პოლიტიკა

Blog Layout

ომის 187-ე დღე – რა ვითარებაა უკრაინაში?

რუსული ძალები უკრაინის ქალაქებს ისევ ბომბავენ. ოკუპანტთა სამიზნე გახდა დნეპროპეტროვსკის დასახლებული რაიონები. ნიკოპოლში სარაკეტო იერიშს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, 2 კი, დაშავდა. განგაშის სიგნალი ისმოდა რივნის ოლქში მდებარე ქალაქ სარნაშიც, სადაც ოკუპანტებმა, სავარაუდოდ, უკრაინული სამხედრო ობიექტი დაბომბეს. 200-მდე რაკეტა ისროლეს ზაპოროჟიეს ქალაქ ორეხოვოს მიმართულებითაც. დაშავდა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის, 2 ბავშვი. სარაკეტო დარტყმები განხორციელდა ხარკოვზეც. „დღეს გავმართე სხდომა თავდაცვისა …

ნახვა »

MTV Video Music Awards 2022-ის გამარჯვებულები დასახელდნენ

MTV-მ წლის საუკეთესო მუსიკალური ვიდეორგოლები დაასახელა. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება. ტელეარხის ინფორმაციით, Video Music Awards-ის დაჯილდოების ცერემონია ქალაქ ნიუარკში გაიმართა.მისი წამყვანები კი ჯეკ ჰარლოუ და LL Cool J იყვნენ. წლის საუკეთესო ვიდეორგოლად ტეილორ სვიფტის All Too Well დასახელდა, წლის შემსრულებლად კი Bad Bunny. ნომინაციაში „საუკეთესო ახალი შემსრულებელი“ დავ კემერონმა გაიმარჯვა, საუკეთესო …

ნახვა »

ბორჯომისა და ახალციხის მუნიციპალიტეტებში ვითარება სტაბილურია და ცეცხლის ღია კერები აღარ შეინიშნება

ბორჯომისა და ახალციხის მუნიციპალიტეტებში ვითარება სტაბილურია – ცეცხლის ღია კერები არ შეინიშნება. სამუშაოები სამ სექტორადაა დაყოფილი და ისინი ყველგან დასკვნით ეტაპზეა. ღია და რთული კერები აღარ არსებობს და მხოლოდ მცირე და მხრჩოლავი კერებია დარჩენილი. ამ დროისთვის, მუშავდება ცეცხლის დარჩენილი რამდენიმე მცირე მასშტაბის აქტიური და მხრჩოლავი კერა, გაყვანილია გზები მძიმე ტექნიკის დახმარებით და …

ნახვა »

შავნაბადას ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია

შავნაბადას ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს. მათივე ცნობით, ამ წუთებში ადგილზე მიმდინარეობს ცალკეული მხრჩოლავი კერების დამუშავება. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აღნიშნეს, სახანძრო-სამაშველო ბრიგადები ადგილზე დღე-ღამის განმავლობაში მუშაობდნენ. ასევე ხანძრის ქრობის პროცესში ჩართული იყო ავიაცია.

ნახვა »

დიდუბეში ხანძარია

დიდუბეში ხანძარია. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ჰიპერმარკეტ „გორგიას“ ტერიტორიაზე, საწყობში გაჩნდა. ადგილზე მუშაობენ სახანძრო-სამაშველო ჯგუფები.

ნახვა »

Financial Times – ევროკავშირი მიმდინარე კვირაში რუსეთთან სავიზო შეთანხმების შეჩერებას აპირებს

ბრიტანული გამოცემა Financial Times -ის ცნობით, ევროკავშირი ამ კვირაში რუსეთთან სავიზო შეთანხმების შეჩერებას აპირებს. 2007 წელს დადებული შეთანხმების გაყინვის შემთხვევაში, რუსებს გაურთულდებათ და გაუძვირდებათ შენგენის ზონის დოკუმენტების მიღება. როგორც მედია წერს, ეს მას შემდეგ ხდება, რაც აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთი წევრი ქვეყანა რუსი ტურისტებისთვის საკუთარი საზღვრების ცალმხრივად დაკეტვით დაიმუქრა, ხოლო ბლოკის წევრი …

ნახვა »

შავნაბადას ტყეში ხანძრის ქრობის პროცესში ავიაცია ჩაერთო

შავნაბადას ტყეში ხანძრის ქრობის პროცესში თურქეთის ავიაცია ჩაერთო. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს. შავნაბადას ტყესა და მინდორში ხანძრის სალოკალიზაციო სამუშაოებისთვის სახანძრო-სამაშველო ჯგუფებია მობილიზებული. ხანძარია ტერიტორიაზე არსებულ ტყესა და მინდორში.

ნახვა »

ხანძარი ძამას ხეობაში – დამწვარია რამდენიმე საცხოვრებელი სახლი

ქარელის მუნიციპალიტეტში, ძამას ხეობაში ხანძარია. შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის ინფორმაციით, დამწვარია 4 საცხოვრებელი სახლი. ადგილზე 10-ზე მეტი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს. მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები. ჯერჯერობით უცნობია ხანძრის გავრცელების ფართობი. ფოტო: imedinews.ge

ნახვა »

ოდესის ლიტერატურულ ფესტივალს წელს ბათუმი უმასპინძლებს

საქართველო ოდესის VIII საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალს უმასპინძლებს: 2022 წლის 5-8 ოქტომბერს უკრაინული ფესტივალი ქალაქ ბათუმში გაიმართება. წლევანდელი ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი თემა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი და მთელ მსოფლიოზე მისი გავლენა იქნება. როგორც ორგანიზატორები აღნიშნავენ, ამ ფესტივალით მეგობრობისა და სოლიდარობის ლიტერატურული ხიდი გაიდება შავი ზღვის ორ მხარეს შორის. ფესტივალის ფარგლებში ქალაქი …

ნახვა »

ილია მეორე – კაცობრიობა დაიღალა, ჩვენც დავიღალეთ, მაგრამ გული არ უნდა გაგვიტყდეს, ყოვლაწმინდა ღვთისმშობელი ჩვენთან არის

კაცობრიობა დაიღალა, ჩვენც დავიღალეთ, მაგრამ გული არ უნდა გაგვიტყდეს. ყოვლაწმინდა ღვთისმშობელი ჩვენთან არის. გიხაროდეთ, რამეთუ ჩვენ შვილები ვართ ღვთისმშობელისა, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სიონის ტაძარში მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით ქადაგებისას განაცხადა. ილია მეორემ მრევლს მარიამობის დღესასწაული მიულოცა. „ყველას გილოცავთ მარიამობას. დღეს ყოვლაწმინდა ღვთისმშობელი ჩვენთანაა. შესთხოვეთ რაც გიჭირთ …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია