პოლიტიკა

Blog Layout

შსს-ს ინფორმაციით, გუდაურში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ცხედრები ამოსვენებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის გუდაურში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ცხედრები შემთხვევის ადგილიდან ამოსვენებულია. შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის კუთვნილმა ვერტმფრენმა, რომლის დახმარებით გუდაურში ჩამოვარდნილი პარაპლანისტების სამაშველო ღონისძიება მიმდინარეობდა, გუშინ მართვა დაკარგა და ჩამოვარდა, რის შედეგადეგაც ვერტმფრენში მყოფი რვავე პირი დაიღუპა. ვერტმფრენის ბორტზე იმყოფებოდნენ: მაშ­ვე­ლე­ბი – კახა ტორ­ჩი­ნა­ვა და გი­ორ­გი მარ­გი­ა­ნი, მფრი­ნა­ვე­ბი – ანდრო ქუჯოშვილი, ლე­ვან ჩო­ხე­ლი, ზაზა ლო­რია, დიმა ქა­ა­ძე, ექი­მები – ქეთი გუ­ლა­გაშ­ვი­ლი და …

ნახვა »

ცხვარიჭამიაში 20 წლის კაცის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი ადამიანი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცხვარიჭამიაში 20 წლის კაცის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, 2000 წელს დაბადებული დ.ჯ. დააკავეს. “გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 28 ივლისს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით გულ-მკერდის არეში დაზიანება მიაყენა 2002 წელს დაბადებულ მ.კ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას …

ნახვა »

გომელაურის თქმით, ვერტმფრენში მყოფი რვავე ადამიანი დაიღუპა, პარაპლანის ერთი მგზავრი გადარჩა

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის თქმით, გუდაურში სამაშველო ვერტმფრენში მყოფი რვავე ადამიანი დაიღუპა. მისივე განცხადებით, პარაპლანით მფრინავებიდან ერთი ქართველი მგზავრი გადარჩა და კლინიკაში გადაჰყავთ, ხოლო მეორე – უცხოელი ტურისტი დაიღუპა. “რაც შეეხება პარაპლანით ფრენებს, გიდასტურებთ, დიდი პრობლემაა. კვირა არ გავა სამაშველო ოპერაცია რომ არ ჩატარდეს, ვერტმფრენი არ ჩაირთოს, არის, რა …

ნახვა »

გუდაურში მომხდარი ტრაგედიის გამო, 30 ივლისი ქვეყანაში გლოვის დღედ ცხადდება

გუდაურში მომხდარი ტრაგედიის გამო, 30 ივლისი ქვეყანაში გლოვის დღედ ცხადდება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში არის აღნიშნული. პრემიერი სამძიმარს უცხადებს დაღუპულების ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. „ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ გუდაურში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ეკიპაჟის წევრების, მაშველებისა და ექიმების დაღუპვის გამო. ამ მძიმე წუთებში გულწრფელ …

ნახვა »

პარაპლანისტების სამაშველო ღონისძიების დროს, გუდაურში შსს-ს ვერტმფრენი ჩამოვარდა – ვიდეო

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის კუთვნილმა ვერტმფრენმა, რომლის დახმარებით გუდაურში ჩამოვარდნილი პარაპლანისტტების სამაშველო ღონისძიება მიმდინარეობდა მართვა დაკარგა და ჩამოვარდა. ვერტმფრენის ბორტზე ეკიპაჟის წევრების გარდა იმყოფებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები და მედიკოსები. მომხდარის შესახებ ყველა დეტალი ზუსტდება და დამატებით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო საზოგადოებას მიაწვდის.

ნახვა »

უკრაინა: რუსული ძალები სლავიანსკისა და ბახმუტის დაბომბვას აგრძელებენ

დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, პაველ კირილენკოს განცხადებით, რუსული ძალები დონეცკის ოლქის ქალაქების, სლავიანსკისა და ბახმუტის დაბომბვას აგრძელებენ. კირილენკოს თქმით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ბახმუტში სულ მცირე 4 ადამიანი დაიღუპა, 5 კი დაშავდა. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ რუსული დაბომბვის შედეგად 7 მაღალსართულიანი შენობა და 27 სახლი დაზიანდა. როგორც კირილენკო ამბობს, რუსეთის …

ნახვა »

სამგორში ორი ახალი რეკრეაციული სივრცე ეწყობა

სამგორის რაიონის გამგეობა ორი ახალი რეკრეაციული სივრცის მოწყობის მასშტაბურ პროექტს ახორციელებს. თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვარკეთილი 3-ში, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩიდან გახოკიძის ქუჩამდე არსებულ ტერიტორიაზე, დაახლოებით, 3 ჰა ფართობი კეთილმოეწყობა. აღნიშნულ სივრცეში დაგეგმილია საბავშვო მოედნის, ტრენაჟორების, სანაგვე ურნებისა და მოსასვენებელი სკამების განთავსება. ასევე, დაგეგმილია საფეხმავლო ბილიკების მოწყობა, რომელიც დეკორატიული ფილებით …

ნახვა »

ინდოეთში ფორესტ გამპის ბოლივუდური ვერსია გადაიღეს – ნახეთ ტრეილერი

Laal Singh Chaddha — ასე ჰქვია ფორესტ გამპის ინდურ ვერსიას, რომელსაც მსოფლიოს მაყურებელი მალე იხილავს. 1994 წლის ოსკაროსანი ფილმის ახალი ვერსიის გადაღება ინდოეთში უკვე დასრულებულია და მისი ტრეილერიც უკვე გამოვიდა. ტომ ჰენკსის ნაცვლად ფორესტ გამპის ინდურ ვერსიაში მთავარ როლს ბოლივუდის ვარსკვლავი ამირ ხანი შეასრულებს. ამირ ხანი ინდურ შოუ-ბიზნესში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მსახიობად ითვლება. …

ნახვა »

მთავრობა ანაკლიის პორტის პროექტზე ახალი ტენდერის გამოცხადებას გეგმავს

საქართველოს მთავრობა ანაკლიის პორტის პროექტზე ახალი ტენდერის მოსამზადებლად საკონსულტაციო მომსახურებების შეძენას გეგმავს. გამარტივებული შესყიდვის შესახებ ინფორმაცია ანაკლიის ნავსადგურის განვითარების სააგენტომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე უკვე გამოაქვეყნა. კონსულტაციების შესყიდვის ღირებულება 1 მილიონი ლარია. კერძოდ, საუბარია იურიდიულ ფირმა White & Case-ზე, როტერდამის საკონსულტაციო ცენტრსა და კომპანია MTBS-ზე. აღნიშნულ კომპანიებთან ანაკლიის განვითარების სააგენტო წინა წლებშიც …

ნახვა »

6 თვეში ეკონომიკა 10.5%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 7.2 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2022 წლის პირველი ექვსი თვის საშუალო მაჩვენებელი 10.5 პროცენტით განისაზღვრა. „საქსტატის“ მონაცემებით, 2022 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ტრანსპორტი და დასაწყობება, …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია