პოლიტიკა

Blog Layout

ენერგოატომი: რუსეთმა ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე სამხედრო ტექნიკა შეიტანა

უკრაინის ენერგეტიკული კომპანია ენერგოატომი აცხადებს, რომ რუსეთმა ოკუპირებული ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე დამატებითი სამხედრო ტექნიკა შეიტანა, სადგურზე რუსი სამხედროების რიცხვი გაიზარდა. ენერგოატომის ინფორმაციით, 22 აგვისტოს სადგურის ტერიტორიაზე ორი ჯავშანმანქანა და ექვსი სატვირთო შევიდა. “სადგურის ტერიტორიაზე ახლა დისლოცირებულია სამხედრო ტექნიკის 40 ერთეული. პირველ ენერგობლოკთან განთავსებულია დაახლოებით 16 სამხედრო მანქანა, მეორესთან – 7. კიდევ …

ნახვა »

წინარეხი-ქვათახევის 5 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია სრულდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი წინარეხი-ქვათახევის საავტომობილო გზის 5 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებს მალე დაასრულებს. ინფორმაციას ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. „სარეაბილიტაციო მონაკვეთი კასპის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და სოფელ წინარეხიდან ქვათახევის სამონასტრო კომპლექსამდე მიდის. გზა გრუნტიანი იყო და მასზე ასფალტის საფარი არასდროს ყოფილა. მისი  გამართული ფუნქციონირება …

ნახვა »

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ამერიკის მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მოუწოდა ამერიკის მოქალაქეებს, უკრაინა დატოვონ. აშშ-ის საგარეო უწყების გაფრთხილება უკრაინაში აშშ-ის საელჩომ გამოაქვეყნა. განცხადებაში ნათქვამია, რომ ვაშინგტონში ფლობენ ინფორმაციას რუსეთის მხრიდან უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურასა და სამთავრობო ობიექტებზე დაგეგმილი სარაკეტო დარტყმების შესახებ, რომლებიც უახლოეს დღეებში განხორციელდება. სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ რუსული დარტყმები მუდმივ საფრთხეს წარმოადგენს მოქალაქეებისთვის და სამოქალაქო …

ნახვა »

„ბიბისი“ – აშშ არ გეგმავს რუსებისთვის ვიზების აკრძალვას

აშშ არ გეგმავს რუსებისთვის ვიზების აკრძალვას. „ბიბისის“ ინფორმაციით, აღნიშნულის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში, რომელსაც ამერიკული მედია ციტირებს. მედიის ცნობით, მოხსენებაში ნათქვამია, რომ 24 თებერვლიდან შეერთებულმა შტატებმა უკვე აკრძალა ქვეყანაში დაახლოებით 5 000 პირის შესვლა, რომლებიც ამა თუ იმ გზით მონაწილეობას იღებდნენ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმაში და ამაზე მუშაობა კვლავ გაგრძელდება. …

ნახვა »

ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის ქრობის სამუშაოები გრძელდება

ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის ქრობის სამუშაოები, რთული რელიეფის მიუხედავად, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ჯერ კიდევ ფიქსირდება სხვადასხვა სირთულის კერები. უწყების ინფორმაციით, ხანძრის ქრობის ოპერაციის რაიონი სამ სექტორადაა დაყოფილი და სამივე სექტორზე აქტიური სალოკალიზაციო, სალიკვიდაციო სამუშაოები ხორციელდება. „ინტენსიურად კეთდება კერებამდე მისასვლელები მძიმე ტექნიკისა და ტრაქტორების მეშვეობით. მაშველები როგორც ინდივიდუალური …

ნახვა »

ვახტანგ გომელაური – ხანძრის ჩაქრობის ღონისძიებებში დაახლოებით 1 200 კაცზე მეტი მონაწილეობს, მობილიზებულია ტექნიკა

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური ბორჯომის მუნიციპალიტეტში ჩავიდა და შექმნილ ვითარებას ადგილზე გაეცნო. მინისტრის თქმით, ხანძრის ჩაქრობის ღონისძიებებში დაახლოებით 1 200 კაცზე მეტი მონაწილეობს, მობილიზებულია ტექნიკა, თუ ქარი არ ამოვარდა, ხვალ უკვე დაბალი კერები იქნება. “ყველა კერა ჯერ, რა თქმა უნდა, ლოკალიზებული არ არის, მუშაობენ. იქიდან გამომდინარე, რომ გუშინ ქარი იყო და …

ნახვა »

ჩოხატაურში მოზარდი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა

ჩოხატაურში მოზარდი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა. ინფორმაცია თავდაპირველად გურიანიუსმა გაავრცელა. მათი ცნობით, დენის დარტყმის შემდეგ ბიჭი კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა საავადმყოფოში ამბობენ, რომ მოზარდი შეყვანისას, ფაქტობრივად, უკვე გარდაცვლილი იყო. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

ნახვა »

რუსებმა დონეცკში 10 დასახლება დაბომბეს, არიან დაღუპულები და დაშავებულები

დონეცკის ოლქში ოკუპანტებმა გასული დღე-ღამის განმავლობაში 10 დასახლება დაბომბეს, დარტყმები დაფიქსირდა საცხოვრებელ სექტორზე, არიან დაღუპულები და დაშავებულები, – ამის შესახებ უკრაინის ეროვნული პოლიცია იუწყება. „დღის განმავლობაში რუსეთის არმიამ 10 დასახლება დაბომბა. ოკუპანტებმა დაანგრიეს სახლი, ორი სკოლა, გაზსადენი. არიან დაღუპული და დაჭრილი მშვიდობიანი მოქალაქეები”, – აღნიშნულია ინფორმაციაში. უწყების ცნობით, თავდასხმა განხორციელდა ავდიივკაზე, …

ნახვა »

კახა კალაძე – ხელისუფლების ცვლილება მხოლოდ არჩევნების გზით მოხდება – სხვა სურვილები, რომ ვიღაცამ გადატრიალება მოაწყოს და სადღაც შევარდეს, ეს ყველაფერი განწირულია მარცხისთვის

ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილება მხოლოდ და მხოლოდ არჩევნების გზით მოხდება – სხვა სურვილები, რომ ვიღაცამ გადატრიალება მოაწყოს და სადღაც შევარდეს, ეს ყველაფერი განწირულია მარცხისთვის, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მისი თქმით, ქვეყანაში არეულობის მოხდენა „ნაციონალური მოძრაობის“ სურვილია და ისინი ამის შესახებ პირდაპირ განცხადებებსაც აკეთებენ. „ყველასთვის ცხადია, რომ „ნაციონალური …

ნახვა »

ქალები, რომლებმაც გერმანიის კანცლერთან ფოტოს გადაღება მოისურვეს, მოულოდნელად გაშიშვლდნენ

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, როდესაც ქალები, რომლებმაც მასთან ფოტოს გადაღება მოისურვეს, მოულოდნელად გაშიშვლდნენ. ქალებს სხეულზე ეწერათ საპროტესტო სლოგანი, რომლითაც რუსულ გაზზე ემბარგოს დაუყოვნებლივ დაწესებას ითხოვდნენ. რუსეთის ენერგორესურსებზე ემბარგოს დაწესება ერთ-ერთია იმ საკითხებს შორის, რის გამოც გერმანიის მთავრობას აკრიტიკებენ.

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია