენ, საბოტაჟი გამოუცხადონ ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებას და ახალი სიტყვა გამოიგონეს – მრავალწახნაგოვნება

ოპოზიციური პარტიები მაქსიმალურად ცდილობენ, რომ საბოტაჟი გამოუცხადონ ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების პროცესს და ახალი სიტყვა გამოიგონეს – მრავალწახნაგოვნება. ეს იმისთვის, რომ თან აქ მოვიდნენ და თან მათი დესტრუქციული ქმედებები და ე.წ. პროტესტი გამართლდეს ქუჩაში, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიციას არ სურს, რომ რეკომენდაციები შესრულდეს. …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია